"ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასევე ინგლისიდანაც. მაგრამ ყველაზე მეტად "ინტერის" პროექტმა მომხიბლა, რომლსაც არც თუ ისე კარგი დრო უნდგას. მე მსურს, რომ კლუბს დავეხმარო თავის ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნებაში.
"მანჩესტერ იუნაიტედში" საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. შეიცვალა მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი, წავიდნენ ფეხბურთელებიც, ამიტომ მსურს, რომ "წითელმა ეშმაკუნებმა" მომავალ სეზონში პრემიერ-ლიგა კიდევ ერთხელ მოიგონ.
მწვრთნელმა იცის, თუ რა სურს, რაც ძალიან კარგია. იმედი მაქვს, ლუი ვან გაალს კარგად აეწყობა "იუნაიტედში" საქმე. ვფიქრობ, რომ ისინი იმაზე ბევრად ძლიერები იქნებიან, ვიდრე წინა სეზონში იყვნენ."