"არტურო ვიდალი "იუვენტუსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩილელიც მხოლოდ ჩვენზეა მოტივირებული და დარჩენა სურს.
მე მას ცოტა ხნის წინ ვესაუბრე და გავიგე მისი ფიზიკური ფორმის შესახებ. ახლა ის კლუბში იმყოფება და სპეციალურ ვარჯიშებს გადის ფორმის აღსადგენად."
რამდენიმე დღის წინ კი ბეპე მორატამ განაცხადა:"ცოტა ხნის წინ არტუროსთან ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ, რადგან ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება. სატრანსფერო ჭორები, რომლებიც ასეთი ფეხბურთელების მიმართ ჩნდება - ნორმალურია. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ვიდალის გაშვება."
"ფეხბურთში არაფერზე არ შეიძლება ლაპარაკი დაზუსტებით. მაგრამ თუ ფეხბურთელი წასვლას არ მოინდომებს, ჩვენ მას არ გავყიდით."