თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2014, 14:24
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 10
ტომი: "ვრგძნობ, რომ კლუბში ჩემთვის ადგილი არსებობს"
ქლევერლი ვიდიჩზე, საკუთარ კაპიტნობასა და სასტარტო თერთმეტეულზე
ტომი:
ნემანია ვიდიჩი შეუერთდა იტალიურ კლუბს ზაფხულში და საზოგადოება მოხიბლა მისი საოცარი თამაშით. მან შეძლო კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვება "ინტერი" "რეალის" დროს და სერბის ახალმა კლუბმა მოახერხა სამეფო კლუბის დამარცხება.

მაგრამ ახლა ვიდიჩს უწევს მის ყოფილ კლუბთან დაპირისპირება. მაგრამ ქლევერლის განცხადებით არანაირ სენტიმენტალიზმს არ ექნება ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასასეზონო მეგობრული თამაშებია.

"ძალიან უცნაური იქნება ნემანიას წინააღმდეგ თამაში. ის იყო დიდებული ლიდერი კლუბისთვის და კარგი მცველია დიდებული გამოცდილებით, სწორედ ამიტომაც ჩვენ მას უდიდეს პატივს ვცემთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიძიოთ მისი სუსტი მხარეები და სამშაბათს გავიმარჯვოთ,"-აცხადებს "იუნაიტედის" ნახევარმცველი ტომ ქლევერლი.

ტომ ქლევერლიმ "რომასთან" ჩატარებულ მატჩზეც გააკეთა კომენტარი:

"პირობები ძალიან მძიმე იყო. მზე საერთოდ არ გადადიოდა, რთული იყო სუნთქვა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში, სადაც თამაში არ ჩერდებოდა. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით, რადგან ვერ მოვახერხეთ პირვანდელი ანგარიშის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ პროგრესირებას განვაგრძობთ და ფინალამდეც მივალთ. ჩვენი პროგრესის გაგრძელება "ინტერთანაც" მოხდება, მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს."

ქლევერლი გუნდს კაპიტნობდა პირველად და აცხადებს, რომ ეს არის გრძნობა, რომელიც მას სტიმულად, გამამხნევებლად და გასაბედნიერებლად ყოველთვის გაჰყვება.

"მე მიკაპიტნია რეზერვებისთვის, მაგრამ პირველი გუნდის კაპიტნობა პირველი იყო ჩემთვის საოცრად განსაკუთრებული მომენტი. დიდებული გრძნობაა, როცა გაქვს უფლება თქვა: "მე ეს გავაკეთე", ეს ბრწყინვალეა და მე რამდენიმე ფოტოც განსაკუთრებულად შევინახე ამ დღიდან. ეს ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც საამაყო მომენტი იყო."

ქლევერლიმ ასევე განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრებაა.

"მე ცოტა დავისვენე და ამასთანავე, ბოლო სამი კვირის მანძილზე ბევრი ვიმუშავე რათა ჩავმდგარიყავი სათანადო ფორმაში. მე კარგად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს. ეს ძალიან ამაღელვებელი დაწყებაა ჩემთვის და დანარჩენი ბიჭებისთვისაც. მე ვგრძნობ, რომ გუნდში ჩემთვის ადგილი არსებობს და მე ვიბრძოლებ ამ ადგილისთვის."


ManUtd.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
29 ივლისი 2014 14:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგია ამ ბიჭს ოცნება რო აუხდინეთ :D იმედია უფრო მეტს მოინდომებს თორე მაგ თამაშით ზამენასაც არ გააცილებენ :)
0
№2
ავტორი: ლადო
29 ივლისი 2014 14:38
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან ჭკვიანია ვან გაალი, ამას ახლა რამხელა რწმენა მიეცემა თქვენ ხო აზრზე არ ხართ, შე4იძლება უკეთესობისკენაც წავიდეს...

მარი თავი ნუ მოგვანატრე რაა winked
0
№3
ავტორი: Malboro463
29 ივლისი 2014 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5891
ამან კაპიტნობასაც გავქაჩავო :დ ასაკში რო მშევა გამოცდილებას მიღებს და პარკერის დონემდე ავა შეიძლება კერიკიც გაქაჩოს 30 წლის ასაკში მარა მაჩესტერს დონემდე ვერასდროს მივა
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ივლისი 2014 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ერთხელ იყო კაპიტანი იმას არ ნიშნავს რო უკვე სქოულზი ხარ. ისევ ისეთი მაყვალააა რაც აქამდე იყო. რავიცი აბა ღმერთმა ქნას გამოასწოროს თამაში, მაგრამ მე პირადად არ მჯერა ამ კაცის.
0
№5
ავტორი: Juan Mata
29 ივლისი 2014 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ძაან მევასება ქლევერლი , ადრე სქოულზის შემცვლელსაც კი უწოდებდნენ, ნიჭიერი ბიჭია მაგრამ ვერ მისდის საქმე ისე 3d_12 იმედია გამოასწორებს ყველაფერს
0
№6
ავტორი: VaRdo
29 ივლისი 2014 15:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვნახოთ ეს ბოლო შანსია, მგონი კლევერლისთვის და თვითონაც კარგად ხვდება ამას. ამ სეზონში თუ პროგრესი არ განციადა მაშინ მორჩებაყ ველაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: chudikone
29 ივლისი 2014 16:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კარგად მაინც ითამაშა რომასთან ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Z A C K™
29 ივლისი 2014 16:48
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
საწყალი :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№9
ავტორი: RojoDiablo
29 ივლისი 2014 17:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა ამაღელვებლად დაასრულა... კარგია ოპტიმიზმის შენარჩუნება და ამას დაგვირგვიმება სჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: GeorgeBest
29 ივლისი 2014 18:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია ცოტა თავდაჯერებულობა რო დუაბრუნდა, საროლ ვან გაალს. არ მაქვს მე ამ კაცის იმედი მაგრამ მაინც ვნახოთ, ჯერ მაინც არავინ გაუშვებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top