თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2014, 11:42
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2004,
კომენტარები: 10
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
ლუი ვან გაალი ინტერთან მატჩის წინ
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
სათამაშო სქემა 3–5–2

როდესაც გუნდს ახალ სქემას აჩვევ, მალევე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ გუნდი მხოლოდ ამაზეა დაკავებული. სამი კვირა დარჩა ახალი სეზონის დაწყებამდე, ამიტომ ამ დროის მანძილზე ახალ სქემას იდეალურად უნდა მოვერგოთ.

გუნდს ასევე კარგად შეუძლია 4–4–2 ან 4–3–3 თაქტიკით თამაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ მექსიკასთან თამაშს უყურებდით, ბრაზილიაში, დაინახავდით, რომ თამაშის მსვლელობისას ტაქტიკა შევცვალეთ და ასე მოვიგეთ ის მატჩი. ამას ისევ გავაკეთებთ, თუ თამაში ჩვენს სასარგებლოდ არ წავა.

ლუკ შოუ

ლუკ შოუსთან ყველაფერი მწყობრშია. მე ყველა ფეხბურთელს ვადევნებ თვალს. რეალობა ისაა, რომ ამ დროისთვის ლუკი თავის საუკეთესო ფორმაში ჯერ არ შესულა. მე მას ველაპარაკე და ყველაფერი ერთად მოვიფიქრეთ. მისთვის ინდივიდუალური პროგრამა შევქმენით, რომლითაც ის ივარჯიშებს. ტონი სტრადვიკისგან (ფიზიკური მომზადების მწვრთნელი "იუნაიტედში") უკვე მივიღე დადებითი შეფასებები ლუკის ფორმაზე.

ჩიჩარიტო

ის კლუბს მოგვიანებით შეუერთდა, რადგან ჰოლანდიის ნაკრებმა მექსიკის ნაკრები დაამარცხა (იცინის). ახლა ის ბევრს ვარჯიშობს და მე მისი მჯერა. მაგრამ მას მოუწევს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს, რუნის, ველბეკს, ვან პერსის, უილ კინს. ეს არც ისე ადვილი საქმეა.

კაპიტნის სამკლაური

კაპიტნად ის ადამიანი ითვლება, რომლიც მინდორზე 90 წუთს გაატარებს. მთლიანი მატჩი ჩაატარა დარენ ფლეტჩერმა, შემდეგ ტომ ქლევერლიმ. "ინტერთან" მთლიან მატჩს ჩაატარებს კრის სმოლინგიც. გამოვა თუ არა ის კაპიტნის სამკლაურით? შეიძლება! ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება ის ერთადერთი არ იყოს ვინც მთლიანი მატჩი ითამაშის "ინტერთან" და ეს სამკლაური სხვამ მოირგოს. დაზუსტებით ვერაფერს ვერ გეტყვით.

ჟოზე მოურინიო

არ ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში ჟოზესთან კონფლიქტი მექნება. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მე საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ რომელიმე პრემიერ–ლიგის მწვრთნელთან რამე კონფლიქტი მქონდეს, რადგან მე მათ, ყველას ვაფასებ და პატივს ვცემ.

წყარო:http://redevils.ru
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
29 ივლისი 2014 11:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ ჩიჩა რა მოცელააა biggrin2 მაგარი ძმაა, მოუთმენლად ველოდები თამაშს love derphappycry
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ივლისი 2014 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აქვს ამ კაცს რაღას ისეთი რომლითაც ყველას სიმპათიებს იწვევს love
0
№3
ავტორი: RedTeen
29 ივლისი 2014 11:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ზაჰაზე ისევ არაფერს არ ამბობს..
0
№4
ავტორი: ლადო
29 ივლისი 2014 12:03
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
mari-chicharito,
ზაჰაზე გუშინ თუ გუშინწინ თქვა, რომ ინტერთან აუცილებლად ვათამაშებო
0
№5
ავტორი: RedTeen
29 ივლისი 2014 12:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ლადო,
ისეთი სწრაფად დებ ამ სიახლეებს ვერ მოვასწარი ყველას წაკითხვა.. :დდ
0
№6
ავტორი: VaRdo
29 ივლისი 2014 13:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
1 კაი ტრანსფერი გივნდა დაცვაში ვან გაალ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: chudikone
29 ივლისი 2014 13:29
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ზაჰა ათამაშოს მთლიანი მატჩი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Manchester_M
29 ივლისი 2014 13:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
საინტერესოა ვის მისცემს კაპიტნის სამკლაურს იმედია ზაჰას 1 ტაიმზე მეტს ათამაშებს 90 წუთი თუ არა ათამაშა :)
0
№9
ავტორი: RedGirl
29 ივლისი 2014 16:37
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რა საჭიროა კონფლიქტი ისედაც მოვუგვარებთ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: RojoDiablo
29 ივლისი 2014 17:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ტაქტიკა - სწორედ აქ გვაქვს შენი იმედი. ოღონდ მოიგე და თუ გინდა დე ხეა დააყენე დაცვაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top