თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2014, 11:18
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2204,
კომენტარები: 10
ვან გაალი:"უაზროდ ტრანსფერებს არ ვაკეთებ!"
ლუი ვან გაალი აცახდებს, რომ ტრანსფერებს იმიტომ არ აკეთებს, რომ ფულის ხარჯვა უყვას
ვან გაალი:
"ტრანსფერებს იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ბევრი ფული დავხარჯო. ყოველი შენაძენი შემადგენლობის გასაძლიერებლად არის გათვალისწინებული. ახლა ახალ სქემას ვეჩვევით და ამიტომ ჯერ არ მაქვს სრული სურათი. ვერ გეტყვით, თუ რამდენ ფეხბურთელს დვიმატებთ.

მე ავირჩიე 3-5-2 სქემა, რადგან ვთვლი, რომ ამ სქემით, ჩემი ფეხბურთელების მთავარ ბირთვს გამოვიყენებ. ფორვარდის პოზიციაზე შეუძლიათ ითამაშონ ჩიჩარიტომ და დენი ველბეკმა. ამის გაკეთება ასევე რუნისაც ძალიან კარგად შეუძლია, შეასრულოს "ათიანის" ან "ცხრიანის" ფუნქციები. მან თვითონვე მითხრა, რომ ასევე შეუძლია №11 ან №7-ზეც თამაში, მაგრამ ვთვლი, რომ ის საუკეთესოა "ათიანზე" და "ცხრიანზე".

როდესაც უყურებ ფეხბურთელებს როგორებიც არიან - რუნი, ვან პერსი, ერნანდესი, მატა, ველბეკი, ფელაინი, ერერა, შენ ხვდები, რომ ყველა ამ ბიჭს შეუძლია შესანიშნავად მოერგოს, ჩემ მიერ არჩეულ ტაქტიკას.

"იუნაიტედი" იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემს წინ ძალიან დიდი დავალება იყო, მაგრამ მე ბევრი სხვა კლუბისგანაც მქონდა შემოთავაზება. ვიყავი "აიაქსის" მწვრთნელი - ყველაზე დიდი კლუბის მთელს ჰოლანდიაში. ვიყავი "ბარსელონას" მწვრთნელი - ყველაზე დიდი კლუბის ესპანეთში. შემდეგ "ბაიერნს" ჩავუდექი სათავეში - ყველაზე დიდ კლუბს გერმანიაში. ამიტომ, როდესაც მანჩესტერიდან მომივიდა შემოთავაზება, უარი ვერ ვთქვი.

"ბარსელონაში" ბობი რობსონის ადგილას მივედი, რომლმაც მის ბოლო სეზონში კატალონიელებთან ერთად სამი ტიტული მოიგო. მე ამ ადამიანის შემცვლელი უნდა გავმხდარიყავი. მე ძალიან ვაფასებ სერ ალექს ფერგიუსონს, რადგან არ არსებობს ისეთი მწვრთნელი, რომელსაც ამდენი ტიტული ექნება მოპოვებული. მეც არც თუ ისე ცოტა მოვიგე, მაგრამ მან ეს ერთ კლუბთან ერთად გააკეთა. ფანტასტიურია! ამიტომ ძალიან ვამაყობ ხოლმე, როდესაც სერ ალექსს მადარებენ."



წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
29 ივლისი 2014 11:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ამ ადამიანისადმი სიმპატიები მაშინ გამიჩნდა ჰოლანდია რომ ჩაიბარა და ახალ უზომოდ ვაფასებ და მიყვარს love
0
№2
ავტორი: gilmour
29 ივლისი 2014 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვაა ფელაინიც ახსენა მაგარია! ჩიჩასაც
გამოიყენებს, მატასაც თავის ადგილზე ათამაშებს! მევასები რაა ლუი. დაე იყოს 3-5-2 :)
0
№3
ავტორი: chudikone
29 ივლისი 2014 11:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ლუუუეეეე ♥♥♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: RedTeen
29 ივლისი 2014 11:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგარი კაცია.. love
0
№5
ავტორი: Esi
29 ივლისი 2014 12:51
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ამ შემადგენლობაში იანუზაი იჩაგრება რაა...
0
№6
ავტორი: VaRdo
29 ივლისი 2014 13:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვიყავი "აიაქსის" მწვრთნელი - ყველაზე დიდი კლუბის მთელს ჰოლანდიაში. ვიყავი "ბარსელონას" მწვრთნელი - ყველაზე დიდი კლუბის ესპანეთში. შემდეგ "ბაიერნს" ჩავუდექი სათავეში - ყველაზე დიდ კლუბს გერმანიაში. ამიტომ, როდესაც მანჩესტერიდან მომივიდა შემოთავაზება, უარი ვერ ვთქვი.


რადგან ის დიდი კლუბია! იგულისხმება რა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Manchester_M
29 ივლისი 2014 13:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სულ რომ არ იცოდე არცერთი ფეხბურთელის შესაძლებლობა ყველა მიხვდება რომ მცველის დამატება აუცილებელია რადგან ზამენაზე ერთი ნორმალური მცველიც არ გვიზის :X და იმედია გაითვალისწინებს :)
0
№8
ავტორი: Best 7
29 ივლისი 2014 14:26
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Runize martla swori tqva
0
№9
ავტორი: RedGirl
29 ივლისი 2014 16:36
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ახლა ინგლისის ყველაზე დიდებული კლუბის მწრთვნელი ხარ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: RojoDiablo
29 ივლისი 2014 17:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შენ მოხვედი იქ, სადაც არასდროს ეგუებიან მარვცს. შენ მოხვედი იქ სადაც უყვართ შეტევა. მოხვედი იქ სადაც სხვებს ტოლს არ უდებენ. შენ ამ ყველაფერს აცნობიერებ. იმასაც ხვდები ვისი გუნდი ჩაიბარე და ამიტომაც გვჯერა შენი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top