თბილისი:
მანჩესტერი:
28-07-2014, 23:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2535,
კომენტარები: 3
"უკეთესი შანსი არ იარსებებს"
რაიან გიგზი ახალგაზრდებს მოუწოდებს დრო იხელთონ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, რაიან გიგზი კლუბის ახალგარზრდებს უცხადებს, რომ მათ არასდროს ექნებათ კლუბსი დამკვიდრების უკეთესი შანსი, ვიდრე ახლა, ლუი ვან გაალთან ერთად აქვთ.

ჰოლანდიელმა ამერიკის ტურნეზე 7 ახალგაზრდა ფეხბურთელი წაიყვანა: ბენ ამოსი, სემ ჯონსტონი, რიის ჯეიმსი, ტაილერ ბლეკეტი, ჯესი ლინგარდი, მაიკლ და უილ კინი.

ვან გაალი განიხილავდა აკადემიის იმ წევრთა ვინაობას, ვინც პირველ კლუბში თავის გამოჩენის მოახერხებდა. 62 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

მაგრამ გიგზი ახალგაზრდებს უცხადებს, რომ ვან გაალის წყალობით მათ თავის გამოჩენისთვის ოქროს შანსი მიეცათ.

და ის ხსნის მიზეზს, თუ რატომ ფიქრობს ასე.

"ახალგაზრდა მოთამაშეების თამაში ლუის ფილოსოფიაა. ჩავის, ინიესტას, მიულერისა, კლუივერტისთვის და ზეედორფისთვის შანსის მიცემა - ეს მისი ხელწერაა. ის ახალგაზრდებს ავითარებს და მათ შანსს აძლევს."

"ვფიქრობ ის მოხიბლულია ახალგაზრდა ფეხბურთელების დონით. ეს მათი შანსია. მე ყოველთვის ვამბობდი, თუ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის შანსი გაქვთ, უნდა გამოიყენოთ."

"აი რა გავაკეთე მე. აი რა გააკეთა ბევრმა სხვამ."


გიგზს სჯერა, რომ ეს არის მხოლოდ გუნდში მოხვედრის შანსი.

ქლევერლი, სმოლინგი, ჯონსი, ზაჰა, შოუ, უელბეკი, რაფაელი - თითოეული მათგანი 24 წლის ან ნაკლების - ასევე წაყვანილნი არიან ამერიკის ტურნეზე.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტს სჯერა, რომ მათაც აქვთ ნაბიჯის წინ გადადგმის საშუალება.

"რიოსა და ვიდას წასვლის შემდეგ ეს დიდებული შანსია სმოლინგის, ჯონსისა და ევანსისთვისაც."

"ეს მათთვის ახალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობაა. ყველამ ვიცით, რომ ისინი კარგი ფეხბურთელები არიან და ეს თამაშითაც უნდა დაამტკიცონ გამოცდილი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით."


manchestereveningnews
სიახლეები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 ივლისი 2014 23:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუ კი ისეთი ფეხბურთელების ჩამოყალიბება, როგორიც დღეს ჩავი და ინიესტა არიან და წარსულში კლუივერტი და ზეედორფი იყვნენ ვან გაალის დამსახურებაა, მაშინ ისღა დარჩენიან ჩვენ ახალგაზრდებს იწამონ მისი და მომავალს ოპტიმიზმით შეხედონ...ეს მართლაც დიდებული შანსია მათთვის და იმედია გმაოიყენებენ...მათთვისაც და ჩვენთვისაც ასე აჯობებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: გაბადაძე
28 ივლისი 2014 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
კარგი რჩევა ახალგაზრდებისთვის, რათქმაუნდა ყველამ იცის რო ვან გაალი ახალგაზრდების აღზრდა ეხერხება თან ვარსკვლაურ დონეზე, და მართლაც ბიჭებს ისღა დარჩენიათ ვან გაალის მითითებებს მიყვენ, ამ ტურნეზე იმ 7 ბიჭიდან მე მაგალითად ჯეიმსი მომწონს ,შეცდომებს უშვებს ცოტას რათქმაუნდა და ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ მიყვება ვან გალს ამას გამოასწორებს, და ასევე ყველა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: Manchester_M
29 ივლისი 2014 08:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ალბათ რეზერვებიდან პირველ გუნდში გადავა 1-2 მოთამაშე :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top