თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2014, 17:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2842,
კომენტარები: 15
"ჩემი მისდამი სიმპატია ღიმილმა გამოიწვია"
ინტერვიუ მარი მირიანაშვილთან
გრძელდება ყოველკვირეული ინტერვიუ საიტის მომხმარებლებთან. redarmy.ge-ს მომდევნო რესპოდენტი მარიამ მირიანაშვილი (mari-chicharito) გახლავთ. მარი User - თა ჯგუფის წევრი გახლავთ და საიტს სულ რამდენიმე თვის წინ შემოუერთდა.

ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.


გამარჯობა მარი. გაგვეცანით თუ შეიძლება.

გამარჯობა. მე ვარ მარი მირიანაშვილი 18 წლის ყვარლიდან. წელს დავამთავრე სკოლა,ამჟამად აბიტურიენტი ვარ. მიყვარს სიმღერა და "მანჩესტერ იუნაიტედი"

რატომ "მანჩესტერ იუნაიტედი"?

რატომღაც ამ კითხვას რომ ვაკვირდები ადვილად ისმება, მაგრამ პასუხის სრულად გაცემა შეუძლებელია. მის დასახასიათებლად არ მყოფნის სიტყვების მარაგი. მინდა დაუსრულებლად ვილაპარაკო ხოლმე, მაგრამ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ. მე მიყვარს "იუნაიტედი" მისი ისტორიის, მისი "ქამბექების" და მებრძოლი სულის გამო. "იუნაიტედი" ჩემმა ბავშვობის მეგობარმა შემაყვარა, რის გამოც მისი მადლიერი ვარ. პირველად 2008 წლის ფინალს ვუყურე, მაგრამ მაშინ მხოლოდ მეგობრის გამო ვგულშემატკივრობდი. წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა. შემდეგ თანდათან მისი გაცნობა დავიწყე, ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე რამაც შემაყვარა "იუნაიტედი". ძალიან მომწონდა ფანების დამოკიდებულებაც. მაინტერესებდა რატომ გიჟდებოდნენ ასე "მანჩესტერზე." ამ ძიებამ მეც ჩამითრია. საბოლოოდ გავხდი "იუნაიტედის" გულშემატკივარი. მართალია დიდი ხანი არ არის, მაგრამ რაც უფრო ვიზრდები მით უფრო მეტად ხდება "იუნაიტედი" ჩემი განუყოფელი ნაწილი. "ოცნების თეატრში" ფეხის დადგმა ჩემი ოცნებაც არის, ისევე როგორც ნებისმიერი გულშემატკივრის. მინდა იქ ვიდგე და ბოლო ხმაზე ვიყვირო ჩემი საყვარელი გუნდის სახელი. მჯერა ოდესმე ეს მოხდება. სამწუხაროდ არ მყავს ისეთი მოსაუბრე, რომელსაც ამ გრძნობებს გავუმხელ. ხშირად ვაბეზრებ თავს ჩემს მეგობრებს "მანიუზე" საუბრით ვისაც არ აინტერესებს ფეხბურთი, მაგრამ ეს უნებურად მომდის, ყველაფერს "მანჩესტერს" ვუკავშირებ და ამის გამო ბევრჯერ მომსვლია კამათი მეგობრებთან (იცინის)

მარიამ მირიანაშვილის ნიკი, mari-chicharito რა თქმა უნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელ თავდამსხმელ, ხავიერ ერნანდესთან ასოცირდება. სავარაუდოდ მარიამის საყვარელი ფეხბურთელი ჩიჩარიტო უნდა იყოს, მაგრამ...

რამ გამოიწვია მისდამი ასეთი სიმპატია?

სიმართლე გითხრათ ჩიჩარიტო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არ არის. შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ რადგან გოგო ვარ მისი გარეგნობა მომწონს და ამიტომ მომწონს, მაგრამ ვთვლი რომ გარეგნობით არ გამოირჩევა. რაც შეეხება მის თამაშს, არც მას ვთვლი რომ განსაკუთრებულია. კარგად თამაშობს, მაგრამ ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. სკამიდან შემოსულს უფრო უმართლებს ვიდრე ძირითადში ყოფნისას. ჩემი მისდამი სიმპატია, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მისმა ღიმილმა გამოიწვია. მიყვარს ადამიანი, რომელიც ხშირად იღიმის. ჩიჩა ზუსტად ასეთია - მისგან იმდენად დიდი დადებითი აურა წამოვიდა, რომ უნებურად შემიყვარდა.

რაც შეეხება საყვარელ ფეხბურთელს ეს კანტონაა. მასზე დიდებული ფეხბურთელი ჩემთვის არ არსებობს. ბევრი ლეგენდა აღმოაჩინა იუნაიტედმა, ერიკი კი ჩემთვის პირველია. ყველაზე მეტად მწყდება გული, რომ მის ეპოქაში არ დავიბადე. მხოლოდ ჩანაწერებს ვუყურებ და ვტკბები მისი თამაშებით. მის გატანილ გოლებზე ტანში ჟრუანტელი მივლის. კანტონას ახლა რომ ეთამაშა მანჩესტერში, ოღონდ როგორც მაშინ თამაშობდა ისე, მარტოც შეეძლებოდა მოგება. მაგრამ სამწუხაროდ მისნაირები არ მეორდებიან.



მიუხედავად იმისა, რომ მარის ჩიჩარიტოს გარეგნობა არ იზიდავს, მაინც დაგვაინტერესა ერთმა ფაქტმა.

შესაძლებლობა რომ გქონოდათ, გახდებოდით მექსიკელის ცოლი?

სიმართლე გითხრათ არ ვიცი.. ახლა ვფიქრობ რომ არ გავყვებოდი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს არც მაგას არ გამოვრიცხავ. (იცინის)

ჩიჩარიტო იშვიათად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში. თუმცა, როგორც წესი, შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ ხავიერი პროდუქტიულია ხოლმე.

როგორ ფიქრობთ, ერნანდესი ე.წ. შეცვლის ფეხბურთელია?

კი. ვფიქრობ ჩიჩარიტო "ზამენის" კაცია. ძირითად შემადგენლობაში ყოფნისას იმდენად ვერ წარმოაჩინა თავი, რამდენადაც სკამიდან შემოსვლის შემდეგ. ხშირად მესმის ჩიჩარიტოზე - წავიდეს, სკამისთვის ცოდოა, სხვაგან ძირითადში იქნებაო. თუ აქ ვერ წარმოაჩინა თავი ძირითადში, არა მგონია სხვაგან შეძლოს ეს. ჩვენ სკამზეც გვჭირდება ძლიერი ფეხბურთელები, ჩიჩარიტო კი ამისთვის ზედგამოჭრილია.


როგორც მარიმ აღნიშნა, იგი აბიტურიენტია, მაგრამ ეროვნული გამოცდები უკვე დასრულდა და შესაბამისად მარიამმაც გადალახა ციებ-ცხელება.

პირველ რიგში გვიამბეთ თქვენი მოლოდინის შესახებ.

აბიტურიენტობა ყველაზე რთული პერიოდი ყოფილა. ძალიან რთულია დღეში 3-4 მასწავლებელთან სირბილი, მუდმივად დაძაბული ვიყავი. არ ვიცი რამდენად კარგი შედეგები მექნება, მაგრამ ვიმედოვნებ სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდები დამაკმაყოფილებელი ქულებით.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ სწავლასთან დაკავშირებით?

თუ რა თქმა უნდა ჩავირიცხე გავაგრძელებ სწავლას ბიზნესის ადმინისტრირებაზე ან ეკონომიკაზე. თუ გამიმართლებს სამსახურსაც დავიწყებ და ნორმალური კარიერასაც ავიწყობ.

რას ურჩევთ მომავალ აბიტურიენტებს?

ყოველ წელს რთულდება ეროვნული გამოცდები. არ ვაშინებ არავის, უბრალოდ ვურჩევ აბიტურიენტებს ერთი წლის განმავლობაში სწავლის გარდა სხვა არაფერზე არ იფიქრონ. ჩემს დროს დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატი, რის გამოც გვიან დაძინება მიწევდა. ვფიქრობ ამან ცოტა ხელი შემიშალა. მომავალ წელს ვფიქრობ არანაირი დაბრკოლება არ ექნებათ აბიტურიენტებს. ვურჩევ არ ინერვიულონ და დიდი დრო დაუთმონ სწავლას.


დავუბრუნდეთ "იუნაიტედს" - ლუი ვან გაალმა მოსვლისთანავე თავისი რეფორმები გაატარა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის თავდაჯერებული მწვრთნელის ყოლა?

ვან გაალი დიდებული მწვრთნელია. ერთ-ერთი საუკეთესოა მწვრთნელებს შორის. მისი ამბიციები და შემართება ძალიან მომწონს, მაგრამ ამდენი დატვირთვა არა მგონია გუნდისთვის სასარგებლო იყოს. ყოველდღიურად ასეთი დატვირთვა შეიძლება თამაშზეც აისახოს. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვარჯიშის დროს მიუღიათ ტრავმა, ასეთი მძიმე ვარჯიში შესაძლოა სავალალოც აღმოჩნდეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.

ტურნეზე გუნდს არ გაჰყოლია ნიკ პოუელი, ვან გაალმა კი განაცხადა, რომ ყველა ახალგაზრდის გამოცდა და მათი შესაძლებლობების ხილვა სურს.

რას უნდა ნიშნავდეს ნიკის არ წაყვანა?

ხშირად მესმოდა გაალი შანსს აძლევს ახალგაზრდებსო, როდესაც ცნობილი გახდა ტურნეზე წასული ფეხბურთელების სია, გამიკვირდა მათ შორის პოუელის, უილსონისა და ლოურენსის გვარები რომ ვერ აღმოვაჩინე. ვფიქრობ პოუელს ისევ არენდით გაუშვებს გაალი, რაც შეეხება ლოურენსს როგორც ვიცით ახლახანს გახდა ცნობილი რომ კონტრაქტი გაუხანგძლივეს, იმედია მას და უილსონს ათამაშებს და არსად არ გაუშვებს.

ვისი დამარცხება გსურთ ტურნეზე?

რა თქმა უნდა მეც "რეალის" დამარცხება მინდა, როგორც ყველას. ამ ბოლო დროს "რეალის" გულშემატკივართა რაოდენობამ იმატა. მართალია ძლიერი გუნდია, მაგრამ ყველაფერი დროებითია. მათი დამარცხება უფრო მეტ გამბედაობას შესძენს გუნდს.

"იუნაიტედს" მომდევნო სეზონში საკმაოდ ბევრი სადავო საკითხის გადაჭრა მოუწევს. ზოგიერთი მათგანი მწვრთნელზე, ზოგი კი ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.

"იუნაიტედმა" უნდა შეინარჩუნოს თუ არა 11 ნომრიანი მაისური?

კი რა თქმა უნდა. მართალია ის ლეგენდას ეკუთვნოდა, მაგრამ რამდენი ლეგენდაც იქნება იმდენი ნომერი თუ გაუქმდა არაფერი აღარ დარჩება. 11 ნომრიანი მაისური მხოლოდ ღირსეულმა უნდა მოირგოს. მისი ბედი მალე არ უნდა გადაწყდეს, მეტი დაკვირვება და დაფიქრება სჭირდება. ამ ნომერის მაისურს ვინც მოირგებს, კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" უნდა დაასრულოს.

როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება მომავალი კაპიტანი?

კაპიტნობა რუნის ეკუთვნის. მართალია ვან პერსი ჰოლანდიელია და ახლოს არის გაალთან, მაგრამ გაალს ყველაზე მეტად გულშემატკივრის იმედი აქვს და არა მგონია მოსვლისთანავე შეაძულოს მათ თავი. ვფიქრობ ეცოდინება რამდენად უარყოფითი შედეგი მოჰყვება გულშემატკივრების მხრიდან თუ რუნის არ აირჩევს კაპიტნად.


მცირე ხნით ოცნებებსაც მივეცეთ.

თქვენ რომ ლუის ადგილზე ადგილზე იყოთ, როგორი ტაქტიკით ითამაშებდით?

მაგის წარმოდგენა რთულია, მით უმეტეს ჩემი მხრიდან. მან უკეთ იცის რა არის გუნდისთვის უკეთესი. მან გაწვრთნა ისეთი დიდი გუნდები როგორიც არის "ბარსელონა", "ბაიერნი", "აიაქსი" და ყველგან მიაღწია წარმატებას. მე მის ადგილზე თავს ვერასდროს ვერ წამოვიდგენ.

წარმოიდგინეთ, რომ დი მარია, ბლინდი და ჰუმელსი უკვე ნაყიდი გყავთ, მაგრამ ერთი ტრანსფერის განხორციელების საშუალება მაინც გაქვთ.

რომელ ზონას და რომელი ფეხბურთელით გააძლიერებდით?

დაცვა თუ ასეთი ძლიერი იქნებოდა, არა მგონია სხვა ფლანგს სჭირდებოდეს კიდევ მეტად გაძლიერება, მაგრამ თავდამსხმაში მაინც მოვიყვანდი მარკო როისს. უბრალოდ ეს ბიჭი ძალიან მინდა მანჩესტერში.

დასასრულოსკენ წავიდეთ და ჩვეულ კითხვებზეც მიპასუხე.

გაიხსენეთ ყველაზე ცუდი მომენტი, რომელიც "იუნაიტედს" უკავშირდება.

თითქმის 6 წელია რაც მანჩესტერს ვგულშემატკივრობ, ბევრჯერ იყო მძიმე მომენტები, ბევრი გადაუტანია როგორც ფეხბურთელებს ისევე ფანებსაც. ყველაზე მძიმე და ტრაგიკული პერიოდი იუნაიტედის ისტორიაში 1958 წლის ავიაკატასტროფა იყო. ჩემი გულშემატკივრობის პერიოდში კი- წლევანდელი სეზონი, რომელიც დავიწყებას უნდა მიეცეს.

როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა ხავიერ ერნანდესს?

ალბათ დარჩება. თვითონ არსად წასვლა არ უნდა და იმედია არ გააგდებენ.

"ჩემი მისდამი სიმპატია ღიმილმა გამოიწვია"


გახსოვთ ფოტოზე ასახული, შეხვედრის ანგარიში?

3-3. რუნის დუბლი და სკამიდან შემოსული ჩიჩარიტოს თავური.

მარისთან საუბარი ჩვეულებისამებრ საიტის შესახებ საუბრით დავასრულეთ.

როგორ მოხვდით საიტზე?


ესეც იმავე მეგობრის დამსახურებაა რომელმაც მანჩესტერი შემაყვარა. სხვა ლინკი გავუგზავნე, რაღაც ვკითხე, მან კი თქვენი მისამართი მომცა და მითხრა იქ უფრო სანდო ინფორმაციააო.

უსურვეთ რამე redarmy.ge-ს.

ამ საიტზე უკეთესი საიტი საქართველოში არ არსებობს. წინსვლას, ახალს და კარგ სიახლეებს, გაძლებას, დიდხანს არსებობასა და მომხმარებლების სიმრავლეს ვუსურვებ


მარი მირიანაშვილის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ

P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ
სიახლეები, ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: manutd---10
29 ივლისი 2014 00:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ბრავო მარიი
0
№2
ავტორი: Manchester United 14
29 ივლისი 2014 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჩიჩა მომაკვდინებელი ღიმილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: GeorgeBest
29 ივლისი 2014 00:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მადლობა სოფოს, იმსახურებს ეგ ფორმის ტარებას
0
№4
ავტორი: RedTeen
29 ივლისი 2014 00:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
გიორგი,
კიი აბა რაა.. :დდ ეგ რომ არა რა მეშველებოდა.. :დ
0
№5
ავტორი: Goginashvili777
29 ივლისი 2014 01:33
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მაარიაამ request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: Malboro463
29 ივლისი 2014 02:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
სამწუხაროდ ფოტოს ლინკი არ მუშაობს მარა ფეისბუკზე მაინც ვნახე smile
კარგი ინტერვიუა
0
№7
ავტორი: RojoDiablo
29 ივლისი 2014 03:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Middlesbro,
გავასწორე.

მარიამის ინტერვიუს რაც შეეხება უნდა იცოდეთ, რომ ის მასთან საუბრისას ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ვდგებოდი და ვწერდი კითხვებს... მასში იმალება დიდი "ეშმაკი", მაგრამ ის ამას არ მაჟღავნებს, უბრალოდ თვისთვის უყვარს და ეს მომწონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Goginashvili777
29 ივლისი 2014 08:39
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ამას ბოლო ზარზე , დევიდ მოიესი ეხატა lol
კარგი ინტერვიუ იყო RojoDiablo,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№9
ავტორი: chudikone
29 ივლისი 2014 09:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კარგი იყო, ყოჩაღ ორივეს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: WAYNE Elashvili
29 ივლისი 2014 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
Am gogos kargad. Vicnob:-D:-D Hernandez:-)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top