პრემიერ-ლიგის გრანდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" იმედს არ კარგავს, რომ შეძლებს ტურინის "იუვენტუსის" ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შეძენას.
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკუნები" მზად არიან ჩილელ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამავე წყარო იმასაც გვამცნობს, რომ "იუვენტუსს" ეს წინადადება მიმზიდველად ეჩვენება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ თუ არტურო ვიდალი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება, მაშინ ის 250 ათას ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს კვირაში, ნისლიან ალბიონზე.