თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2014, 10:55
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1373,
კომენტარები: 6
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
ვან გაალის პრესკონფერენცია რომასთან მატჩის შემდგომ
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
ლუი ვან გაალი არც თუ ისე კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის თამაშით, რომელმაც "რომას" 3-2 ძლია, დენვერში.

"იუნაიტედმა" პირველი სამი ქულა მოიპოვა წინასასეზონო ტურნეს International Champions Cup-ზე უეინ რუნის დუბლით და მატას გოლით. პირველი 45 წუთის შემდეგ ლუიმ ათი ცვლილება გააკეთა, რის შემდეგაც გუნდმა თამაში ისე ვეღარ დააწყო, როგორც პირველ ტაიმში, ხოლო "რომამ" პირიქით მოუმატა და ორი გოლიც გაქვითა. გოლები პიანიჩმა და ტოტიმ გაიტანეს.

"იუნაიტედმა" შეძლო და ამ მატჩში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ვან გაალი უკმაყოფილო დარჩა:"მიხარია, რომ მოვიგეთ, მაგრამ ეს კარგი არ იყო. ჩვენს სანახავად 54 ათასი მაყურებელი მოვიდა და უკეთესად უნდა გვეთამაშა. ასეთ სიცხეში თამაშს მიჩვეულები არ ვართ. სტადიონი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს, ამიტომ თამაში გაგვიჭირდა."

"მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, როდესაც აქ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი 94 წელს, შუადღით თამაში შეუძლებელი გახლდათ. ამერიკაში ფეხბურთისთვის კარგი კლიმატია, მაგრამ ზუსტი დროის შერჩევაა საჭირო."

ასევე ვან გაალმა უეინ რუნის შესანიშნავი თამაში შეაქო, ისაუბრა პიანიჩის გოლზე და იმაზე, რომ არბიტრმა პენალტი უსამართლოდ დანიშნა.

"ჩვენი გადაცემები ადრესატამდე არ მიდიოდა, ამიტომ ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ სამი გოლის გატანა. რუნის პასი მატაზე იდეალური იყო და მატამაც არ დააყოვნა, შესანიშნავად გაიხსნა და დაარტყა. არ შემიძლია არ აღვნიშნო პიანიჩის გოლიც, რომელიც ასევე კარგი იყო. ამ გოლის მეშვეობით რომაელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. ხოლო რაც შეეხება პენალს, ნამდვილად არ იყო დასანიშნი."

წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
27 ივლისი 2014 10:59
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
პიანიჩმა საკმაოდ მოულოდნელად დაარტყა...რუნის გოლიც ძალიან დონე იყო, მაგრამ პასი უფრო დამევასა მე
0
№2
ავტორი: Manchester_M
27 ივლისი 2014 11:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამოსის ბრალი იყო პიანიჩის გოლი :| ეგეთი სამარცხვინო გოლი არ უნდა გაეშვა :@
0
№3
ავტორი: gilmour
27 ივლისი 2014 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
პირველი ნახევრის სასტავი დარჩენილიყო და 6-0 დამთავრდებოდა, მაგრამ ყველა უნდა გამოიცდოს და დიდად არ ვაქცევ ყურადღებას ანგარიშს, მოგება ყოველთვის მაგარია, მაგრამ ეს თამაში რეალური შესაძლებობებისგან ძალიან შორსაა, ჩამოყალიბდება ძირითადი თერთმეტეული და გავხევთ ყველას:)
0
№4
ავტორი: RedTeen
27 ივლისი 2014 13:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
პენალტი მართლა არ უნდა დაენიშნა..
0
№5
ავტორი: Berba 9
27 ივლისი 2014 17:04
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
პიანიჩმა რა იკისრა ეს ))) ხო, მეორე ტაიმში ჩავარდნენ ბიჭები, ცენტრი მოიშალა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ერერას მაღალი დონე :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: GeorgeBest
27 ივლისი 2014 17:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ ტაიმშიც არ ბწყინავდა დაცვა. მეორეში ვაბშე არ მომეწონა. დიდი სივრცეები რჩებოდა და გაგვჭირდება რა ესე. კარგი მცველი აუცილებლად გვჭირდება

პირველი ტაიმში რა გუნდიც იყო მაგათ რო მართლა გაეგრძელებინათ აგდავუვლიდით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top