თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2014, 09:35
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1707,
კომენტარები: 6
"ვან გაალი ინგლისურად საუბარს გვთხოვს"
ხუან მატა ლუი ვან გაალის მოთხოვნებზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ხუან მატამ თავისი პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ლუი ვან გაალზე და განაცხადა, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ყველა ფეხბურთელისგან ითხოვს ინგლისური ენის ცოდნას.

მატა, რომელიც პრემიერ-ლიგაში არც თუ ისე დიდი ხანია რაც თამაშობს, ინგლისურად საკმაოდ კარგად საუბრობს და აცხადებს, რომ ლუი ვან გაალით ძალიან მოხიბლულია.

"ჩვენ, ფეხბურთელები მხოლოდ ინგლისურად ვსაუბრობთ, რადგან მწვრთნელმა ასე ბრძანა. ძალიან კარგად ვირჯებით მინდორზეც და მის გარეთაც. ლუი ძალიან კარგი ადამიანი და კიდევ უფრო კარგი მწვრთნელია. მას დიდი გამოცდილება აქვს, იგებს ბევრ ტიტულებს და მისგან ბევრის სწავლას ვაპირებ, როგორც მე ასევე მთელი გუნდი."

"ის ძალიან მომთხოვნია, სამართლიანი და პირდაპირიც, რადგან ყველა ფეხბურთელს სახეში უყურებს და ისე ელაპარაკება. ვფიქრობ ეს კარგია. ძალიან კარგია, როდესაც რაღაცას ფიქრობ, არ მალავ და ადამიანს ეუბნები ამას და თან თვალებში უყურებ." - აცხადებს მატა The Telegraph-თან.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
27 ივლისი 2014 09:37
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კარგია რომ ასე მკაცრად ითხოვს ინგლისურს, მაგრამ ნეტა რუნისი როგორ ესმით, რაღაც ინტერვიუებს რომ ვუსმენ ხოლმე რუნისას, ტიპი იმენა რას ლაპარაკობს ერთ სიტყვას ვერ ვიგებ ხოლმე ისეთი უცნაური აქცენტი აქვს wink
0
№2
ავტორი: Esi
27 ივლისი 2014 10:13
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რუნიმ ლივერპულური ინგლისური იცის:დ სომხურიაო მაგაზე იძახიან lol
0
№3
ავტორი: Amanda Seyfried
27 ივლისი 2014 12:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ესპანელები ალბათ ესპანულს უბარავენ ხოლმე ერთმანეთში (მეგრელებივით) და დაურხია ლუიმ wink
0
№4
ავტორი: RedTeen
27 ივლისი 2014 12:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ინგლისურ კლუბში ინგლისურად უნდა ილაპარაკონ.. აბა რა წესია სხვა ენაზე რომ გააბან საუბარი იქნება აგინებენ გაალს.. :დდდ კარგია ასეთი მიდგომა ჭირდებოდათ ზუსტად..
0
№5
ავტორი: Berba 9
27 ივლისი 2014 17:15
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ანუ დე ხეას ოცნება ესპანურ მაფიას ჩამოვაყალიბებ იუნაიტედშიო ვერ გამართლდა ? wink

იმიტომ ითხოვს, რომ თვითონ არ იცის ინგლისური კარგად და ნელ ნელა შეეჩვიოს :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: GeorgeBest
27 ივლისი 2014 17:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რადგან მწვრთნელმა ასე ბრძანა


wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top