"მანჩესტერ იუნაიტედმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ლუი ვან გაალის გუნდმა პირველი მატჩი რომას წინააღმდეგ გამართა და 2–3 იმარჯვა. პირველი ტაიმის 36–ე წუთზე უეინ რუნიმ ბრწყინვალე გოლით ანგარიშის გახსნა მოახერხა. ზუსტად 3 წუთში ინგლისელმა ხუან მატას გაატანინა, 0–2. პირველი ტაიმის მიწურულს უეიბეკის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი მანჩესტერელთა ათიანმა ზუსტად გამოიყენა და ანგარიში 3–მდე გაზარდა. მეორე ტაიმში რომამ 2 ბურთი გაქვითა. ჯერ ამოსის შეცდომის შედეგად პიანიჩმა შეძლო ანგარიშის შემცირება, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ტოტიმ მეკარეს შანსი არ დაუტოვა და საბოლოო ანგარიში, 2–3 დააფიქსირა.
1 მატჩის შემდეგ, ა ჯგუფის ლიდერი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა
"რომა" 2–3 "მანჩესტერ იუნაიტედი"
სტადიონი: Sports Authority Field at Mile High (Denver, Colorado) მონაცემი: წინასასეზონო ტურნე თარიღი: კვირა, 27 ივლისი 2014. მატჩის დასაწყისი: 00:10, (ჩვენი დროით)