თბილისი:
მანჩესტერი:
26-07-2014, 00:32
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1317,
კომენტარები: 7
ფლეტჩერი "რომასთან" დამაჯერებელ გამარჯვებას ელოდება
დარენი: "ლა გალაქსისთან" შესანიშნავი შედეგი დავაფიქსირეთ, დროა იგივე "რომასთანაც" გავიმეოროთ."
ფლეტჩერი
დარენ ფლეტჩერი ტურნეს მომდევნო მატჩში "რომას" წინააღმდეგ დამაჯერებელ გამარჯვებას ელოდება. "წითლებმა" 7 ბურთიანი სხვაობით უკვე მოუგეს "ლა გალაქსის", მომდევნო მატჩი კი 26 ივლისს სერია ა-ს ვიცე ჩემპიონთან უწევთ. "იუნაიტედს" მატჩები ელის "ინტერთან" და მადრიდის "რეალთანაც". დარენი თვლის, რომ წლევანდელი ტურნე განსაკუთრებულია.
"წლევანდელი ტურნე ფანტასტიკურია, რადგან ამჯერად ბევრი ძლიერი ოპონენტი გვყავს. "რომა" სერია ა-ში მეორე კლუბია, ჩვენ ვიცით, რომ მათთან რთული თამაში გველოდება. "ლა გალაქსისთან" შესანიშნავი შედეგი დავაფიქსირეთ, ახლა კი დროა იგივე "რომასთანაც" გავიმეოროთ."
ვან გაალმა ფლეტჩერი "ლა გალაქსისთან" მატჩში ანდრეს ერერასთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში გაამწესა. შოტლანდიელი მოხიბლულია ახალგაზრდა დებიუტანტით და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
"ვფიქრობ, ის შესანიშნავი იყო. ანდერი სავსე იყო ენერგიით, მან ბოლომდე მოინდომა. პირველ ტაიმში, ის მოედნის სიღრმეში თამაშობდა, მეორე ნახევარში კი პოზიცია შეიცვალა, შეტევაში ჩაერთო და საგოლე მომენტებში მონაწილეობაც მიიღო. ვფიქრობ, ის "იუნაიტედში" ფანტასტიკური მოთამაშე გახდება. ვიმედოვნებ, რომ მისგან ბევრ ასეთ თამაშს ვიხილავთ" - დაასრულა ფლეტჩერმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: A.HERRERA
26 ივლისი 2014 01:10
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Mec magis imedi maqvs
0
№2
ავტორი: Malboro463
26 ივლისი 2014 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ამის თამაში არ მომეწონა გალაქსისთან. გასაშვებია ეს კაცი პასიც აღარ უვარგა
0
№3
ავტორი: Macklemore
26 ივლისი 2014 03:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძაანაც თავში ნუ აგვივარდება ერთი 7-0. ხარვეზებიც ჩანდა გარკვეული და იმათ გამოსწორებაზე უნდა იფიქროთ.
0
№4
ავტორი: chudikone
26 ივლისი 2014 08:12
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რომას თუ ახსოვს ერთი 7-1 ? თუ გავახსენოთ ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Manchester_M
26 ივლისი 2014 08:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მეც იმის იმედი მაქვს რომ დამაჯერებელი გამარჯვება იქნება 7-1 უნდა გავახსენოთ :D
0
№6
ავტორი: RedTeen
26 ივლისი 2014 13:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ბევრი ლაპარაკი წინასწარ არ უნდათ მაინც.. მეც მინდა მოვიგოთ მაგრამ თუ ბევრს ილაპარაკებენ და მერე წააგებენ ეგ მათთვისაც საზიანო იქნება და ჩვენთვისაც.. ერთხელ მოგება არ არის საკმარისი რომ გავიგოთ გუნდი უკვე ფორმაშია თუ არა...
0
№7
ავტორი: GeorgeBest
26 ივლისი 2014 15:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამარჯვებას არა იმდენად მე დამაჯერებელ დ აკარგ თამაშს ველი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top