თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2014, 19:04
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1398,
კომენტარები: 8
მატა: "ერერას შეუძლია ვარსკვლავი გახდეს"
ესპანელმა ნახევარმცველმა თავის თანამემამულეზე დადებითად ისაუბრა.
მატა:
დღეს გამართული მატჩში ანდერ ერერა ერთ-ერთი იყო იმ ორთგან, რომელმაც სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე, გააკეთა რა ორი საგოლე გადაცემა და ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულიყო.

ხუან მატა მოხიბლულია მისი თანამემამულის გამოსვლით და მოუთმენლად ელის მათივე ურთიერთობის პროგრესს. ხუანი და ერერა ერთმანეთს ჯერ კიდევ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებებიდან იცნობენ.

"მან შესანიშნავად იმუშავა." აცხადებს მატა Manutd.com-თან ინტერვიუში. "მე მას ვიცნობ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებებიდან და დღეს იგი კარგად გამოიყურებოდა. მის გამო მე მოხარული ვარ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს მოედნანზე და მის გარეთ და ვიცი, რომ გუნდს უამრავ სიკეთეს მოუტანს მომავალ სეზონში."

ყველაზე შთამბეჭდავი რაც "იუნაიტედის" დამანგრეველი გამარჯვების შემდეგ არის აღსანიშნავი, ეს ახალი წყობით თამაშია, რომელიც 3-5-2-ს ითვალისწინებს. ანალოგიური წყობით ასპარეზობდა 62 წლის სპეციალისტი, ვან გაალი, როდესაც ჰოლანდიის ნაკრებს მუნდიალზე მიუძღვოდა.

ამ გადაწყვეტილებამ დიდი სარგებელი მოუტანა გასულ მატჩში. ბურთის კონტროლი და სწრაფი კონტრ შეტევები თავ-გზას უბნევდა მეტოქეთა დაცვის ხაზს. მატა კი აცხადებს, რომ ეს შესანიშნავი სტარტი გამოდგა, იმისდა მიუხედავად, რომ მისი თანაგუნდელები ამ წყობით თამაშს არ არიან შეჩვეულები.

"ჩვენ კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ ვიცით რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია." აგრძელებს ესპანელი. "ზოგიერთ ფეხბურთელს მხოლოდ 3 ან 4 დღე ჰქონდა ნავარჯიშები. ასე რომ გაუმჯობესება კიდევ წინ გველის, როგორც ფიზიკური ასევე ტაქტიკური კუთხით."

"მაგრამ ყველაზე მთავარი ის აღმოჩნდა, რომ ჩვენ ადვილად გავუგეთ იმ სისტემას, რომლითაც მწვრთვნელს სურდა რომ გვეთამაშა. საერთო ჯამში კარგი მატჩი გამოდგა. მწვრთვნელს სურს, რომ მოედნის ცენტრში ბურთიანად სწრაფად ვიმოქმედოთ, მოვძებნოთ გაგრძელებები და გავშალოთ თამაში. ეს არის ის, რასაც მომავალშიც გავაკეთებთ."

"იუნაიტედის" მომდევო ამხანაგური მატჩი შაბათს, იტალიური "რომას" წინააღმდეგ გაიმართება. აღნიშნული მატჩი 27 ივლის, ღამის პირველის 10 წუთზე დაიწყება და ტრადიციისამებრ RedArmy უზრუნველყოფს იმას, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარმა მორიგი მატჩის ხილვით ისიამოვნოს.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
24 ივლისი 2014 19:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დავეთანხმები მატას ყველაფერი აქვს ერერას იმისთვის რომ ხალხის სიყვარული დაიმსახუროს და მაღალ დონეზე ითამაშოს მასში ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ხისტ თამაშს არ უშინდება და სწორედ ასეთი იგროკი გვჭირდებოდა :)
0
№2
ავტორი: RedTeen
24 ივლისი 2014 19:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
იმეია დანარჩენ თამაშებსაც მოვიგებთ..
0
№3
ავტორი: GeorgeBest
24 ივლისი 2014 21:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთი თამაშით არაფერი წყდება, ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი მაგრამ პოტენციალი ნამდვილად აქვს დ ამჯერა რო მოახერხებს ამას
0
№4
ავტორი: A.HERRERA
24 ივლისი 2014 22:12
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Magari kacia dzaan, guli migrdznobs upro magari igroki dadgeba es
0
№5
ავტორი: don_vini
25 ივლისი 2014 02:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
გუშინ კარგი იყო ერერა.და ასე უნდა გააგრძელოს სხვა გზა არც აქვს.ბევრი აქვს დასამტკიცებელი,ასე და უფრო მეტად უნდა მოინდომოს.:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: temo-scholes
25 ივლისი 2014 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Damijeret... Amis kargi tamashis fonze vidali saertod agar iqneba sachiroo!!! Me piradad isedac ar mindoda:)
0
№7
ავტორი: red devil
25 ივლისი 2014 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
უნდა მოინდომოს და აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას
0
№8
ავტორი: WAYNE ROONEY 10
25 ივლისი 2014 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
თუ იცით რომა მანჩესტერის თამაშს სილკ სპორტზე აჩვენებენ ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top