თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2014, 13:53
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2567,
კომენტარები: 14
ვან გაალი: "ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო"
ვან გაალის მატჩის შემდეგ
ვან გაალი:
ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით "იუნაიტედმა" პირველივე მატჩი 7 ბურთიანი სხვაობით მოიგო. ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილია. "წითლებმა" 3-5-2 ტაქტიკით ითამაშეს, რაც "იუნაიტედისთვის" აქამდე უცხო იყო. ლუი იმავე ტაქტიკით აპირებს გაგრძელებას, საჭიროების შემთხვევაში კი ძველ წყობაზე დაბრუნებას.
"მათი დღევანდელი გამოსვლა ფანტასტიკური იყო. როცა ვარჯიშზე გვიხილავთ, ჩვენგან გამარჯვებას დაელოდებით, მაგრამ 7:0-ს ნამდვილად არა. ეს სიურპრიზი იყო, ლამაზი გოლებითა და შეტევებით.
ანგარიში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამ შედეგით დამაჯერებლობა მოგვემატება. ჩვენ ახალი სისტემა წარმოვადგინეთ და ფეხბურთელებმა 11:11-ზე ვარჯიშზე ორჯერ ითამაშეს. ისინი სწრაფად ითვისებენ სიახლეებს. 10 მოთამაშე, რომლებმაც დღეს ითამაშეს, წინა კვირაში ჩვენს სავარჯიშო კომპლექსში არც ყოფილან.
უკეთესია ასეთი ანგარიშით მოგება, რადგან მოთამაშეებს ახალ სისტემაში ეჭვი არ შეეპარებათ. დრო არ გვქონდა სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, გადავწყვიტეთ ახლავე დაგვეწყო ახალი სისტემის დანერგვა.
"იუნაიტედს" ხშირად უთამაშია 4-3-3 წყობით და თუ ჩემი იდეები არ გაამართლებს, მზად ვარ ამ ტაქტიკას დავუბრუნდე."
- დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
24 ივლისი 2014 14:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანგის მოადანზე გამოსვლით დაეცა გალაქსი ფსიქოლოგიურად და შემდეგ არც გაჭირვებიათ მოგება :D ისე 4 ივე გოლში მეორე ტაიმში ყველაში წვლილი მიუძღვოდა იანგს 2 გოლი თვითონ გაიტანა და 2 ჯეიმსს გატანინა :D დაგვიბრუნეთ ძველი იანგი !!!!! yess2
0
№2
ავტორი: Manchester_M
24 ივლისი 2014 14:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
THEvv,
ერთადერთი რაც იანგში არ მევასება და ნერვებს მიშლის ისაა რომ წელში მოხრილი დარბის ბურთსაც ეგრე იღებს და წელში მოხრილი ფორთხიალობს :@
0
№3
ავტორი: Best 7
24 ივლისი 2014 14:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Manchester_M,
tevzi Ra erti sityvit
0
№4
ავტორი: RedTeen
24 ივლისი 2014 14:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
დღეს როგორც გაგვახარე ისე გაგვახარე სხვა თამაშებზეც.. <3
0
№5
ავტორი: RojoDiablo
24 ივლისი 2014 15:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სიურპრიზი იქნება თავად ამ გუნდის შესაძლებლობები შენთვის, მაგრამ ის უშენოდ ვერ იარსებებს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: NUGI
24 ივლისი 2014 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ვან გაალმა დაამტკიცა რომ ღირსეული მწვრთნელია
0
№7
ავტორი: Berba 9
24 ივლისი 2014 16:07
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ჯერ ადრეა ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ფაქტი ის არის რომ ამ კაცის ყველას ჯერა და მათ შორის მეც :)) წარმატებები ლუი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: L. van Gaal
24 ივლისი 2014 16:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 51
ჩემთვისაც სურპრიზი იყო
ვნანობ რომ არ ვუყურე :@
0
№9
ავტორი: don_vini
24 ივლისი 2014 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მე მომწონს ვან გაალის 3-5-2 სტილი.ჯერ ერთი ამით რუნი დადგება ძველ და თავის პოზიციაზე და არ მოუწევს არც ფლაგზე სირბილი და არც ნახევარმცველად.რუნი და პერსი 2 წინ.მატა თავის საყავრელ პრეიმეიკერის ადგილზე იდგა და ერერაც ამ პტატკტიკაში აკრგათ ჯდება ცოტა უკან დაწეულ ნახევარცველს თამაშობს..ფეხბურთელებმა დაიბრუნეს თავის პიზიციები.ახალაი მანჩესტერისთვის სრულიად ეს ტაკტიკა,მაგრამ რავი ფეხბურთელები ვინც გყავს ზედ გამოჭრილი ტატკიკაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№10
ავტორი: VaRdo
24 ივლისი 2014 16:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
love დაიც დაბრუნდეს იანუზაი და პერსი. + ერთი 2 კაი ტრანსფერი და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top