ინგლისელ ფორვარდი, რომელმაც გამოტოვა ორი მარცხი, "გალათასარაისთან" და "ნორვიჩთან", ამ სეზონში მხოლოდ სამი გატანილი ბურთით თუ დაიკვეხნის. დღესდღეისობით, რობინ ვან პერსი გახლავთ გუნდის ბომბარდირი – 11 გატანილი ბურთით, მას მოსდევს მექსიკელი ფორვარდი, ხავიერ ერნანდესი, რომელიც ჯერ–ჯერობით 8 გატანილ გოლს ითვლის ამ სეზონში. "რა თქმა უნდა, მე მინდა რომ გოლები გავიტანო, მაგრამ თუ თავდასხმაში თამაშობ არ უნდა მოელოდე რომ გოლის გატანის ბევრი შანსი გექმება. როგორც აქამდე მაქვს ნათქვამი, მე ამასთან არავითარი პრობლემა არ გამაჩნია. ჩვენ საბოლოოდ "დავლაგდით" და გვყავს რამოდენიმე ფორვარდი, ვისაც თავისუფლად შეუძლია ბურთის მეტოქის კარში შეგდება. ალბათ ეს აძლევს საბაბს სერ ალექს ფერგიუსონს დამაყენოს თავდამსმელის უკან და როგორც ხედავთ, ეს წყობა კარგად აისახება გუნდზე." –განაცხადა უეინ რუნიმ. ის მოუთმენლად ელის "ქპრ"–ს წინააღმდეგ, სასტარტო შემადგელობაში დაყენებას და "იუნაიტედის" გამარჯვების გზაზე მობრუნებას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "იუნატედი" დაუპისიპირდება გუნდს, რომელსაც სავარაუდოდ ახალი მთავარი მწვრთნელი – ჰარი რედნაპი გაწვრთნის. ჩვენი ოპონენტები კი ყველაფერს გააკეთებენ რომ მასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ. შეგახსენებთ რომ, მატჩი "იუნაიტედსა" და "ქპრს" შორის, 24 ნოემბერს, თბილისის დროით 19 საათზე გაიმართება.