თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2014, 12:13
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1749,
კომენტარები: 10
ზაჰას ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს
უილფრიდი ახალ გამოწვევას ელის.
ზაჰას ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს
ზაჰა შეძენილ იქნა 15 მილიონად "კრისტალ პალასიდან" სერ ალექს ფერგიუსონის მიერ. ეს ლეგენდარული შოტლანიელის ბოლო შენაძენი გახლვავთ, თუმცა მან ზაჰა დევიდ მოიესის გეგმებში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და სეზონის მეორე ნახევარდი "კარდიფში" გაატარა არენდის სახით.

21 წლის ვინგერმა საკმაო გამოცდილება დააგროვა, ვინაიდან მან 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა "მერცხელების" რიგებში და ახლა მზადაა შინ დაბრუნებულმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.

"შესანიშნავია უკან დაბრუნება." აცხადებს ზაჰა. "აქ ფანტასტიური ატმოსფეროა. ყველა თავდაუზოგავად ვარჯიშობს და ელოდება ახალ სეზონს."

""კარდიფში" გადაბარგება კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში ცოტა მატჩი მაქვს ჩატარებული, ვგრძნობ რომ შინ უკეთეს ფეხბურთელად დავბრუნდი."

"გავაანალიზე ისიც, რომ ჩემი თამაშის ხარისხში კორექტირება არის შესატანი და ახლა იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ეს ადგილი ჩემი პროგრესისთვის საუკეთესოდ მიმაჩნია. მე ნამდვილად მსურს რომ საკუთარი თავი უკეთეს ფეხბურთელად ჩამოვაყალიბო."

სწორედ ზაჰა იყო ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც გასულ წელს აზიურ ტურნეზე ბრწყინავდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ შეძლო გუნდში ადგილის დამკვიდრება. ზაჰას მონაგარი 2 ჯერ სასტარტო შემადგენლობა და ორი შეცვლაზე შემოსვლა გახლავთ. იანვარში კი, როგორც უკვე ვახსენეთ, "კარდიფში" გადავიდა არენდის მეშვეობით.

უილფრედი იმ ფეხბურთელთა დიდ წრეს მიეკუთვნება, რომელსაც სურს შთაბეჭდილება მოახდინოს ლუი ვან გაალზე. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ დასჭირდება რამდნიმე კვირა, რომ დაადგინოს ვინ იმსახურებს კლუბში დარჩენას.

ზაჰას სურს რომ შთაბეჭდილება მოახდინოს ვან გაალზე და დარწმუნებული იყოს, რომ იგი ჰოლანდიელის ერთ-ერთი ბერკეტი გახდება სამომავლოდ. "ჩემვის ახლა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება." - აგრძელებს ზაჰა. "მე მთელი ძალით ვეცდები შთაბეჭდილება მოვახდინო ახალ მწვთვნელზე და გავხდე მისი გუნდის ნაწილი."

"ისღა დამრჩენია, რომ ყველაფერი გავაკეთო. გუნდს ახალი მენეჯერი ჰყავს, და მინდა დავრწმუნდე, რომ ის დაინახავს იმას, თუ რისი გაკეთება შემიძლია მე. "იუნაიტედი" დიდი კლუბია და შესაბამისად კონკურენციაც საჭიროა."

"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ შეგვამოწმებენ მოსამზადებელ ტურნეზე და ეს კარგიც არის. მისი მეშვეობით ახალი სეზონისთვის შესაბამისად მოვემზადებით. მე მოუთმენლად ველოდები სამუშაოს დაკისრებას და ერთი სული მაქვს დავუპირისპირდე მომავალ მოწინააღმდეგეებს." დაასრულა ზაჰამ.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
23 ივლისი 2014 12:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არამგონია აქედან ვინმეს ჩემზე მეტად უყვარდეს ეს ფეხბურთელი და გული შესტკიოდეს მასზე. კარდიფში როცა თამაშობდა იმ თამაშებსაც არ ვტოვებდი და მოუთმენლად ველოდებოდი როგორც იუნაიტედის, ისევე კარდიფის თამაშების დაწყებას. დიდი იმედი მაქვს, რომ თავის სათქმელს იტყვის და გუნდში ვალენსიას და იანგს ადგილს აღარ დაუტოვებს. სწორედ მაგიტო არ მინდა არდ დიმარია და არც კუადრადო რომ ეს და იანუზაი არ დაიჩაგრონ. მჯერა რომ ვან გაალი დატოვებს და ძირითადის ფეხბურთელიც მალე გახდება! C'moon Zahaaa !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: RedTeen
23 ივლისი 2014 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
არა მგონია გაალმა გაუშვას.. ძალიან დიდი ფეხბურთელი გახდება და მინდა ეს მანჩესტერში მოხდეს.. წარმატებები ზაჰას.. love
0
№3
ავტორი: Manchester_M
23 ივლისი 2014 12:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედია ვან გაალი დაინახავს ამის ნიჭს და არ გაუშვებს ასე უშანსოდ გუნდიდა მე მაგრად მჯერა ამ ბიჭის და არ უნდა გააფუჭონ :X

პრევიუ დადეთ და მატჩის წინა პრესკონფერენციაზე რაც იბაზრა ვან გაალმა
0
№4
ავტორი: don_vini
23 ივლისი 2014 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
დასამკტიხებელი აქვს ამას ყველაფერი.შანსი უნდა მიეცეს ოღონდ აუცილებლად ად იმედია შეძლებს როგორც ვან გაალის ისე ბალეშიკების მოხიბლვლას და დარჩება მთავარ გუნდში.ეს ყველაფაერი მაზეა დამოკიდებული როგორ წარმოაჩენს თავს ტურნეებზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№5
ავტორი: kOsTiA
23 ივლისი 2014 14:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
მიდი ზაჰა. მაგარი კაცია, ძან მეიმედება ეს ბიჭი. challenge love
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 ივლისი 2014 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
უნიჭიეერესი ფეხბურთელი როა მაგაზე ორი აზრი არაა, უბრალოდ ძაან არ გაუმართლა რო იმ უნიჭოს ხელში მოხვდა, თორე ბაბუ რო ყოფილიყო დღეს სულ სხვა ფეხბურთელი იქნებოდა. მაგრამ მე მჯერა რო ეს კაცი დაგვანახებს თუ რა შეუძლია და ეჭვიც არ მეპარება, რო აუცილებლად დატოვებს გუნდში ვან გაალი.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 ივლისი 2014 17:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვინც ეს კაცი გუნდიდან გაუშვას ის იყოს იანგის ცოლის საყვარელი!

ძაან მევასება და აქვს პოტენციალი, სულ რო არაფერი იანგის მილიონჯერ მირჩევნია. თვითონაც როგორი მონდომებულია დ ამაგრად უნდა დარჩენა, იმედია კიდე სადმე არ გააგდებენ
0
№8
ავტორი: Amanda Seyfried
23 ივლისი 2014 18:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ნდობა უნდა გამოვუჩხადოთ winked
0
№9
ავტორი: manutd---10
23 ივლისი 2014 19:08
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
მიდი ზაჰა მიაწექი ძმა, შენ შეძლებ რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ვინგერი იყო. ლუი მიეცი ამ ბიჭს შანსი
0
№10
ავტორი: love united
23 ივლისი 2014 21:52
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
chudikone,
ჩემზე მეტად ნაღდად არ გაგიხარდებოდა ამის ტრანსფერი,მაგრამ... ტიპი ჯერ ხო მოიესმა გაწიხლა, მერე ოლეს უსუსტეს კარდიფში ვერ დაიმკვიდრა თავი. რავიცი,გადამეწურა იმედები. ტალანტი უდიდესი აქვს, მონდომება- ქართველი ფეხბურთელის დონე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top