თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2014, 18:54
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1791,
კომენტარები: 16
ოფიციალურად: ევრამ "იუნაიტედი" დატოვა
ევრამ იტალიაში გადასვლა გადაწყვიტა
ოფიციალურად: ევრამ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბში რვა წლიანი თამაშის შემდეგ, პატრის ევრა "იუვენტუსს" შეუერთდება.
ოფიციალურ ინტერვიუში მან "იუნაიტედის" ფანებს მიმართა: "დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მივხვდი, რომ სწორედ ახლაა დრო ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში ყველაზე დიდი გადაწყვეტილებაა. "იუნაიტედში" გადმოსვლა ჩემთვის პრივილეგია იყო, ოცნება, რომელიც ახდა. ჩემი აქ გატარებული დრო ძალზედ დასამახსოვრებელია, ის საუკეთესო მოგონებებითაა სავსე. ხშირად გვქონდა რთული მომენტები და ასეთ დროს მუდამ ერთად ვიყავით. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთელი არ უერთდება უბრალოდ"მანჩესტერ იუნაიტედშს", ის დიდ ოჯახს უერთდება. ეს კლუბი ყოველთვის დარჩება ჩემს გულში."
ევრამ "წითლების" მაისურით 379 მატჩი ჩაატარა და 9 წარმატებული სეზონიდან 10 გოლის გატანა მოახერხა. ფრანგი "იუნაიტედს" 2006 წლის იანვარში "მონაკოდან" შეუერთდა, 24 წლის ასაკში კი, 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კაპიტნის სამკლაური მოირგო. მისი დებიუტი გუნდში არც ისე წარმატებული გამოდგა და ბრიტანულ კლიმატთან შეგუება ადვილი არ აღმოჩნდა. დებიუტი მას "სიტისთან" ჰქონდა, როცა "წითლები" ანგარიშით 3-1 დამარცხდნენ. ის შესვენებაზე შეცვალეს, თუმცა 6 თვიანი ბრძოლის შემდეგ მან გაბრიელ ჰაინცე ჩაანაცვლა და ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა. 2006/07 სეზონის პრემიერ ლიგის ტრიუმფის შემდეგ, ის კლუბში სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოველთვის ხვდებოდა.
ევრამ პრემიერ ლიგა მოიგო ხუთჯერ, სამი ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ის პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდში სამჯერ მოხვდა. 2009 წელს კი უეფას წლისი სიმბოლურ ნაკრებსა და ფიფას "მსოფლიო 11-ეულშიც" მოხვდა. სწორედ პატრისი კაპიტნობდა გუნდს ნემანია ვიდიჩის არყოფნის დროს.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
21 ივლისი 2014 18:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წარმატებები პატრის love

როგორ არ მინდოდა წელს ამის გაშვება, გვჭირდებოდა. მაგრამ ბლინდს თუ მოიყვანენ კარგი იქნება
0
№2
ავტორი: chaobi
21 ივლისი 2014 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
evra :( <3
0
№3
ავტორი: love united
21 ივლისი 2014 19:02
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მდაა,ტეხავს რიო-ვიდა-ევრას ასე ერთიანად გაშვება. ბლინდი ან როდრიგესი დაიდოს.
0
№4
ავტორი: Jubo
21 ივლისი 2014 19:05
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
იშვიათობა იყო პრემიერ ლიგაში ასეთი კარგი მარცხენა მცველი. მშვიდობით cry2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Malboro463
21 ივლისი 2014 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
წარმატებები
0
№6
ავტორი: BERDI
21 ივლისი 2014 19:09
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
წარმატებები ევრა ჩვენი დაცვის ბურჯი წავიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: Amanda Seyfried
21 ივლისი 2014 19:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
გამიტყდა მაგრად :(
0
№8
ავტორი: UTD-Rule
21 ივლისი 2014 19:32
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მადლობა ყველაფრისთვის პატრის,მადლობა იმ მცირე ხნიანი ბედნიერებისთვის რაც ბაიერნთან მატჩში მომანიჭე feel

წარმატებები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: don_vini
21 ივლისი 2014 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
წამატებები ევრას.გამიტყდა მაგრათ:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№10
ავტორი: RedTeen
21 ივლისი 2014 20:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ნახვამდის ევრა.. წარმატებები./.. :(((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top