თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2014, 13:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1373,
კომენტარები: 9
მატა ტურნეს ელოდება
ხუან მატა წინასასეზონო ტურნეს მოუთმენლად ელოდება.
მატა ტურნეს ელოდება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ხუან მატა გამოტყდა, რომ მოუთმენლად ელოდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისთვის პირველ წინასასეზონო შეკრებას.

2009 წელს ესპანეთის ნაკრებში დამკვირდების შემდეგ მატას ზაფხული ყოველთვის დატვირთული იყო, რის გამოც როგორც "ჩელსის", ისე "ვალენსიას" წინასასეზონო ტურნეს აკლდებოდა.

მაგრამ ესპანეთის ნაკრების წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ მას საშუალება მიეცა "მანჩესტერ იუნაიტედს" ამერიკაში ტურნეზე გაჰყოლოდა.

"ეს ჩემთვის განსხვავებული ტურნე იქნება, რადგან ბოლო 6 თუ 7 წლის განმავლობაში ნაკრებთან ერთად ტურნირებზე ვიმყოფებოდი და სრულფასოვან ტურნეზე ვერასდროს ვიღებდი მონაწილეობას."

"ამჯერად, კი სრულ ტურნეში მივიღებ მონაწილეობას და საშუალება მომეცემა ხანგრძლივი სეზონისთვის კარგად მოვემზადო. ეს ჩემი პირველი ტურნეა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად სიამოვნებას ვიღებ მისით: მოგზაურობა კარგი იყო, სასტუმრო მშვენიერი და სავარჯიშო მოედანი დიდებული."


მატა ასევე პირველ სრულ სეზონს ჩაატარებს "იუნაიტედთან" ერთად და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობის დაწყებას.

"ეს კლუბისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია, რაც ახალი მთავარი მწვრთნელისა და ახალწვეული ფეხბურთელებით არის გამოწვეული. მწვრთნელის მეთოდით ნამდვილად მოხარული ვარ და იმედი ამქვს, რომ სეზონის ბოლოს მოვიგებთ რაღაცას, რაც ჩვენც და მათაც გაგვახარებს."

"მაგრამ ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯ-ნაბიჯ მომზადებაა და ამასთან ერთად სიფრთხილე, რადგან შეიძლება ტრავმებმა შეგვაწუხოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი სეზონისთვის ფსიქოლოგიურად და მენტალურად მოვემზადოთ."

"ჩვენ მწვრთნელისგან სწავლებას და გაუმჯობესებას ვაპირებთ, რაც სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას მოგვცემს. ძირითადი მიზანი ერთ გუნდთან თამაში და ტიტულებისთვის ბრძოლაა."


manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ივლისი 2014 11:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეორე ესპანელს ავუხდინეთ უკვე პატარა ოცნება...ერერაც ჩვენ წავიყვანეთ ამერიკაში და ესეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
21 ივლისი 2014 13:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამის დიდი იმედი მაქვს წელს

კარგი ტურნე იქნება და ყველა მოუთმენლად ელის დაწყებას. ვან გაალის მოსვლაც მაგრად უსწორდებათ და ყველა იმას გაიძახის ვცდილობთ მეტი ვისწავლოთ მისგანო, ეტყობა თავისი ბოროტი მზერა მიაპყრო და wink
0
№3
ავტორი: Manchester_M
21 ივლისი 2014 13:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მატას იმედი მაქ წელს პატარა ესპანურ სასწაულებს ჩაიდენს ისე ფაბრეგასი უნდა დაგვეთრია და ცენტრში 3 ესპანელი გვეყოლებოდა და კარგად შუწყობდნენ ერთმანეთს შევცდით რა მაქაც :X
0
№4
ავტორი: Best 7
21 ივლისი 2014 13:49
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ამის იმედი მაქვს რომ დაგლეჯს ყველას
0
№5
ავტორი: love united
21 ივლისი 2014 14:04
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყველაზე მაგარი კაცია გუნდში.
0
№6
ავტორი: Malboro463
21 ივლისი 2014 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ბერბა love თავის სტილში My Webpage
0
№7
ავტორი: L. van Gaal
21 ივლისი 2014 16:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 51
იმედი მაქ ეს წელს დაგლიჯავს და ითამაშებს როგორ არასდროს
0
№8
ავტორი: LizarD
21 ივლისი 2014 22:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Manchester_M,
ფაბრეგასი ვიდალზე უარესია, ან ითამაშებდა ან არა, ცუდ ფორმაშია
0
№9
ავტორი: red devil
22 ივლისი 2014 08:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აუ როგორ მიდა ვნახო ეს რო მოურინიოს გაამწარებს ჩელსიმ მაგრად მიქარა ეს და ლუიზი რო გაშვა. ნაღდად ვიცი რო ოთხეულისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს ჩელსის და მაგრად გაუჭირდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top