თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2014, 20:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1415,
კომენტარები: 7
რაფაელი: კითხვა-პასუხი
რაფაელი გულშემატკივრებს პასუხობს.
რაფაელი: კითხვა-პასუხი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა მცველმა, რაფაელმა გულშემატკივრებს ოფიციალური საიტის საშუალებით უპასუხა.

რა გრძნობით მიდიხართ აშშ-ს წინასასეზონო ტურნეზე?

მოუთმენლად ველოდები. წინასასეზონო მზადება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელისთვის. გარდა ამისა, საშუალება გაქვთ იმოგზაუროთ სხვადასხვა ქვეყნებში და გაეცნოთ მათ. იმედი მაქვს, აშშ-ში გამგზავრება წარმატებული გამოდგება.

რა შეიძლება მიიღოთ ისეთ გუნდებთან თამაშებით, როგორიცაა "ინტერი", "რომა" და "რეალი"?

ეს ვიდასთან შეხვედრის საშუალებაა (იცინის). მასთან ერთად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვთამაშობდი. ის შესანიშნავი ადამიანი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ასეთ კლუბებთან თამაში - დიდებული გამოცდილებაა.

"რომას" წინააღმდეგ შეხვედრა დენვერში ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე ჩატარდება. მანამდე თუ შეხვედრიხართ ასეთ კლიმატურ პირობებს?


დიახ, შევხვედრივარ. ეს დიდი გამოცდილებაა. როცა ხალხი ტელევიზორით უყურებს ფეხბურთს, შესაძლოა ფიქრობენ: "კარგი რა, ამაში არაფერია რთული." მაგრამ, დამიჯერეთ, ძალიან რთულია. ასეთ პირობებში რეგულარულად თუ არ თამაშობთ, სუნთქვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გექმნებათ. მეორეს მხრივ, კი შეგიძლიათ ანტონიო ვალენსიას შეხედოთ, რომელიც სავსეა ასეთი პირობებით და ნახოთ, თუ რაოდენ ამტანია იგი. ასე, რომ ეს გამოცდილება წაგვადგება.

როგორ დახვედრას ელოდებით აშშ-ში?

თბილს. ამერიკაში ფეხბურთი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვიმედოვნებ, რომ თავისი სითბოთი შეგვხვდებიან.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ივლისი 2014 10:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს ვიდასთან შეხვედრის საშუალებაა


მოენატრა ვიდა ბიჭს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
21 ივლისი 2014 11:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
24 ში პირველი თამაში გვაქვს იმედია წარმატებას მიაღწევენ ვინ იქნება კაპიტანი ამ თამაშებში ?
0
№3
ავტორი: GeorgeBest
21 ივლისი 2014 12:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვიდას ინტერის ფორმით რო ვნახავთ და თან ჩვენ წინაარმდეგ areyoukiddingme
0
№4
ავტორი: Best 7
21 ივლისი 2014 22:58
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვიდააა აზე წახვედი ძმაო 3d_6
0
№5
ავტორი: red devil
22 ივლისი 2014 08:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ინტერს გადაუარეთ ბიჭებო არ დაინდოთ
0
№6
ავტორი: RedTeen
22 ივლისი 2014 10:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჩვენც ვნახავთ ვიდას ოღონდ ინტერის ფორმით.. :(((9
0
№7
ავტორი: salome-rooney
23 ივლისი 2014 01:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
ჩემი რაფა გამოჩნდა. რა კაია რამდენიხანია არ უთამაშია ტრამვების გამო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top