თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2014, 10:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1452,
კომენტარები: 4
"არა ნახევარმცველი, არამედ ცენტრალური მცველი"
ბრაიან რობსონს მცველი სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, ბრაიან რობსონი არ ეთანხმება გულშემატკივართა უმრავლესობას, რომლებიც აცხადებენ, რომ კლუბს სასწრაფოდ სჭირდება ცენტრალური ნახევარმცველი. მისი აზრით გაძლიერებას დაცვის ცენტრალური ხაზი საჭიროებს.

"როცა ჩვენი გუნდის შუა ზონის ფეხბურთელებს ვუყურებ, მეჩვენება, რომ ბალანსი კარგადაა დაცული. ანტონიო ვალენსია კარგი მარჯვენა ნახევარმცველია. ბევრი რამ შეუძლია ეშლი იანგსაც, ნანის კატასტროფა შეემთხვა, რაც ტრავმების ბრალია, ადნან იანუზაი სულ უფრო უმჯობესდება. ასე, რომ კარგი მდგომარეობაა."

"არ ვამბობ, რომ უნდა ავდგეთ და კიდევ ერთი ნახევარმცველი ვიყიდოთ. გვყავს კი დაცვის ხაზში საკმარისად კარგი ფეხბურთელები? როცა ჩვენ თავს ვუყურებ და ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის დაკარგვას ვხედავ, ვფიქრდები - შევძლებთ კი კარგი მცველის ყიდვას? ვფიქრობ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერება."

"ისტორიას რომ გადავხედოთ, ჩვენ ყოველთვის გვყავდა მცველები, ვინც კარგი იყო მეორე სართულზეც და ორგანიზებულობაშიც. ჩვენ გვყავდა იაპ სტამი, რიო, ნემანია ვიდიჩი, გარი პალისტერი და სტივ ბრიუსი. ვგრძნობ, რომ გუნდის გასაძლიერებლად ცენტრალური მცველები გვჭირდება. სიამოვნებით ვნახავდი რამდენიმე ახალ ფეხბურთელს."


manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ივლისი 2014 10:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სისულელეა - ნახევარდაცვა თუ საშინლე მდგომარეობაში, ჩათვალეთ რომ გუნდი ჩასვრილია. რა იანგი, რა ნანი, რა ვალენსია...ეს ტრიო რომ უბედურებაა ბევრი ლაპარაკი უნდა? აუცილებელია ნახევარმცველის დამატება, მითუმეტეს რომ კერიკი დაიმტვრა...ჯანმრთელიც რომ იყოს დიდი არაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ივლისი 2014 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"ბევრი რამ შეუძლია ეშლი იანგსაც"- ბრაიან ეხლა ხუმრობის დროაა?? wink

რაც შეეხება ნახევარმცველს, რავიცი ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დავიმატოთ კიდე ერთი მაღალი დონის ნახევარმცველი, თუმცა რა თქმა უნდა დაცვაც გასაძლიერებელია.
0
№3
ავტორი: Manchester_M
21 ივლისი 2014 11:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მცველი უფრო გვესაჭიროება ვიდრე ნახევარ მცველი :)
0
№4
ავტორი: GeorgeBest
21 ივლისი 2014 12:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მცველიც გვჭირდება და ნახევარმცველიც. ვიდალია უეჭველი მოსაყვანი და ჰუმელსი თუ არ გამოვა დე ვრეი მაინც მოიყვანონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top