თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2014, 11:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 8
"ფიქსირებული ბიუჯეტი არ არსებობს"
"იუნაიტედი" კიდევ დაიხარჯება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" გარდა უკვე გადახდილი 60 მლნ. ფუნტისა, კიდევ დიდ თანხას დახარჯავენ.

ვუდვორდის თქმით, ახალი მთავარი მწვრთნელი ნელ-ნელა შედის საქმის კურსში, მაგრამ ახალწვეულთა მოყვანაზე მუშაობა გრძელდება.

"ლუისთან ერთად რამდენიმე სამიზნეზე ვმუშაობთ და ვაგრძელებთ ამ სამიზნეებისკენ სვლას".

"ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშეთა მიზიდვის უნარი - ამაში დაეჭვების არავითარი საფუძველი არ არსებობს. იმედი მაქვს გულშემატკივრები ნახავენ იმ წინსვლას, რომელსაც მწვრთნელთან, მის შტაბსა და მოთამაშეებთან ერთად ვახორციელებთ, ნახავენ სიმაღლეზე დაბრუნების წადილს."

"მზად ვართ ინვესტირებისთვის. არ არსებობს არავითარი ფიქსირებული ბიუჯეტი. ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ მყარად ვართ და რესურსებიც გაგვაჩნია. ლუი სიტუაციას აკვირდება და კულისებს მიღმა დიდი სამუშაო ტარდება, ამიტომ თვალი გვადევნეთ."
- განუცხადა ვუდვორდმა საკლუბო ტელევიზიას.


fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ივლისი 2014 09:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ანუ იმდენს დავხარჯავთ, რამდენიც საჭირო იქნება! მთავარია სწორად დაიხარჯოს და სწორი ტრანსფერები გაკეთდეს. სხვა შემთხვევაში თუნდაც 100 მლნ. იხადო ფეხბურთEლში რა აზრი აქვს...ზოგჯერ მინიმალური თანხით მაქსიმუმს იღებ, ზოგჯერ კი პირიქით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
21 ივლისი 2014 10:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
საქმით დაგვანახეთ თქვენი ბიუჯეტი თორე დაკეცილი ფული რო ჯიბეში გიდევთ კი ვიცით :)))
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ივლისი 2014 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერ მაინც დრო ჭირდება ვან გაალს რო ზუსტად იცოდეს სად როგორ უნდა გავძლიერდეთ. ნუ ეხლა ფულის პრობელმა რო არ იყო ეგ ყველამ იცის, მთავარია კარგი ტრანსფერები შედგეს რაა. მე პირადად მინიმუმ 3 ტრანსფერს ველოდები winked
0
№4
ავტორი: chudikone
21 ივლისი 2014 11:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ტრანსფერებზე მუშაეობენ ანუ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: GeorgeBest
21 ივლისი 2014 12:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოდა ძალიან კარგი. ვიდალი და ჰუმელსი, ჰუმელსი თუ არ გამოვა რომელიმე მცველი მაინც უეჭველი. დი მარია დავკარგეტ მგონი და საღოლ ამათ
0
№6
ავტორი: Malboro463
21 ივლისი 2014 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
დიამრიაზე რა ისმის?
0
№7
ავტორი: LizarD
21 ივლისი 2014 22:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დი მარია და ჰუმელსი მოიყვანონ და მეტი არც იქნება საჭირო, ამ ეტაპისთვის
0
№8
ავტორი: red devil
22 ივლისი 2014 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჰუმელსი დაითრიეთ ბიჭოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top