თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2014, 11:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1752,
კომენტარები: 4
რას ელოდება ვუდვორდი?!
ედ ვუდვორდს ვან გაალისგან დიდი მოლოდინი აქვს.
რას ელოდება ვუდვორდი?!
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი თვლის, რომ ლუი ვან გაალის "იუნაიტედი" მომდევნო წელს შემტევ, ლაღ ფეხბურთს ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო ატწლეულის წარმატებები ძირითადად შემტევ ფეხბურთს მოჰქონდა, მაგრამ გასულ წელს დევიდ მოისმა ფილოსფიის გამოცვლა და უფრო ფრთხილ და პრაგმატულ სტილზე გადასვლა გადაწყვიტა.

ედ ვუდვორდი დარწმუნებულია, რომ 62 წლის ვან გაალთან ერთად "იუნაიტედი" ჩვეულ დონეს დაუბრუნდება.

"მას დაუჯერებელი ენერგია აქვს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის გატაცებულია შემტევი ფეხბურთით."

"გაიხსენეთ 90-ანი წლების "ბარსელონა" რომელიც შემტევ და ლაღ ფეხბურთს აჩვენებდა, გაიხსენეთ ჩვენი მატჩები მათ წინააღმდეგ 1998/99 წლებში. სწორედ ასეთი სტილის ფეხბურთი უყვართ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს."

"ეს ჩვენი დნმ-ს ნაწილია. მეორე, რაც მას მოსწონს - ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემაა. მან ახალგაზრდებისთვის პირველ გუნდში შესვლის საშუალების მიცემითა და მათგან ვარსკვლავების შექმნით დიდი წარმატებები მოიპოვა."

"მე პირადად ის ძალიან თბილ პიროვნებად მიმაჩნია. ძალიან კომუნიკაბელური და პირდაპირია. მომწონს ადამიანების ეს თვისება. პირადად მეც პირდაპირი ადამიანი ვარ. ის დაგეგმარების ოსტატია და ეს არის ის, რაც როგორც კლუბს კარგად გამოგვდის. ყველაფერს დეტალებში ვგეგმავთ და ეს ზედგამოჭრილი შერწყმა იქნება."

"ნათელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფილოსოფიაც სწორედ ამაში მდგომარეობს და გვინდა, რომ იმავე ტემპში გააგრძელოს. ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელსაც რთული გადაწყვეტილებების მიღება არ აშინებს. მოკლედ რომ გითხრათ, ერთ-ერთი მიზეზი, რაც დიდებულ მწვრთნელად გაქცევთ, რთული გადაწყვეტილებების მიღებაა და ჩვენ მწვრთნელს არ ეშინია ამის."

მისი მისამართით ბევრი კარგი რამ მესმის ხალხისგან და მასზე და სამწვრთნელო შტაბზე დიდი იმედებს ამყარებენ. თითოეული შეხება, რომელიც მას ხალხთან აქვს დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც დიდებულია.
- განუცხადა ვუდვორდმა MUTV -ს.

manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ივლისი 2014 08:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ზედმეტად დიდი მოლოდინი გვაქვს მისი მისამართით და კიდევ უფრო დიდი შიში, რომ არ გაგვიმართლებს. იმედია იმედი, რომ ყველაფერი რიგზე იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
21 ივლისი 2014 09:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გადმოიყვანონ რა 1-2 ვაარკვლავი რა გახდა ფეხბურთელის ყიდვა ვაა :@
0
№3
ავტორი: chudikone
21 ივლისი 2014 11:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სიმკაცრეა მისი მთავარი კოზირი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
21 ივლისი 2014 12:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვარჯიშებს დიდ ყურადღება სუტმობს, ძალიან დიდს. ყველა წვრილმანს ითვალისწინებს და ცდილობს ყველაფერი იდეალურად იყოს. ვიცი რო ვეღარ ივლიან მოედანზე და არ ჩამოყრიან ყურებს 1 გოლის მერე. სწრაფი შემტევი ფეხბურთი მომენატრა, დიდი ხანია დავივიწყეთ ეგ. ეხლა გააჩნია ვის დავიმატებთ, კარგი ტრანსფერების შემთხვევაში გვექნება ამის რესურსი რომ ეგეთი ფეხბურთი ვითამაშოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top