თბილისი:
მანჩესტერი:
20-07-2014, 17:56
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1706,
კომენტარები: 7
ბელგიელის ტრანსფერი წარმატებასთან ახლოსაა
ვერმაელენი სულ მალე შესაძლოა "იუნაიტედში" ვიხილოთ
ბელგიელის ტრანსფერი წარმატებასთან ახლოსაა
მას შემდეგ რაც არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ის არაა გარანტირებული კანდიდატი კლუბში დარჩენისა "იუნაიტედის" საქმემ ვერმაელენის ტრანსფერზე წინ წაიწია.
როდესაც არსენ ვენგერს კითხეს მომავალ ცენტრალურ მცველზე, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე არ ვიცი გარანტირებულად, მაგრამ ის შეიძლება წავიდეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მე მოვიყვან ახალ ცენტრალურ მცველს."

ბელგიელ ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილეთ მხოლოდ 1 წელიღა აკავშირებს "არსენალთან" და მათ ჯერ კიდევ არ ჰქონიათ ამ თემაზე საუბარი. სწორედ ამიტომ, "იუნაიტედი" აპირებს მოამზადოს 10 მილიონი ფუნტ სტერლინგი, რომელიც ტომაშ ვერმაელენის სატრანსფერო თანხას შეესაბამება.

ვერმაელენი შესაძლოა იყოს ის მეორე ფეხბურთელი, რომელმაც დატოვა "არსენალი" მანჩესტერული კლუბის სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ პირველი ასეთი მოთამაშე რობინ ვან პერსია.

წყარო: Mirror.co.uk
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
20 ივლისი 2014 18:12
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რავი, როგორც არსენალში აქაც სათადარიგოზე მოუწევს ჯდომა და რამდენად გაამართლებს არ ვიცი.
0
№2
ავტორი: Malboro463
20 ივლისი 2014 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
უკეთესი ვერ ნახეს? მანგალა არ ჯობია ახალგაზრდა და პერსპექტიულია
0
№3
ავტორი: GeorgeBest
20 ივლისი 2014 19:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ არ მინდა ამის მოყვანა derpwhy
0
№4
ავტორი: Manchester_M
20 ივლისი 2014 21:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ მინდა ამის მოსვლა რადგან უფრო კარგ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი მინდა მოიყვანონ ეს ასაკშია თან ამდენი გაუცდა არ მინდა რა ამის მოსვლა
0
№5
ავტორი: Best 7
20 ივლისი 2014 21:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
არ მინდა ეს რო მოვიდეს ეს ზამენისტი ეს
0
№6
ავტორი: Macklemore
21 ივლისი 2014 00:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩემთვის ბოლო ვარიანტი ესაა, მარა იმედია იცის ვან გაალმა რას აკეთებს.
0
№7
ავტორი: Nistelrooy
21 ივლისი 2014 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
იმედია გადმოვა <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top