თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2013, 15:02
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 4994,
კომენტარები: 30
ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !
2012 წლის 23 ნოემბერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში დღესასწაულად იქცა. გუშინ სერ ალექს ფერგიუსონს "ოცნებების თეატრის" წინ ძეგლი დაუდგეს. რით დაიმსახურა შოტლანდიელმა გენიოსმა ძეგლი, ფანების სიყვარული და ნდობა, მსოფლიოს დაფასება, სერ-ის წოდება და თავად გენიოსის სახელი?! მიჰყევით სტატიას და ყველაფერს გაიგებთ.
ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !
ფერგიუსონი "ოლდ ტრაფორდზე" პირველად 1986 წლის 6 ნოემბერს გამოჩნდა და ამ დღის შემდეგ არასოდეს დაუტოვებია ის. 26 წელი გავიდა და შოტლანდიელი სპეციალისტი კვლავ რჩება ამ უდიდესი კლუბის განუყოფელ ნაწილად. ძალიან რთულია ამ წლებში გაწეული ღვაწლი ერთ სტატიაში სრულად აღწერო და ნათლად ახსნა მისი დამსახურება "მანჩესტერ იუნაიტედის" განვითარებაში, თუმცა შევეცდები მოკლედ, მაგრამ კონკრეტულად მოგიყვეთ ისტორია, რომელიც ფერგიუსონმა ამ წლების განმავლობაში დაწერა.

თავდაპირველად შოტლანდიელის დანიშვნა "იუნაიტედის" მწვრთნელის მთავარ პოსტზე ფანებში უკმაყოფილებას და დიდ ეჭვს იწვევდა, რადგან ამ ადამიანს მანამდე სერიოზული მიღწევები არ ჰქონია წინამორბედ კლუბებში. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მწვრთნელი, სახელად ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერს" განუმეორებელ დიდებას მოუტანდა და აუხდენელ ოცნებას აუხდენდა. მეტიც - კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ მისი დანიშვნა კარგს არაფერს მოუტანდა "წითლებს" და მას მალე მოუწევდა პოსტის დატოვება. არ ვიცი მათთვის სიტყვა "მალე" რას ნიშნავს, მაგრამ ფაქტია ფერგიუსონი 26 წელია თავდაუზოგავად ემსახურება "იუნაიტედს" და დღემდე აგრძელებს მის განვითარებას.

პირველი წლები

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

1986 წლის სეზონი ფერგიუსონისთვის წარუმატებლად დაიწყო. გუნდი კრიზისულ მდგომარეობაში იყო და მისი ამოცანაც სწორედ ამ კრიზისიდან ამოყვანა გახლდათ, თუმცა დასახული მიზნისთვის მიღწევა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. "იუნაიტედმა" სეზონი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა, რამაც ფანებში გულისწყრომა და უკმაყოფილება გამოიწვია. ფერგიუსონმა ეს წარუმატებლობა გუნდში უდისციპლონობას დააბრალა და თქვა, რომ მთელი ეს დრო წესრიგის აღდგენას დაუთმო, ბოლოს კი ფანებს პატიება თხოვა და მომავალ წარმატებებს დაპირდა.

გავიდა ორი წელი და ფერგიუსონმა პირობების ასრულება დაიწყო, თუმცა გულშემატკივრების გულის მოგება ვერაფრით მოახერხა. 1989 წლის ბოლოს "იუნაიტედმა" შეჯიბრება მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ბოლო წლებში საუკეთესო შედეგი იყო, თუმცა ფანები მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ შოტლანდიელის განთავისუფლებას, თავად ფერგიუსონს კი თავის მართლება უწევდა კლუბის ხელმძღვანელობასთან. იგი თხოვდა კლუბის მმართველებს, რომ კიდევ ცოტა დრო მიეცათ მისთვის რაზეც თანხმობა მიიღო.

ფერგიუსონმა გულშემატკივრების წყრომა მისი რეფორმებითაც დაიმსახურა. იგი გამუდმებით ცვლიდა საფეხბურთო სქემას და გამოცდილი ფეხბურთელების ნაცვლად, მუდმივად ახალგაზრდა პერსპექტიულ მოთამაშეებს ანდობდა ძირითად გუნდს. 1989 წლის პირობის თანახმად, შოტლანდიელს გუნდი მაღალ საფეხურებზე უნდა აეყვანა და დახმარებოდა გუნდს დაკარგული ავტორიტეტის დაბრუნებაში. მოხდა კი ასე ?! 1990 წლის სეზონის დასაწყისი ფერგიუსონის კარიერას დაღუპვას უწინასწარმეტყველებდა, რადგან წინსვლის ნაცვლად გუნდმა სრული უკანსვლა განიცადა. ფანების მოთმინების ფიალა "მანჩესტერ სიტისთან" სამარცხვინო მარცხის (5:1) შემდეგ საბოლოოდ აივსო და მათ კატეგორიულად მოთხოვეს კლუბის ხელმძღვანელობას მწვრთნელის შეცვლა. ამ მარცხმა "იუნაიტედი" ბოლო ადგილზე დახია, რაც გულშემატკივრებისთვის დამამცირებელი იყო.



კლუბის მფლობელები სერიოზულად დაფიქრდნენ შოტლანდიელის გაშვებაზე, თუმცა განთავისუფლებამდე უკანასკნელი შანსი მისცეს. ამასთან დაკავშირებით სერ ალექს ფერგიუსონი აბტობიოგრაფიულ წიგნში წერს : "მარტინ ედვარდსმა (კლუბის მფლობელმა) თავის კაბინეტში მიხმო. ვგრძნობდი, რომ ჩემთვის სასიხარულო არაფერი უნდა ეთქვა, ან რა ჰქონდა სათქმელი?! საკუთარი თავის მრცხვენოდა ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო და უახლოეს დღეებში ჩემი ნებით ვაპირებდი განთავისუფლების დოკუმენტზე ხელის მოწერას. კაბინეტში რომ შევედი, მარტინმა მითხრა, რომ სერიოზულ თემაზე ჰქონდა სალაპარაკო. ის ფანჯარასთან იდგა და ზურგს მაქცევდა. საუბარი მკაცრი ხმით დაიწყო და დიდხნას არ გაუგრძელებია. აი რა მითხრა მან : "ალექს, მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ფანები ვეღარ ითმენენ, უამრავი წერილი მომდის შენი გაშვების მოთხოვნით, დიახ მოთხოვნით და არა თხოვნით ! ბოლო შანსი შენ ხელთაა, მხოლოდ ერთი მატჩი - მოიგებ ? დარჩები. ვერ მოიგებ? - წახვალ. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული აღმოჩნდა."

შემდეგი მატჩი "ნოტინგემ ფორესტთან" ჰქონდა მანჩესტერს, რომელიც ინგლისის თასის მესამე რაუნდის ფარგლებში ტარდებოდა. ფერგიუსონის გუნდი უკანასკნელ წუთებამდე ვერ ახერხებდა მოგებას, თუმცა შეცვლაზე ახლად შემოსულმა მარკ რობინსმა მოახერხა გოლის გატანა და ამავდროულად "იუნაიტედის" მომავალი წარმატებისთვის საფუძველის ჩაყრა, თუმცა, რა საკვირველია მაშინ ამას თავად ვერ ხვდებოდა. ფერგიუსონი კლუბში დარჩა...

აქედან დაიწყო "იუნაიტედის" წინსვლა. ამ სეზონში ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ინგლისის თასის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა და პირველი ტიტული ჩაიწერა აქტივში. შემდეგ სეზონში "იუნაიტედმა" ევრო ასპარეზზე თასების თასი მოიგო, 1992 წელს კი მეორედ მოიგო ინგლისის თასი. ამ დროისთვის ალექს ფერგიუსონს სამი ტიტული ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ აქედან არც ერთი იყო ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

1992 წელს ინგლისის ჩემპიონატს სახელი გადაერქვა და "პრემიერ ლიგა" ეწოდა. სწორედ აქედან დაიწყო "იუნაიტედმა" დიად გზაზე სიარული...

ახალი ერა

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

92/93 წლებში "იუნაიტედმა" სეზონი არც თუ ისე წარმატებით დაიწყო, თუმცა ნოემბერში გაკეთებულმა შენაძენმა ყველა კრიტიკოსი დაადუმა. ფერგიუსონმა "ლიდსიდან" ფრანგი ფორვარდი, ერიკ კანტონა მოიყვანა, რომელიც გამარჯვებების ძირითადი ბირთვი გახდა. სწორედ ამ წელს მოიპოვა პირველად "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ჩემპიონობა და გახდა პირველი ჩემპიონი ჩემპიონატისთვის სახელის შეცვლის შემდეგ. მომავალ წელს გუნდი "კტრისტალ პალასიდან" გადმოსული როი კინით გაძლიერდა, რომელმაც ერიკ კანტონასთან ერთად კლუბს ტიტანის სახელი მოუტანა. "იუნაიტედს" ჟურნალისტები "Unstoppable"-ს უწოდებდნენ, რაც ქართულად შეუჩერებელს ნიშნავს. ფრანგისა და ირლანდიელის დუეტმა 93/94 წლებში "იუნაიტედს" "დუბლი", ანუ პრემიერ ლიგის ჩემპიონობა და ინგლისის თასის ჩემპიონობა მოუტანა. შემდეგმა სეზონმა უტიტულოდ ჩაიარა, თუმცა 1996 წელს "წითლებმა" კვლავ მოახერხეს "დუბლის" შესრულება და სულ ცოტა დააკლდათ ლიგის თასის მოგებამდე.

ერიკ კანტონა და როი კინი ფანებმა გმირად შერაცხეს და მათ ზედმეტსახელებიც მოუფიქრეს. კანტონას "King Eric", ხოლო კინს "Real Captain" უწოდეს.

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

შემდეგი სეზონი დიდი მოულოდნელობებით დაიწყო. ფერგიუსონმა გუნდში ახალგაზრდებს დაუთმო ადგილი და გამოცდილი მოთამაშეები, მარკ ჰიუზი, პოლ ინსი და ანდრეი კანჩელსკი გუნდიდან გაუშვა. ახალგაზრდების სია ასეთი იყო : დევიდ ბექჰემი, გარი და ფილ ნევილები, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი და ნიკი ბატი. ამ შემადგენლობამ სეზონსი პირველივე მარცხი იწნია, რასაც გუნდების ერთმანეთის მიყოლებით დამარცხება მოყვა. საბოლოოდ კი "იუნაიტედმა" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ნიუკასლი დაამარცხა და მესამედ დაეუფლა პრემიერ ლიგის ტიტულს. ამ შემადგენლობას პირობითად "Fergie Babes" უწოდეს, როგორც ეს ადრე მეტ ბასბის შემთხვევაში მოხდა.

ფერგიუსონის წარმატება შესამჩნევი გახდა ყველასთვის, თუმცა აუხდენელ ოცნებად რჩებოდა ევროპის ჩემპიონთა თასის მოგება. "იუნაიტედი" რამდენჯერმე იყო ახლოს ამ ტიტულის მოპოვებასთან, თუმცა იღბალი ყოველთვის ზურგს აქცევდა. შოტლანდიელი მიხვდა, რომ ამ ტიტულის მოსაპოვებლად გუნდში ახალი სისხლი იყო საჭირო და გუნდს იაფ სტამი და დუაით იორკი დაემატნენ. წარმატებას არ დაუყოვნებია და ახალი შემადგენლობით "წითელმა ეშმაკებმა" 1999 წელს "ტრებლის" მოგება მოახერხეს. ისინი მეოთხედ გახდნენ პრემიერ ლიგის ჩემპიონები, მეექვსედ ინგლისის თასი, ხოლო პირველად ევროპის ჩემპიონთა თასის.



ამას მოყვა სამი საჩემპიონო ტიტულის ზედიზედ მოგება. ფერგიუსონს მიზნად ჰქონდა დასახული კიდევ ერთხელ მოეგო აწ უკვე "ჩემპიონთა ლიგა" და შემდეგ დაესრულებინა მენეჯერის კარიერა, თუმცა შემდეგმა სამმა უტიტულო სეზონმა კარიერის დასრულება გადააფიქრებინა. ფერგიუსონი
საქმეს შეუდგა და გუნდში დამხმარედ მოიყვანა პორტუგალიელი სპეციალისტი კარლოს კეირუში, რომელმაც გუნდის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. გუნდიდან მიდიოდნენ წამყვანი ფეხბურთელები და მოდიოდნენ ახალბედები. "იუნაიტედი" დატოვა დევიდ ბექჰემმა, სებასტიან ვერონმა და ფაბიენ ბარტეზმა, თუმცა მანამდე "წითლებმა" უკანასკნელ 11 წელიწადში მერვედ მოახერხეს პრემიერ ლიგის ჩემპიონობა. ამის შემდეგ დაიწყო ფერგიუსონისთვის მორიგი ახალი ერა.

2003 წელს "იუნაიტედმა" პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ შეიძინა, რომელიც პლანეტის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად. 2004 წელს "წითლებმა" ევერტონიდან უეინ რუნი გადმოიბირეს, თუმცა ვერც მან შეძლო "ეშმაკუნების" შეტევის გაძლიერება. "იუნაიტედმა" 2006 წლის სეზონის დასასრულამდე მხოლოდ ერთი ტიტულის, ისიც ინგლისის თასის მოპოვება შეძლო. ამ ყველაფერს დაემატა როი კინისა და ოლე გუნარ სოლსკაიერის გუნდიდან წასვლა. სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარებოდა, ფერგიუსონს რაღაც უნდა მოეფიქრებინა...

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

2006/2007 წლის სეზონი ფერგიუსონისთვის დიდების დაბრუნების სეზონად იქცა. გუნდმა მეცხრედ მოახერხა პრემიერ ლიგის ჩემპიონობის მოპოვება და კვლავ გახდა ინგლისის თასის გამარჯვებული. ისევე როგორც 90-იან წლებში, "იუნაიტედს" კვლავ შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა იღბალმა "ტრებლის" მოპოვება არ დააცადა. მეოთხედ ფინალში "წითლებმა" რომაელები 7:1 გაანადგურეს საკუთარ კედლებში, თუმცა ნახევარფინალში მილანელებმა მწარე გაკვეთილი ჩაუტარეს და ფინალს მიღმა დატოვეს.

დადგა 2008 წელი... ზუსტად 9 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც "მანჩესტერმა" "ტრებლის" მოპოვება აღნიშნა... ფერგიუსონის მიზნად კვლავ რჩებოდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსის მოპოვება და ამის მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებდა. 2003 წლის შემდეგ 5 წელი იყო გასული და ამ დროის განმავლობაში უეინ რუნი და კრიშტიანო რონალდო გუნდის ნამდვილ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. თავიანთ ძალას და პროფესიონალიზმს არ კარგავდნენ არც რაიან გიგზი და პოლ სქოულზი. დაცვის ხაზი მსოფლიოს საუკეთესოდ მიიჩნეოდა, რომელსაც სათავეში რიო ფერდინანდი, გარი ნევილი, ნემანია ვიდიჩი და პატრიც ევრა ედგნენ. გუნდში არსებობდა ყველანაირი რესურსი "ტრებლის" გასამეორებლად. ეს ასეც მოხდა, "იუნაიტედმა" 6 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარ "ლივერპულს" და მეათედ გახდა პრემიერ ლიგის გამარჯვებული, ინგლისის საუკეთესო კლუბი კი მეჩვიდმეტედ. ამას მოყვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის "ჩელსის" დამარცხება და ისტორიაში მესამედ, ხოლო ფერგიუსონის ხანაში მეორედ ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტულის მოპოვება, მანამდე კი "ქომუნითი შილდის" ჩემპიონობა. მთლიანობაში "მანჩესტერმა" შეძლო ტრებლის გამეორება.

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !



ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !



2008/09 წლების სეზონში "მანჩესტერმა" განაგრძო წარმატებული გამოსვლა და ყველა გუნდის კოშმარად იქცა. გუნდმა მეცერთმეტედ მოახერხა პრემიერ ლიგის ჩემპიონობის მოპოვება, მოიგო ინგლისის ლიგის თასი და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ბარსელონასთან" 2:0 დამარცხდა. ამჯერად "იუნაიტედმა" "ტრებლის" გამეორება ვეღარ მოახერხა, თუმცა მოხდა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც ინგლისის საუკეთეო კლუბის მეთვრამეტედ მოპოვება ჰქვია. ამ შედეგით "იუნაიტედი" დაეწია ლივერპულს, რომელსაც ამდენივე ჩემპიონობა ჰქონდა მოპოვებული და რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ უპირატესობით ახდენდა "იუნაიტედის" გულშემატკივრებზე მანიპულირებას. სწორედ ამ სეზონში გასცა ფერგიუსონმა "სკაუზერების" საყვარელ არგუმენტს ღირსეული პასუხი და ძალიან გაანაწყენა მერსისაიდელები. ამასთანავე შოტლანდიელმა განსაკუთრებით გაახარა "იუანიტედის" ფანები, რაც კარგად აისახა ტრიბუნებზე გამოფენილი პლაკატებით.

პლაკატი, რომელიც 1994 წლიდან მოყოლებული ეკიდა "იუნაიტედი" - "ლივერპულის" დაპირისპირებისას.

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

ეს კი პლაკატი, რომელიც "იუნაიტედის" ფანებმა მეთვრამეტე ჩემპიონობის შემდეგ დაამზადებს სკაუზერებისთვის პასუხის გასაცემად.

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

რომის ფინალის შემდეგ გუნდი დატოვა კრიშტიანო რონალდუმ, რომელიც "რეალ მადრიდში" გადაბარგდა 96 მილიონ ფუნტ სტერლინგად. იგი გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რაც სერ ალექსის დამსახურებაა.

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

რონალდოს წასვლის შემდეგ გუნდს ერთწლიანი კრიზისი ჰქონდა. 2009/10 წლებში "იუნაიტედმა" ვერ მოახერხა ვერც ერთი ტიტულის მოპოვება გარდა ინგლისის ლიგის თასისა, თუმცა მომდევნო სეზონში ახალი ძალებით შეუდგა საქმეს. შედეგად 2010/11 წლის სეზონში გუნდმა მოახერხა "ქომუნითი შილდის" მოგება და მეთორმეტე ჩემპიონობის მოპოვება პრემიერ ლიგის ეგიდით, რაც ჯამში ცხრამეტ ტიტულს უდრიდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ "იუნაიტედი" გახდა ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისის მაშტაბით და საბოლოოდ ჩამოიტოვა უმოტივაციო ლივერპული. ამ ფაქტმა უდიდესი სიხარული მიანიჭა "იუნაიტედის" ფანებს, რადგან მათ შეძლეს ლივერპულის ფანების სამუდამოდ დადუმება. სერ ალექს ფერგიუსონმა კი თავის მხრივ სიტყვა შეასრულა და ოცნება აიხდინა. იგი ამბობდა : "ჩემი მიზანია წყეული ლივერპულის დამხობდა..." სწორედ ამ ფრაზით შეაყვარა მან თავი "იუნაიტედის" გულშემატკივრებს.

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

ამავე სეზონში "წითელი ეშმაკები" კვლავ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "უემბლის" სტადიონზე ისევ ბარსელონასთან დამარცხდნენ ანგარიშით 3:1...

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

2011/12 წლებში "იუნაიტედმა" ვერც ერთი ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, გარდა "ქომინითი შილდისა", სადაც "სიტი" 3:2 დაამარცა. "იუნაიტედი" შარშან ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა და პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.

ვნახოთ რა მოხდება 2012/13 წლებში...

ფერგიუსონის სტატისტიკა

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

ალექს ფერგიუსონმა თავის კარიერაში ყველა კლუბის მაშტაბით 2,120 თამაშში უხელმძღვანელა გუნდს. აქედან, 1231 მოგება, 482 ფრე და 407 მარცხი განიცადა. "მანჩესტერ იუნაიტედს" მან 1,465 ჯერ უთავკაცა, აქედან 873 ჯერ იმარჯვა, 330 ჯერ ყაიმს დასჯერდა, ხოლო 262 ჯერ მარცხი იგემა. პროცენტულად კი ჩატარებული მატჩების 59,59 % გამარჯვებით დაასრულა. დამეთანხმებით გასაოცარი შედეგია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დაფასებას.

სერ ალექს ფერგიუსონის ტიტულების ნუსხა.

ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ღვაწლის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან სერ-ის წოდება მიიღო. იგი ყოველთვის გამოირჩევა თავისი საფეხბურთო ხედვით, თავმდაბლობით და პირდაპირობით. მისი სიყვარული კლუბისადმი ეჭვგარეშეა და ამას მოწმობს 26 წლიანი ერთგულება, რომელიც ამ დიადმა ადამიანმა მხოლოდ ერთ კლუბს, "მანჩესტერ იუნაიტედს" მიუძღვნა. სწორედ ამ დაბრკოლებებით სავსე გზის წარმატებულად და ამაყად გავლის გამო, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობამ სერ ალქეს ფერგიუსონს "ოლდ ტრაფორდის" წინ განსაკუთრებული კუთხე მოუწყო, რომელსაც ამშვენებს მისივე სახელობის ძეგლი და ძეგლს უკან უზარმაზარი წარწერა "SIR ALEX FERGUSON STAND".

ძეგლის გახსნა



ფეხბურთის მშვენება - სერ ალექს ფერგიუსონი !

სტატიის ავტორი : დიმა სანაია
2012 წელი. 24 ნოემბერი.
სტატიები
30 კომენტარი
№1
ავტორი: Lukza
24 ნოემბერი 2012 09:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
საღოლ ავტორ .. ფერგუსონ ძ love ალიაან მაგარიიი ხარ შეენ
0
№2
ავტორი: UTD-Rule
24 ნოემბერი 2012 10:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ფერგი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: BERDI
24 ნოემბერი 2012 10:45
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ძმა მაგრი სტატიაა მაგრად მომეწონა საღოლ fellow 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Ví Ví
24 ნოემბერი 2012 11:01
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
DimaSanaia ჩათვალე წლის საუკეთესო სტატია შენია ;) საღოლ
0
№5
ავტორი: Amerigo
24 ნოემბერი 2012 11:36
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
საღოლ უმაგრესია wink
0
№6
ავტორი: R.v.Persie
24 ნოემბერი 2012 11:52
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
საღოლ სანოოოო gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№7
ავტორი: Z A C K™
24 ნოემბერი 2012 12:08
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ბრავოო! derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№8
ავტორი: Zizou
24 ნოემბერი 2012 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ძეგლის გახსნაზე ფერგიუსონს რონალდუსთვის უნდა მოეყომარებინა ხო? :D
0
№9
ავტორი: love united
24 ნოემბერი 2012 12:59
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..
0
№10
ავტორი: m-an-united
24 ნოემბერი 2012 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
ra kargia! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top