თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2014, 07:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1950,
კომენტარები: 8
ლუიმ ფეხბურთელებს ღიმილი დაუბრუნა
ლუი ვან გაალის მეთოდი ანდერ ერერას მოსწონს.
ლუიმ ფეხბურთელებს ღიმილი დაუბრუნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს, სწავლებისა და მუშაობის თავისი მეთოდები აქვს და ის აქტიურად იყენებს მას დაცემულ გიგანტებთან მუშაობაში.

Starsport - ის თქმით, მოთამაშეები ძალზედ მოხიბლულნი არიან ვან გაალის რეჟიმით და მისდამი პოზიტიურად განეწყვნენ.

ეს ამბავი "იუნაიტედის" ბოსებსაც მოსწონთ, რომელთაც ვან გაალი შარშანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ გუნდის რეორგანიზებისთვის მოიწვიეს.

"იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ძირითად ყურადღებას მოთმინებასა და ფიტნესს უთმობდა. ვან გაალის შემთხვევაში კი ყურადღება ბურთთან მუშაობას ექცევა.

"იუნატედის" ვარსკვლავები შვებულებიდან დაბრუნდნენ და აცხადებენ, რომ მოუთმენლად ელოდებიან ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობის დაწყებას.

უეინ რუნისა და ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მყოფ დანარჩენ კონტინგენტს პირველი სესია ლუი ვან გაალთან ერთად გუშინ, ამერიკაში ტურნეზე გამგზავრება ჰქონდათ.

ახალ შეძენილი ანდერ ერერა აცხადებს, რომ ვან გაალთან ერთად საინტერესო სეზონს ელოდება: "პირველი რამდენიმე კვირა შესანიშნავი იყო. ვარჯიშებით დიდებული იყო, ისეთი, როგორიც "ატლეტიკ ბილბაოში", სადაც ბურთის კონტროლზე ვვარჯიშობდით."

"მწვრთნელებს სურთ, რომ ბურთი გვეჭიროს და პოზიცია შევინარჩუნოთ, რაც კარგია მოთამაშეებისთვის."

ვან გაალმა თავისთან ერთად მწვრთნელის თანაშემწედ ჰოლანდიური დუეტი, ალბერტ სტივენბერგი და მარსელ ბუტი მოიყვანა, ხოლო მეკარეთა მწვრთნელად ფრანს ჰუკი.

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, მიზნად ჩემპიონობის დაბრუნებას ისახავს.

"ის რაც მათ აქვთ, არის ცოდნა, თანამედროვე ცოდნა."

"ვფიქრობ ჩვენი ვალია ეს ცოდნა გავაზიაროთ და სწორედ ეს ითხოვა ედ ვუდვორდმა."

"რთულია, რადგან ყველა არ იმყოფება აქ. მოთამაშეები სხვადასხვა დროს მოდიან და თანაც ისინი სათამაშოდ სრულად არ არიან მზად."

"ასე, რომ ეს ორმაგად რთული სეზონი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. მოთამაშეები ინდივიდუალური ვარჯიშებით უნდა დავტვირთოთ, რადგან მათი გადაღლა არ შეიძლება."


"იუნაიტედი" ლოს-ანჯელესში გუშინ ჩაფრინდა და პირველ შეხვედრა "ლა გალაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

ვან გაალის საშინაო დებიუტი 12 აგვისტოს, "ვალენსიას" წინააღმდეგ შედგება: "ეს არ არის მხოლოდ "ოცნების თეატრი", რადგან ეს იყო ლუი ვან გაალის ოცნება, რომ ისეთი დიდი გუნდის მწვრთნელი გამხდარიყო, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

dailystar



სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 ივლისი 2014 07:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყველა ამის მეთოდებს აქებს. ერერას ეტყობა ძალიან მოსწონს ბურთის დაჭერა... როგორც ვიცი, ხშირად ზედმეტადაც კი იჭერსო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
19 ივლისი 2014 08:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერას თამაშის ყურებას მოუთმენლად ველოდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Manchester_M
19 ივლისი 2014 09:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას იმედია იმედებს არ გაგვიცრუებენ :))
0
№4
ავტორი: Best 7
19 ივლისი 2014 10:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვსიო ამ წელს ვიგებთ პრემიერ ლიგას შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგას wink
0
№5
ავტორი: Berba 9
19 ივლისი 2014 13:02
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ერერა ძალიან მაინტერესებს წითელი ფორმით და შოუ რა თქმა უნდა, იმედი მაქვს რომ ვან გაალის მეთოდები წარმატებული აღმოჩნდება, ვნახოთ რა იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: don_vini
19 ივლისი 2014 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მაგრათ მაინტერესბსბს საერთოდ გუნდის თამაში,ვან გაალის ხედვა როგორი იქნება მანჩესტერში,როგორ წარმართAვს თამაშს,და რა თქმა უნდა ერერა,შოუ,ასე რომ ძალაინ ველოდები სეზონსი დაწყებას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№7
ავტორი: red devil
19 ივლისი 2014 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სანამ არ გაყრის უვარგის ხალხს გუნდიდან მანამდე არ მჯერა ვანგაალის მე :@
0
№8
ავტორი: GeorgeBest
19 ივლისი 2014 16:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალზე ნაკლებად არც ერერას ველი.

ბურთის კონტროლი კარგია გვაკლდა ეგ wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top