სტადიონი: ოლდ ტრაფორდი,მანჩესტერი მონაცემი: პრემიერ ლიგა, 13 ტური. მსაჯი: ლი პრობერტ თარიღი: შაბათი, 24 ნოემბერი, 2012 წელი. მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ჯონი ევანსი,ნემანია ვიდიჩი,შინჯი კაგავა,ლუიშ ნანი. დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Rafael, Jones, Smalling, Ferdinand, Evra, Buttner, Valencia, Fletcher, Carrick, Anderson, Powell, Cleverley, Scholes, Young, Giggs, Van Persie, Rooney, Welbeck, Hernandez. მთავარი მწვრთნელი:სერ ალექს ფერგიუსონი
"ქპრ"
ტრავმირებულები: ზამორა,პარკ ჯი სუნგი,ჯონსონი დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: ფაბიო შემადგენლობა: Green, Cesar, Onuoha, Hill, Nelsen, Ferdinand, Mbia, Bosingwa, Traore, Derry, Diakite, Park, Granero, Taarabt, Hoilett, Faurlin, Wright-Phillips, Ephraim, Mackie, Cisse მთავარი მწვრთნელი:მარკ ჰიუზი
გუნდების ფორმა
მეორე ადგილი - 27 ქულა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 14 შეხვედრიდან,რაც "ოლდ ტრაფორდზე" ჩაატარა 12-ის მოგება შეძლო ხოლო ერთ მატჩში დამარცხდა.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს ჯერ კიდევ არ უთამაშია მიმდინარე სეზონში ფრე.მათ 12 შეხვედრიდან 9 მოიგეს ხოლო 3 წააგეს.პრემიერ ლიგის ისტორიაში ესეთი ჩანაწერი მხოლდო ოთხ გუნდს აქვს.(მათ შორის "ბოლტონს" წინა სეზონში.)"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო 19 თამაშში 11 მატჩს აგებდა,მაგრამ შესანიშნავი ფორვარდების ხარჯზე 8 მატჩის მოგება მოახერხა."წითელი ეშმაკები" ისევ ლიდერობენ გატანილი გოლებით,გუნდს 29 გოლი აქვს გატანილი და 17 აქვს გაშვებული."მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე 54-ე თამაშია გოლი გააქვს საკუთარ მოედანზე და ეს პრემიერ ლიგის რეკორდია.წინა ტურში მარცხის შემდეგ გუნდი მეორე ადგილზე გადმოვიდა და ალბათ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები ყველანაირად შეეცდებიან მორიგი 3 ქულის აღებას.
მე-20 ადგილი - 4 ქულა
მარკ ჰიუზის გუნდი ნამდვილად არ არის კარგ დღესი.მიმდინარე სეზონში "ქპრმ" ვერცერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა და სრულიად ლოგიკურადაც ისინი ბოლო ადგილზე იმყოფებიან.მათ მხოლოდ 4 ქულა აქვთ.მარკის ხელმძღვანელობით გუნდმა ბოლო 15 საგარეო შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა.(2 ფრედ ითამაშა ხოლო 13 წააგო.)მათ ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გატანილი პრემიერ ლიგაში.კლუბმა ძალიან დიდი თანხები დახარჯა მიმდინარე სეზონის დასაწყიში და არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი შეიძინეს.მათ შორის ორი "წითელი ეშმაკი" პარკ ჯი სუნგი და ფაბიო,რომელიც "ქპრში" არენდით იმყოფება.დღეს,როგორც ცნობილი გახდა გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი თავისი პოსტიდან გაათავისუფლეს და სრულიადაც ლოგიკურად.დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედის" წინააღმდეგ "რეინჯერებს" ჰარი რედნაპი გაუძღვება.
ურთიერთშეხვედრები
ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 49-ჯერ შეხვდა.30 მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა,6 მატჩი "ქპრს" გამარჯვებების სიაში იწერება ხოლო 13 მატჩი ფრედ დასრულდა."მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ გუნდის წინააღმდეგ ბოლო 13 მატჩში 10-ის მოგება მოახერხა და არცერთი არ წაუგია.1992 წლის 1 იანვარს "ქპრ" "მანჩესტერ იუნაიტედს" ესტუმრა "ოლდ ტრაფორდზე" და დენის ბეილის ჰეთრიკის ხარჯზე 1:4 იმარჯვეს.ეს მატი ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება იყო "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ.ცხადია შაბათს ორივე გუნდი იბრძოლებს ამ აქტივებში კიდევ ერთი მოგების ჩასაწერად.
ბოლო მატჩი
ეს ორგი გუნდი ბოლოს 2012 წლის 8 აპრილს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.თამაში,როგორც მოსალოდნელი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" უპირატესობით განვითარდა."წითელმა ეშმაკებმა" კარში სულ 24-ჯერ დაარტყეს ხოლო "ქუინს პარკ რეინჯერსმა" 9-ჯერ.საბოლოოდ მატჩი ლოგიკური ანგარიშით დასრულდა და სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა ანგარიშით 2:0 იმარჯვეს.გოლები უეინ რუნისა და პოლ სქოულზის ანგარიშზე ჩაიწერა.