თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2014, 20:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2070,
კომენტარები: 4
ვან გაალმა ლექცია გამართა
ლუი ვან გაალი საკუთარ მეთოდებზე საუბრობს.
ვან გაალმა ლექცია გამართა
სანამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებდა, ლუი ვან გაალმა ჰოლანდიური ბიზნესის წარმომადგენლებთან ლექცია გამართა, რომელზეც საკუთარი მუშაობის პრინციპებზე ისაუბრა.

მსოფლმხედველობა


"მე საფეხბურთო მწვრთნელი ვარ და შესაბამისად უნდა მქონდეს საკუთარი მსოფლმხედველობა და წარმოდგენა თითოეული გაელვების სტრუქტურის შესახებ. შესაძლოა ეს ქედმაღლურად ჟღერს. მწყინს, რომ ჩემი სიტყვები მხოლოდ პრესის მიერ მოგონილი ჩემეული ხელმძღვანელობის მეთოდით გესმით. მაგრამ ეს არ მაწუხებს, მე ქედმაღალი არ ვარ. მაგრამ ყველა იმ პრინციპის მჯერა, რომელიც წარმატებას მიქადის."

"მჯერა იმის, რომ ადამიანს შანსები მომზადების, საკუთარ თავზე მუშაობის და ვარჯიშის შედეგად უჩნდება. ეს დედაჩემისგან ვისწავლე. გგონიათ თქვენს წინაშე მოუმზადებელი გამოვიდოდი? ყოველდღიური ვარჯიშები - ფეხბურთში ეს ნორმალურია. ეს ნორმალურია ბიზნესისთვისაც. ხალხს იზიდავთ, მათთვის ყველანაირ პირობებს ქმნით, რომ საუკეთესო პროდუქტი აწარმოოთ. მეც სწორედ ამით ვარ დაკავებული. საკუთარ ქვეშევრდომებს ყოველდღიურად ვავარჯიშებ, რათა საბოლოო ჯამში კარგი გუნდი მყავდეს."

თანამშრომელთა შტატი


"მე თანამშრომელთა მთელი შტატი მყავს, რომლებიც შესანიშნავად მუშაობენ. მე მჯერა მუშაობისთვის მომზადების, ვარჯიშის, ანალიზის, სიტუაციის შეფასების - ყოველივე ამისთვის არსებობენ ჩემი დამხმარეები. მე მყავს მწვრთნელის ორი დამხმარე, მეკარეთა ორი მწვრთნელი, ფიზიოლოგი, ვიდეოანალიტიკოსი და ა.შ. თითოეული მათგანი ძAლზედ მნიშვნელოვანია, რათა მე და ჩემი გუნდი წარმატებული ვიყოთ."

"როცა ეროვნული გუნდის მწვრთნელი გავხდი, ყველამ იმის შესახებ დაიწყო საუბარი, თუ ვის გამოვიძახებდი გუნდში. მაგრმა პირველ რიგში ირგვლივ პერსონალის შემოკრება დავიწყე. ისეთი ადამიანები უნდა შემოვიკრიბო, ვინც ჩემს მოთხოვნებს შეესაბამება. რატომ? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებ, თითქოს მანქანა, პროდუქტი ან ინსტრუმენტი იყოს. ირგვლივ ისეთი ხალხი უნდა იყოლიო, ვისი ნდობაც შეგეძლებათ."

ბოსად ყოფნა


"თითქმის ყოველთვის ვუგდებდი ყურს სეციალისტებს, რომლებიც ირგვლივ მყავს. თითქმის ყოველთვის. მაგრამ იმიტომ, რომ ბოსი მე ვარ, პასუხისმგებლობა მე უნდა ავიღო საკუთარ თავზე და გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღო. მე ყურადღებას ვაქცევ თითოეულ დეტალს, თითოეულ ადამიანს, რომელთაც ჩემი მუშაობის პროცესში ვხვდები. ჩემი ხმის ტონსაც კი. თუ კი გარკვეულ პაუზებს ვაკეთებ, ე.ი. ამას თავისი მიზეზები აქვს."

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 ივლისი 2014 20:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა კატეგორიულია არა? სწორედ ასეთი მკაცრი და სათანადო მიდგომა სჭირდება საქმეს... რაღაცით ფერგის მახსენებს. სწორედ ასეთი მეთოდებით იგი ზედგამოჭრილია ჩვენთვის... სიმკაცრე, გადაწყვეტილებისუნარიანობა, თავის დაუზოგველობა, ეს ისაა რაც გუნდის მართვას სჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Amanda Seyfried
18 ივლისი 2014 21:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ყველამ საკუთარი შრომით უნდა წარმოაჩინოს თავი, ლუი არავის არ გადაუსვამს თავზე ხელს. ასე რომ ძალიან კარგია სიმკაცრე winked
0
№3
ავტორი: LizarD
18 ივლისი 2014 22:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
კარგია, ასეთი აზროვნება შეესაბამება მანჩესტერს
0
№4
ავტორი: GeorgeBest
18 ივლისი 2014 23:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზუსტად ისაა ვინც გვჭირდება. ასეა საჭირო და იმიტომ უნდა იყოს გუნდში დისციპლინა და სიმკაცრე, მოიესის მაგალითი გაიხსენონ და ეგაა

მაგარი კაცია ძაან, გამოცდილი და კარგი ტაქტიკოსია, ახალგაზრდებთან იდეალურია და ბევრი რამა ქვს რომ იმედი მქონდეს ისევ პირველობის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top