როგორც Sky Sports იუწყება ''მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელი უეინ რუნი ინგლისის ჩემპიონატის 13-ე რაუნდში ''ქპრს'' წინააღმდეგ შეძლებს მატჩის ჩატარებას. როგორც მოგეხსენებათ, ფორვარდი ტონზილიტით იყო დაავადებული, თუმცა დღეისთვის მან საბოლოოდ იმკურნალა. შეგახსენებთ, რომ რუნის ჯამრთელობის გამო ორი მატჩის გამოტოვება მოუწია. ''ნორვიჩთან'' და ''გალათასარაისთან''. გარდა ამისა, ''ქპრს'' თან მატჩში კრის სმოლინგიც ემზადება, რომელსაც მხრის ტრავმის გამო უწევდა თამაშების გამოტოვება. თუმცა ფილ ჯონსი, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მოუწევს მატჩის გამოტოვება.