თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2014, 14:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1786,
კომენტარები: 6
კომენტარები ლუის ირგვლივ
ყოფილი მოთამაშეები ლუი ვან გაალის თაობაზე საუბრობენ.
კომენტარები ლუის ირგვლივ
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობის გამოცდილებას კლუბის ოფიციალურ საიტს უზიარებენ.

რონალდ დე ბური: "ჩემთვის ის ყველაზე გასაოცარი მწვრთნელია მათ შორის, ვისთან ერთად მუშაობის საშუალებაც მქონია. თუ გადახედავთ ხალხს, რომლებთან ერთადაც მას უმუშავია - ედვინ ვან დერ საარი, კლარენს ზეედორფი, მე და ჩემი ძმა, პატრიკ კლუივერტი, ედგარ დავიდსი და ბევრი სხვა, მიხვდებით, რომ ისინი ვარსკვლავებად აქცია. მაშინ, როცა ვან გაალმა შეგვამჩნია, ჩვენ ძალიან შორს ვიყავით ამ სტატუსისგან. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ლუი კარგია ახალგაზრდებთან მუშაობაში. ჩვენ ყოველთვის რწმენით მივსდევდით მას და მის თითოეულ სიტყვას ვიმახსოვრებდით. ის ყველაფერში მართალი იყო."

კლარენს ზეედორფი: "ლუი არის ადამიანი, რომელმაც იცის როგორ წარმართოს თავისი ფილოსოფია გუნდისთვის სასარგებლოდ. ამ ყველაფერს იგი ნებისმიერ ადგილზე აკეთებდა და მათ შორის "აიაქსშიც", როცა მე იქ ვთამაშობდი - დიდებული მწვრთნელი, რომლის მდიდარი კარიერა თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე"

ბრაიან როი: "გამოცდილებას, რომელიც ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობისას მივიღე, თავად ვიყენებ "აიაქსის" ახალგაზრდებთან მუშაობაში. მე ვან გაალის ენთუზიაზმი გადმოვიღე. ის და კროიფი - "აიაქსის" ორი სახეა"

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 ივლისი 2014 14:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყველა აქებს და ადიდებს ლუის... იმედია ეს ფუჭი სიტყვები არ გამოდგება და უფრო მეტი სასაუბრო გვექნება მასზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
18 ივლისი 2014 15:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველა ამის განსაკუთრებულობაზე და გენიალურობაზე საუბრობს. იმედია არ გაგვიცრუებს იმედებს
0
№3
ავტორი: don_vini
18 ივლისი 2014 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
დიდი მისია აქვს დაკისრებული:) და მჯერა რომ 10 პროცეტიტ გაართმევს თავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: Best 7
18 ივლისი 2014 16:20
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
შენი იმედი გვაქვს ლუი;)
0
№5
ავტორი: Juan Mata
18 ივლისი 2014 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ძალიან დიდი იმედი მაქვს გაალის
0
№6
ავტორი: Macklemore
19 ივლისი 2014 02:07
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დიდი იმედი მაქვს ამ კაცის და იმედია გამიმართლებს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top