თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2014, 14:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1745,
კომენტარები: 6
დე ვრეი ჯერ არ დაგვიკარგავს
დე ვრეის შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
დე ვრეი ჯერ არ დაგვიკარგავს
Manchester Evening News - ი იტყობინება, რომ "ფეიენოორდი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზება მოისმინოს.

"ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა, იგლი ტარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დე ვრეის რომში სურს გადაბარგება და არა მანჩესტერში: "უკანასკნელ პერიოდში ხშირად ვრცელდებოდ აინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტეფან დე ვრეი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდოდა, მაგრამ ეს არის სიმართლე. მისმა აგენტმა ნათლად განაცხადა, რომ ინგლისურ კლუბთან არავითარ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია და სტეფანს ჩვენ კლუბში სურს გადმოსვლა."

"ფეიენოორდის" სპორტული დირექტორი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დე ვრეის თაობაზე "იუნაიტედის" წინადადება განიხილოს.

"სტეფანი - არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდული სისტემა გაიარა და ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია გახლავთ. მან კარგად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და მხოლოდ 1 წელიღა აკავშირებს ჩვენს კლუბთან. თუ კი რომელიმე კლუბი დე ვრეის თაობაზე კარგი წინადადებით მოგვმართავს, მზად ვართ განვიხილოთ ის." - აცხადებს მარტინ ვან გელი.

Tuttosport - ი ადრე ავრცელებდა ცნობას იმის თაობაზე, რომ ჰოლანდიურ კლუბს სურს "იუნაიტედის" ინტერესი დე ვრეის მიმართ სიმარტლე აღმოჩნდეს, რადგან ეს უფრო მომგებიანი წინანადება იქნება მათთვის.


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
18 ივლისი 2014 14:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გამისწორდება თუ დავითრევთ 1-2 ახალგაზრდა ჰოლანდიის ნაკრებიდან კარგი იქნებოდა :)
0
№2
ავტორი: RojoDiablo
18 ივლისი 2014 14:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რატომაც არა...თუ საჭიროდ ჩათვლის ლუი, ვინ ჯანდაბაა ლაციო... მაგათ ფულში ვაჯობებთ და დე ვრეიმ რომ ჩვენ არ აგვირჩიოს საეჭვოა...სხვა ვარიანტი რომ ჰქონოდა არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ლაციო არაა ის, რაც მას "იუნაიტედზე" უარს ათქმევინებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
18 ივლისი 2014 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არაფერი ისმის არც ჰუმელსზე და არავისზე. მოიყვანოს რატომაც არა ახალგაზრდაა და იქნებ გაამართლოს კიდეც. სხვა კანდიდატურა თუ არ იქნება მშვენიერია რა
0
№4
ავტორი: don_vini
18 ივლისი 2014 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მე ძლაინ ვემხრობი ამის ტრაანსფერს.რავიცი მჯერვას რომ დიდ ფეხბურთს ითAმაშებს დე ვრი და მინდა ეს მანჩსტერში გააკეთOს:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№5
ავტორი: Amanda Seyfried
18 ივლისი 2014 16:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მე მომწონს ეს ბიჭი
0
№6
ავტორი: RedTeen
19 ივლისი 2014 02:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მეც მომწონს ეს ბიჭი... თუ არც დიმარიას არ უნდა და არც ჰუმელს არც ეს არ არის ცუდი მცველი.. თუ ამას იყიდიან გამიხარდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top