თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2014, 14:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1641,
კომენტარები: 5
"ნაკრებთან ერთად კარგ შედეგებს მიაღწია"
სადლერი ვან გაალის შესახებ საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დევიდ სადლერი თვლის, რომ მომდევნო სეზონში "წითელი ეშმაკები" ჰოლანდიის ნაკრებს მოგვაგონებენ.

"მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების ხილვის შემდეგ მოუთმენლად ველოდები "მანჩესტერ იუნაიტედში" ლუი ვან გაალის მუშაობას. ის რაც ბრაზილიაში ვნახეთ, შესაძლოა აჩრდილი იყოს იმისა, რაც "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონში გველოდება."

"ჰოლანდიის ნაკრებს ყოველთვის ჩვენს კლუბთან ვაკავშირებდი, რადგან მათაც და ჩვენც შემტევი ფეხბურთი გვიზიდავს. ვიცი, რომ პირველობის დაწყებამდე ზოგიერთი უკმაყოფილო იყო ჰოლანდიის ნაკრების "ტოტალური ფეხბურთის" სტილის შეცვლის გამო, მაგრამ სადღა არიან ეს კრიტიკოსები? მისი ტაქტიკა საოცრად მარტივი იყო - რაც შეიძლება მალე მიეტანათ ბურთი რობენამდე, ან ვან პერსიმდე. ლუიმ თითოეული თავისი ქვეშევრდომისგან მაქსიმუმი მიიღო საოცრად მოკლე ვადაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამას "იუნაიტედშიც" შეძლებს."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
18 ივლისი 2014 14:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჩვენც გვინდა რობენი :D არ გვყავს ეგეთი ტექნარი ფეხბურთელი თუ ნანის არ ჩავთვლით მაგრამ მაგას დაავიწყდა ფეხბურთის თამაში :D
0
№2
ავტორი: RojoDiablo
18 ივლისი 2014 14:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
რობენი და ნანი ერთმანეთს როგორ შეედრება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Best 7
18 ივლისი 2014 15:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
RojoDiablo,
გიო ნანიც მის დროზე ტექნიკური იყო, მაგრამ მას მართლაც დაავიწყდა ფეხბურთის თამაში!
0
№4
ავტორი: RojoDiablo
18 ივლისი 2014 15:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
lukadzandzava,
სულერთია რა იყო ადრე... რობენი ახლა არის ეს და იმ პერიოდშიც ერთი თავით აღემატებოდა ნანის... მისი სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმის უნარი, პასები, გადაწყვეტილებისუნარიანობა... ნანისაც აქვს ის, მაგრამ არა ასეთიდოზით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
18 ივლისი 2014 15:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველანია სე ვართ, რაც ჰოლანდიის თამაშები ვნახე მსოფლიოზე უფრო მეტად დამევასა ეს კაცი და მოუთმენლად ველოდები როდის დაიწყება სეზონი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top