თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2014, 12:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1538,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" არ იჩქარებს
ვან გაალი სწრაფად არაფერს გააკეთებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მან პირადად დაუჭირა მხარი ლუკ შოუსა და ანდერ ერერას ტრანსფერს, მაგრამ მომდევნო შესყიდვებს არ დააჩქარებს.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში "ოლდ ტრაფორდს" ტომას ვერმაელენს, მატს ჰუმელსს, სტეფან დე ვრეისა და არტურო ვიდალს უკავშირებდნენ, მაგრამ ლუი ვან გაალს სურს არსებულ გუნდს გაეცნოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდეს სატრანსფერო ბაზარზე.

"ჩემი მეთოდი ყოველთვის ერთი და იგივეა. ამჟამად მსურს არსებულ გუნდს გადავხედო. ვიცი როგორ თამაშობენ, მაგრამ არ ვიცი როგორი რეაგირება ექნებათ ვარჯიშებს ჩემეულ მეთოდზე. პირველი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში მინდა დავინახო, თუ რა შეუძლიათ. აი მაშინ კი შესაძლოა სხვა ფეხბურთელებიც შევისყიდო"

"მოთამაშეები, რომლებიც ჩვენ ვიყიდეთ - შოუ და ერერა - უკვე იყვნენ სიაში. მათ შესყიდვას იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ ისინი მომწონს. პირველ რიგში მინდა ვნახო თუ როგორ მიიღებენ ჩემ ფილოსოფიას და რამდენად სწრაფად შეეგუებიან მას".

"ამ დროისათვის თითოეული მათგანის ნახვა ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე, ასე რომ მოვიცადოთ და ვნახავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეები და მწვრთნელი ერთმანეთს მოერგონ"
- ციტირებს ვან გაალის სიტყვებს "იუნაიტედის" ოფიციალური საიტი.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 ივლისი 2014 12:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს ყველაფერი კი კარგია, რომ ყველას უნდა მისცეს შAნსი, მაგრამ მერე ძალიან გვიანი არ იყოს... აჩქარება არ ვარგა, მაგრამ დაგვიანება უარესია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: kakhi kakhidze
18 ივლისი 2014 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
არ დააგვიანებს ვან გაალმა იცის მისი საქმე
biggrin2
0
№3
ავტორი: gilmour
18 ივლისი 2014 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ოთხი კვირა თუ ტრანსფერს არ გააკეთებს დავრჩენილვართ ისე, ამასობაში ვისაც სადაც უნდა გადავა და დანარჩენები კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.
0
№4
ავტორი: Manchester_M
18 ივლისი 2014 13:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მცველი აუცილებლად გვჭირდება სხვა პოზიციაზე რომ არ გავძლიერდეთ :) იმედია 1 კარგ მცველს მოიყვანს თავის დროზე ჰუმელსი შესანიშნავი ვარიანტია :))
0
№5
ავტორი: GeorgeBest
18 ივლისი 2014 16:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დი მარია, ვიდალი ჰუმელსი რომ გვჭირდება თუ რამეზე გვინდა გვქონდეს პრეტენზია ეს ხო ამანც იცის

ვიდალი ჰუმელსი ყველაზე მეტად გვინდა
0
№6
ავტორი: don_vini
18 ივლისი 2014 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
უკვე ძალაინ ცოტა რჩება.დაცვა სასწრაფოდ გასაძლიერებელიაა,ცენტრაული მცველებსი სიმცირეს განვიცდით, ყველაზე მეტად ცენტრალური მცველები უნდა მოიძებნოს პირველ რიგში,.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№7
ავტორი: Macklemore
18 ივლისი 2014 19:10
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ანუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 2 კვირაში ვიაქტიურებთ! მიდი ლუი!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top