თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2014, 19:06
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2921,
კომენტარები: 17
ლუი ვან გაალის პირველი პრეს-კონფერეცია
ახალი მწვრთვნელის პრეს-კონფრენეცია
ლუი ვან გაალის პირველი პრეს-კონფერეცია
დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მცირე ამონარიდებს პრეს-კონფერენციიდან, იმ მთავარ საკითხებს, რაზეც ვან გაალმა გააკეთა აქცენტი. ხოლო შემდეგში შემოგთავაზებთ სრულ პრეს-კონფერენციას.

ლუი ვან გაალი არ აპირებს წინასწარ საუბარს მომავალზე, მაგრამ ის შეეცდება გააკეთოს ყველაფერი, რაც კი იქნება შესაძლებელი. მან დაადასტურა, რომ "იუნაიტედი" არის უდედის კლუბი მსოფლიოში და ასევე მოუწონა კლუბს, ლუკ შოუს და ანდრეს ერერას ტრანსფერი.

ჰოლანდიელი სპეციალისტი კაპიტანზე: "ყველა ფეხბურთელის არის შესაძლო კანდიდატი კაპიტნობისთივს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ასე, რომ მე მჭირდება დრო, რადგან სწრაფი გადაწყვეტილება არ არის ყოველთვის კარგი."

ლუი ვან გაალი ახალგაზრდულ აკადემიაზეც საუბრობს: "ნიკი ბატი უკვე არის ჩვენი ასისტენტი, ასევე პოლ სქოულზს და ფილ ნევილს ჩვენ მოუძებნით ადგილს. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი პერსონალური შეხედულება და მათი დონე. ეს არ არის მარტივი საქმე, უნდა ვისაუბროთ პირადად და სწორედ ამიტომ, აუცილებელია მოცდა და ვნახავთ ყველაფერს."

კითხვაზე, თუ რატომ არ დაისვენა ვან გაალმა: "როდესაც არის გამოწვევა, მე არასდროს ვუშვებ მას ხელიდან. ეს არის დასვენება ჩემთვის. მე მომწონს ეს გზა, რომლითაც მე შემიძლია მუშაობა." მან ასევე დაამატა, რომ 4-ე ადგილი მისთვის სამიზნე არასდროს იქნება, მხოლოდ პირველი ადგილი, თუმცა დასაწყისისთვის ის უნდა შეხვდეს ფეხბურთელებს.

ვან გაალ თავის სამუშაო სტილზეც ჰკითხეს: "მე ვარ დემოკრატიული. მაქვს ძლიერი პირადი შეხედულება. სერ ალექსაც ჰქონდა ძლიერი ფილოსოფია და ვფიქრობ ის იყო გამორჩეული. მათ ვინც ფიქრობს, რომ მე ვარ ჩემს თავზე დამოკიდებული მხოლოდ, მინდა ვუთხრა რომ ცდებიან და ეს მედიას სურს, რომ გამოაჩნოს ჩემი პიროვნულობა ასეთად. როდესაც იმეორებენ, ყველას ასე ჰგონია. სერ ალექსმა დამირეკა და მომილოცა, ჩვენ აუცილებლად დავლევთ თითო ჭიქა ყავას, ან ღვინოს ერთად. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ."

რამდენად კმაყოფილია ის ამ სამუშაოთი? "ძალიან რთულია აღწერა. მე აქ ვარ 2 დღეა უკვე ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი. როდესაც ხედავ ამდენ ადამიანს, თუ როგორ უყვართ ეს კლუბი, ფიქრობ რომ ეს არის დიდი ოჯახი და ისინი ჩემგან ბევრს ელოდებიან. ყველა აღფრთოვანებულია ჩემი აქ ყოფნით. გავართმევ თუ არა თავს ამ სამუშაოს ? მე ვფიქრობ, რომ კი რადგან ეს არის დიდებული კლუბი და მე ეს მომწონს. აქ უფრო რთულია დავალების შესრულება ვიდრე სხვაგან."

საინტერესოა ლუი ვან გაალის აზრი უეინ რუნიზე და გამოცდილ ფეხბურთელებზე: "მე ყოველთვის არ ვენდობი გამოცდილ ფეხბურთელებს, რაც უკვე არაერთხელ განვუცხადე მედიას. ბიჭი, სახელად კლარენ ზეედორფი 16 წლის ასაკში, მას ჰქონდა დებიუტი ჩემთან "აიაქსში" და ის გაცილებით უფრო გამოცდილად გამოიყურებოდა ვიდრე 30 წლის ფეხბურთელები. ეს ყოველთვის დამოკიდებულია პიროვნულობაზე. თქვენ დამისახელეთ რუნი, მაგრამ გეტყვით რომ კერიკმა მიიღო ტრავმა ერთი ან 2 დღის წინ და ეს ასევე დიდი დარტყმაა, რადგან ის ნამდვილად გამოცდილი ფეხბურთელია."

დამატებით რაზე ისაუბრა ლუი ვან გაალმა: "ეს არის უდიდესი კლუბი, რადგან როგორც იცით, ყველასთვის ცნობილია მთელს მსოფლიოში. სპორტში შენ არასდროს ხარ დიდი კლუბი, რადგან ყოველ სეზონზე შენ ეს უნდა დაამტკიცო. გასულ სეზონში შენ იყავი მეშვიდე და ეს უკვე ნიშნავს, რომ აღარ ხარ დიდი კლუბი. მაგრამ ეს ყველასთვის ცნობილი კლუბია, როდესაც მე ვიყავი ჩინეთში ან ბრაზილიაში, ხალხი ლაპარაკობდა "იუნაიტედზე", როდესაც მე ჯერ კიდევ ჰოლანდიის ნაკრების მწვრთვნელი ვიყავი. ეს არის განსხავება. აქ ელოდებიან შენგან ბევრს და სწორედ ამიტომ, ეს არის დიდი გამოწვევა ჩემთვის"



წყარო: Manutd.com
ახალი ამბები, ვიდეოები
17 კომენტარი
№1
ავტორი: chika91
17 ივლისი 2014 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
MIDI VAN
0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 ივლისი 2014 19:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაპიტანზე საფიქრალი არაფერია, ტუ ვინმე იმსახურებს ეს რუნია დაიმედია მართლა პერსის არ მისცემს რა მაგრად გამიტყდება
0
№3
ავტორი: Manchester_M
17 ივლისი 2014 19:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნიზე მთლად ტკბილად არ უსაუბრია !!! კაპიტნის თემა რავიცი ვან პერსი არ მიმაჩნია იდიალურ კაპიტნად :X და არც იმსახურებს ჯერ კაპიტნობას რუნი უნდა აირჩიოს ალბათ :X დრო გვიჩვენებს რას და როგორ იზამს !!! ცუდია კერიკის ტრამვა :X
0
№4
ავტორი: chestersa
17 ივლისი 2014 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
კაპიტნობის გარდა ყველაფერში ვეთანხმები! რუნი რუნი რუნი!
0
№5
ავტორი: gilmour
17 ივლისი 2014 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ძალიან ზოგადი პრესკონფერენცია გამოვიდა, სურვილი მქონდა უფრო კონკრეტულ თემებს შეხებოდა, თუმცა ჯერ საერთოდ არ იცნობს კლუბს და არაა გასაკვირი ასე ზოგადად რომ ილაპარაკა. ეს იყო უბრალოდ სავალდებულო პრესკონფერენცია, მომავალ დღეებში უკვე დაიწყებს აქტიურად გადაწყვეტილებების მიღება.
რაც მთავარია და რაც ყველაზე მეტად მაიმედბს ამბიციებით მოდის და თავს არ შეირცხვენს. საქმე იცის და ფული აქვს, დანარჩენს მიხედავს. წარმატებები ლუი!!!
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ივლისი 2014 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აშკარად ეტყობა ამ კაცს რო თავისი გეგმა აქვს თუ როგორ მიაღწიოს წარმატებას და მე მჯერა რო ეს გეგმა გაამართლებს. ნუ ახალგზრდებს რო შანს მისცემს ეგ უკვე ვიცოდით და რაც შეეხება კაპიტნის თემას, მე ვფიქრობ რო გიგზის სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ვან გაალისთვის.
0
№7
ავტორი: Nistelrooy
17 ივლისი 2014 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ლუუის <3
0
№8
ავტორი: chudikone
17 ივლისი 2014 20:54
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ლაივში ვუყურებდი და ძაან კარგად ლაპარაკობდა. ყველაფერი ესმის კაცს მართლა.. იმედებს უეჭველი გაამართლებს. და ჰო, პერსი რო დანიშნოს კაპიტნად არ გამიკვირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: L. van Gaal
17 ივლისი 2014 21:02
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 51
მაგარია ვან გააალი შენ უნდა გადაგვარჩინო წელს თასი და პრებიერ ლიგა მომავალ წელს ყველაფერი
0
№10
ავტორი: Best 7
17 ივლისი 2014 21:42
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ყველაფერში ვეთანხმები მე ამ კაცს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top