თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2014, 18:45
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2169,
კომენტარები: 5
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 7 [ნაწილი 1]
ბოში და ბექსი
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 7 [ნაწილი 1]
"როცა იუნაიტედზე ისაუბრებენ ოცდაათი ან ხუთასი წლის შემდეგ როი კინს გაიხსენებენ, როგორც ამ გუნდის ერთ0ერთ საუკეთესო ფეხბურთელს"

1999 წლის შესანიშნავი ფინალის შემდეგ ფერგიუსონს თავში ერთი შეკითხვა უტრიალებდა:" დარჩაკი კი მის ბიჭებს მოტივაცია, რომ კიდევ მოიგონ ტიტულები... აქვთ მათ ამის სურვილი?" მან იცოდა, რომ თვითონ არ დაუკარგავს გამარჯვების სურვილი, პირიქით მასში ეს გრძნობა კიდევ უფრო გამძაფრდა. თუმცა, მან არაფერი იცოდა იმ მილიონერების შესახებ, რომლებიც მოედანზე გამოჰყავდა. სწორედ ეს შიში ჰქონდა მის კაპიტანსაც, რომელიც გამუდმებით ამბობდა, რომ მას ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. კინი თვლიდა, რომ მედალი, რომელიც მან მიიღო, მას მიუგდეს და არ დაუმსახურებია. მას არ მოუპოვებია ეს მედალი, რადგან გამოტოვა ფინალის ბარსელონაში, თუმცა ეშმაკები იქამდეც ვერ მიაღწევდნენ რომ არა კინის ბრწყინვალე თამაში ნახევარფინალში იუვენტუსის წინააღმდეგ. ჯიუტი კინი და ფერგიუსონი გამარჯვებას მოწყურებულები იყვნენ და მათ კიდევ უფრო მეტი სურდათ. როი ოცნებობდა, რომ "პირველად" მოეგო ჩემპიონთა ლიგა. ის მოედანზე ყველაზე ხისტი ფეხბურთელი იყო და მოწინააღმდეგეს ყოველთვის ეშინოდა მისი. ისმოდა ჭორები, რომ ერთ-ერთი მათგანი ვინც გამარჯვების წყურვილი დაკარგა იყო დეივიდ ბექჰემი. მას უკვე ყველაფერი მოგებული ჰქონდა საკლუბო დონეზე და ახლა უკვე თავის მეუღე ვიქტორიასთან ერთად მუშაობდა "ბექჰემის" ბრენდზე(ბარსელონას ფინალიდან ერთ თვეში დეივიდი დაქორწინდა). თუმცა კრიტიკოსები ცდებოდნენ. შეიძლება ის ისე არ გამოხატავდა სათქმელს როგორც კინი, მაგრამ მასაც კიდევ უფრო გაუმძაფრდა ტიტულების მოგების სურვილი.

მოდით სანამ ვისაუბრებდეთ იმ შესანიშნავ 1999 წლის სეზონზე, რუნისა და რონალდუს იუნაიტედში გადმოსვლაზე, შევაფასოთ თუ რა ღირებულება ჰქონდა ფერგისთვის გუნდში ბექსისა და კინის ყოლას. რა თქმა უნდა კანტონასა და გიგზის შემდეგ ისინი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავები იყვნენ იუნაიტედში ბოსის მოღვაწეობის პერიოდში. 1993 წლის აგვისტოში ფერგიუსონმა კინი ნოტინგემ ფორესტიდან 3.75 მილიონ ფუნტად იყიდა და ეს თანცა მაშინ რეკორდული იყო ბრიტანეთში. "სიტი გრაუნდზე" ისრლანდიელმა შესანიშნავი მომზადება გაიარა ბრაიან კლაფის ხელმძღვანელობით . ახლა მას ახალი თავკაცი უმაღლესი კლასის მქონე ალექს ფერგიუსონი იქნება. როცა კინი ნოტინგემ ფორესტს ტოვებდა კლაფმა მასზე თქვა :" ამ ირლანდიელს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას. მას შეუძლია ბრძონა ბურთისთვის, მისი კონტროლი, პასების განაწილება და რა თქმა უნდა გოლების გატანა. ამის გაკეთება მოედანზე ისე შეუძლია თითქოს ბევრი დრო აქვს. სწორედ ესაა დამახასიათებელი უმაღლესი კლასის ფეხბურთელებისთვის. არაა საჭირო იყო გენიოსი რათა დაინახო ის, რომ ამ ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს. უკვე დიდი ხანია ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელი არ მინახავს."

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 7 [ნაწილი 1]


ნოტინგემ ფორესტს კინის სანაცვლოდ მხოლოდ 47 000 ფუნტი ჰქონდა გადახდილი. მან სამი წლის განმავლობაში 154 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. სანამ იუნაიტედი იყიდდა, ფერგიუსონი მას პირადად აკვირდებოდა. ბოსი ბევრჯერ აღნიშნავდა, რომ ირლანდიელი შესანიშნავი იყო. მასში განსაკუთრების მოსწონა ის, რომ ფეხბურთელი ცდილობდა ნებისმიერ ფასად მოეპოვებინა გამაჯვება. იუნაიტედისა და ნოტინგემის ერთ-ერთ მატჩზე ფერგიუსონმა თქვა :"მატჩის დაწყებისთნავე ბურთი ბრაიან რობსონს მიუვიდა კინმა კი იმ წამსვე უხეშად ითამასა მის წინააღმდეგ. მე აღვშფოთდი, როგორ ბედავდა ამას რობოს წინააღმდეგ. თუმცა მისთვის ავტორიტეტები არ არსებობდნენ. მაშინვე ვიფიქრე, რომ ის იუნაიტედის ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო. ბრაიან კლაფიც მაქსიმალურად შეეცადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი განვითარებულიყო. ის კარგად ხვდებოდა რომ კინს გვერდში დგომა და თავისუფლება ჭირდებოდა. მოედანზე როი აგრესიული იყო და მოედნის გარეთ საკუთარი თავის რწმენა არ ჰქონდა. კლაფი აძლევდა მას საკმარის დროს. მაშინ როცა კინი ახალი მოსული იყო კლუბში მისთვის სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის ახსნა რთული სულაც არ იყო უბრალოდ თანაგუნდელებს არ ესმოდათ მისი ირლანდიური აქცენტის გამო. თავიდან კლაფმა გადაწყვიტა რომ გუნდში აეყვანათ თარჯიმანი, რადგან როის გამოხატული ირლანდიური აქცენტი ჰქონდა და მასთან კონტაქტი უჭირდათ. ფერგიუსონს ასეთი პრობლემები არ ჰქონია. როცა 1993 წელს ახალგაზრდა ირლანდიელი ოლდ ტრაფორდზე გადავიდა, ის იყო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იუნაიტედის ისტორიაში. კინმა შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან ნერვიულობდა, როცა ოცნების თეატრში მიდოდა - იუნაიტედი იყო კლუბის, სადაც ბავშვობიდანვე სურდა თამაში და იყო პირველი ინგლისური გუნდი, სადაც შესამოწმებლად არ მიჰყავდათ და ამიტომ ის თვლიდა, რომ არ იყო ამ კლუბში თამაშის ღირსი.

ფერგიუსონმა კინისთვის ბრძოლა მოუგო სელტიკის ლეგენდას კენი დალსგლიშს, რომელიც იმ დროისთვის ბლექბერნის მწვრთნელი იყო. ფერგისა და დალგლიშს შორის ყოველთვის იყო დაძაბულობა, განსაკუთრებით 1985-91 წლებში როცა კენი ლივერპულის მწვრთნელი იყო. მათ შორის ყველაზე სერიოზული სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა 1988 წელს როცა ფერგი ენფილდზე განსახდეისკენ მიდიოდა და თან მსაჯს საყვედურობდა არდადებული პენალტის გამო. ამ დროს კი დალგლიშს თავისი პატარა შვილი ჰყავდა ხელში აყვანილი და ეუბნებოდა : " შენ მასზე უფრო ჭკვიანი ხარ ". მაშინ დალგლიში დარწმუნებული იყო, რომ შირერის შემდეგ კინიც მის გუნდში იქნებოდა. მან არ გაითვალისწინა ფერგის ტალანტი, რომ მას შეეძლო შესანიშნავად წარემართა მოლაპარაკებები. ფერგიუსონი საღამოს 11 საათისთვის დაჯდა მოსალაპარაკებლად და მალევე მოაწერინა კინს კონტრაქტზე ხელი. დალგლისშს კი ისღა დარჩენოდა, რომ ცენტრალური ნახევარმცველი ლიდსიდან ეყიდა. იუნაიტედს, რომელსაც კინი შეუერთდა, მოგებული ჰქონდა ინგლისის ჩემპიონატი, ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად. როის თანაგუნდელები გახდნენ ბრაიან რობსონი, პოლ ინსი, რაიან გიგზი და მარკ ჰიუზი. კინის კარიერა იუნაიტედში მარჯვენა ფლანგზე დაიწყო, თუმცა ამავდროულად ფერგი ხვდბოდა, რომ რობოსნის შესანიშნავი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. ამიტომაც კინს შემტევი ნახევარმცველის ადგილი დაუჯავშნა. ეს იყო ბოსის გენიოსობის კიდევ ერთი გამოვლინება. ფერგიუსონმა იცის თუ როდის უნდა შეცვალოს დიდხანს მოთამასე ვარსკვლავი და სწრაფადვე პოულობს მის შემცვლელს. როცა როიმ პირვლეად გააკეთა კომენტარი იმის შესახებ თუ რატომ არჩია მან იუნაიტედი, აშკარად შეიმჩნეოდა ფერგის გავლენა:"მე გადმოვედი იუნაიტედში, რადგან მათ აქვთ საუკეთესო სტადიონი, საუკეთესო გუნდი და საუკეთესო გულშემატკივრები. ბლექბერნმა წარმოუდგენელი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ როცა იუნაიტედის დაინტერესებაზე გავიგე არც კი დავფიქრებულვარ. ახლა მწვერვალია ჩემი კარიერისთვის და გამიმართლა რომ ასეთ კლუბში მოვხვდი.

როი კინის დებიუტი შედგა 1993 წლის 7 აგვისტოს უემბლიზე, ინგლისის სუპერთასის ფინალში, სადაც არსენალი დაამარცხეს. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და იუნაიტედმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა. ეს იყო კინის პირველი ტიტული. პრემიერ ლიგაში 15 აგვისტოს ჰქონდა დებიუტი ნორვიჩის წინააღმდეგ და რაიან გიგზს დაეხმარა გოლის გატანაში, მატცი 2:0 იუნაიტედმა მოიგო. კინმა პირველი გოლი იუნაიტედში გაიტანა ოლდ ტრაფორდზე 18 აგვისტოს, სადაც წითელმა ეშმაკებმა შეფილდი დაამარცხეს 3:0. ეს იყო კინისა და იუნაიტედის გულშემატკივრების სიყვარულის დასაწყისი, რომელიც 20 წელი გაგრძელდა. პირველივე სეზონში დაეხმარა გუნდს დუბლის შესრულებაში. ეშმაკებმა ჩემპიონატი და ინგლისის თასი მოიგეს .

მას შემდეგ რაც ბრაიან რობსონი მიდლსბროს მოთამასე მწვრთნელი გახდა, კინმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა, თუმცა იუნაიტედისთვის ის სეზონი წარუმატებელი აღმჩნდა, ტიტულის მოგება ვერ შეძლეს. მოვიდა ფერგის ბავშვებს დროც. როი კინი კი მათი კაპიტანი გახდა. მას შემდეგ რაც მეფე წავიდა 1997 წელს, მას შემდეგ როი უძღვებოდა მოედანზე 8 წლის განმავლობაში. ფერგი ამბობდა :" როი იყო ჩემი ყურები და თვალები მოედანზე". ფერგის აზრით, როი კინის საუკეთესო თამაში კარიერაში იყო ტურინში 1999 წელს, სადაც იუნაიტედი 0:2 მარცხდებოდა და შესანიშნავი ქამბექით შეძლეს ფინალში გასვლა. ეს სასწაული სწორედ კინმა მოახდინა, რომლის მადლიერიც ფერგი მუდამ იქნება. როგორც ვთქვით როიმ მიიყვანა გუნდი წარმატებამდე, თუმცა მაინ იცოდა, რომ ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებდა ფინალს. მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ კაპიტანი სულიერად დაეცა. ახლა მან უკვე კარგად გააცნობიერა: ის ფინალში ვერ ითამაშებდა და ამაში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა. პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკუთარ თავს ამ საქციელს არასოდეს არ აპარიებდა. ის ყვითელი ბარათი, რომელიც მან მსაჯთან კამათისთვის მიიღო სრულიად უაზრო იყო , რამაც განაპირობა მისი ფინალს მიღმა დარჩენა. მას საკუთარი საქციელი ძვირად დაუჯდა.

ტურინში ყველა მაქსიმალურად დაიხარჯა, თუმცა ვერავინ ბედავდა იმის თქმას რაც თქვა მწვრთნელმა :"მას შემდეგ რაც ყვითელი მიიღო, მიხვდა რომ ფინალს ვეღარ ითამაშებდა და ბოლომდე დაიხარჯა რათა გუნდი წინ გაეყვანა. ეს იყო თავგანწირვის ყველაზე დიდი მაგალითი რაც კი ფეხბურთში მინახავს." იუნაიტედის გამარჯვების შემდეგ უხუცესმა ჟურნალისტმა, ჰიუ მაკვლანიმ განაცხადა:" კინი იუნაიტედის უახლოეს ისტორიაში უმთავრესი ფეხბურთელია." ბოლოს როცა კინმა ბარსელონაში გამარჯვებაზე ისაუბრა, თქვა , რომ მისთვის მედალი არაფერს არ ნიშნავდა:" ფეხბურთი ეგოისტური თამაშია. რაც არ უნდა მითხრათ, რომ მე ის მედალი მეკუთვნის, ყოველთვის გიპასუხებთ, რომ არ დამიმსახურებია."

პირველი სეზონი ამ ტრიუმფის შემდეგ არც ისე წარმატებული გამოდგა. ეშმაკები გამოეთიშნენ ინგლისის თასის გათამაშებას რათა მიეღოდ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპოინატში კლუბებს შორის. მოთამაშეებმა კვლავ აჩვენეს ბოსს, რომ შესანიშნავად შეუძლიათ საქმის გაკეთება და 2000 წლის მაისში კიდევ ერთხელ მოიგეს პრემიერ ლიგა. ეშმაკებმა თავისი ევროპული ტიტულიც დათმეს, თუმცა გუნდში ზუსტად იგივე შემადგენლობა იყო რაც ტრებლის მოგების დროს. მხოლოდ მეკარე იყო შეცვლილი(შმეიხელის მაგივრად გუნდში მარკ ბოსნიჩი იყო). ჩემპიონატში შესანიშნავი შედეგი აჩვენეს მათ 91 ქულა აიღედ და 97 გოლი გაიტანეს. თუ მათ 1999 წელს 79 ქულით დაასრულეს სეზონი და ერთი ქულით მოუგეს არსენალს, ახლა 18 ქულით გაუსწრეს მათ. ეს იყო გუნდი ,რომელმაც ფორმა არ დაკარგა და სტატისტიკაც გააუმჯობესა. ფერგი ხედავდა, რომ მის ბიჭებს ისევ სურდათ ბევრი ტიტული მოეგოთ.

მომდევნო სეზონში ეშმაკებმა მეშვიდედ მოიგეს პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული და ამავდროულად ეს ზედიზედ მესამედ მოახერხეს. 2001 წლის ტრიუმფი ასევე ნიშნავდა იმას, რომ რომ ფერგიუსმა გადაუსწრო ლივერპულის ყოფილ მწვრთნელს, ბობ პეისლის ტიტულების რაოდენობით. ეს ფერგისთვის მეთოთხმეტე ტიტული იყო, ხოლო პეისლის 13 ჰქონდა ლივერპულთან ერთად მოგებული. იმავე დროისთვის იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბაიერნთან დამარცხდა ორი მატჩის ჯამში 1:3. ეს გარკვეულწილად შურისძიება იყო გერმანელების მხრიდან, რომლებიც საოცარ ფინალში დამარცხდნენ ბარსელონა, ხოლო ფერგიუსონისთვის, რომელსაც ტიტულის მოგება სურდა, უდიდესი დარტყმა იყო. საბოლოოდ ლიგის ჩემპიონი ბაიერნი გახდა, რომელმაც ფინალში ვალენსია დაამარცხა. იუნაიტედის ასე ადრეულ ეტაპზე გამოვარდნამ, გააკვირვა ყველა და მილანის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ფერგიუსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან თქვა რომ სეოზონის ბოლოს გაწყვეტდა კავშირს იუნაიტედთან. იუნაიტედის ოცდაორიათასმა მცირე აქციონერმა განაცხადა, რომ სწორედ კლუბმა აიძულა ფერგიუსონი დაეტოვებინა კლუბი. კლუბი აცხადებდა, რომ ბევრჯერ სცადეს მისი გადარწმუნება, მაგრამ ამაოდ. ეს სიტუაცია ჰგავდა ბასბის შემთხვევა. შეიძლება ფერგიუსონის დარჩენის შემდეგ კლუბი ჩრდილში მოქცეულიყო, როგორც ეს უკვე ერთხელ მოხდა იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელის დროს. "ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა და თავი უნდა დაგვეცვა სირცხვილისაგან."_განაცხადა აქციონერთა წარმომადგენელმა ოლივერ ჰიუსონმა. "ისევე როგორც ბასბის მემკვიდრეები, ასევე ფერგის მემკვიდრეებიც მოექცეოდნენ დიდებული მწვრთნელის ჩრდილში. ხელმძღვანელობისათვის ასევე რთული იქნებოდა გადაწყვეტილება ფერგიუსონისთვის სხვა თანამდებობა მიეცათ კლუბში, რადგან მას სხვა შეხედულება ჰქონდა ფეხბურთზე და ის ეკუთვნოდა იუნაიტედის ფანებს. ბოსი არ გამოდგებოდა მარკეტინგში და სხვა სეთ საკითხებში. მას აფასებდნენ ქალაქში და აღმერთებენ ტრიბუნებზე." თუმცა თებერვალში ყველაფერი დასრულდა, ბოსმა წასვლა გადაიფიქრა. სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ თქვა, რომ 2005 სამუდამოდ წავიდოდა გუნდიდან:" მიხარია რომ გუნდში დავრჩი, მაგრამ კონტრაქტის ამოწურვისთანავე წავალ. მე არ მაქ განზრახვა რაიმე სხვა გზით დავბრუნდე კლუბში.არ შემიძლია გუნდიდან ამ დროს წასვლა. ეს იყო ნაადრევი გადაწყვეტილება. ეს თემა ოჯახთან ერთად განვიხილე და გადავწყვიტეთ, რომ უნდა გამეგრძელებინაა იუნაიტედის გაწვრთნა. " შემდეგ ბოსმა ყველაფერი ახსნა გაზეთთან Scotman :"სინამდვილეში ეს კეტის იდეა იყო. მას რომ არ მოეფიქრებინა და მეგობრებიც არ დახმარებოდნენ მე ალბათ არ გდავიფიქრებდი. მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობ რომ ეს იყო ის იდეა, რომლის გამოვლინებასაც ველოდებოდი. ახლა ყველაფერს განსხვავებულად წარვმართავ." მე ასევე მითხრეს, რომ მას ასევე არ მოსწონდა სვენ გორან ერიქსონის კანდიდატურა, რადგან მასაც ისევე მოექცეოდნენ როგორც ბილ შენკლის ლივერპულში. ბილ შენკლი არასასურველი სტუმარი გახდა ლივერპულის სავარჯიშო ბაზაზე. ის უმიზნოდ იყო ჩასული ბლექპულში და მარტოდმარტო დარჩენილი უყურებდა ირლანდიის ზღვას. ალბათ სწორედ ეს დაეხატა ფერგიუსონს წარმოსახვაში. ასევე კეტიმ უთხრა რომ საშინელება იქნებოდა, როცა მთელი დღე სახლში უსაქმურად ნახავდა მას. მაგრამ ფერგი სხვა სამყაროში ცხოვრობდა. მან შეაღწია უდიდეს საფეხბურთო ატმოსფეროში და იქვე მოკვდებოდა.

საბოლოოდ ეგ სეზონი იუნაიტედისთვის წარუმატებელი გამოდგა. ფერგიუსონის გადაწყვეტილებები ცუდად მოქმედებდა ფეხბურთლებზე და ამით ისარგებლა არსენალმა და ხელიდან გამოგლიჯა ტიტული, ამავდროულად ლონდოლებმა დუბლი შეასრულეს პრემიერ ლიგასთან ერთად ინგლისის თასი მოიგეს, როგორც ეშმაკებმა 1998 წელს. ახალი სეზონიც ცუდად დაიწყო მას შემდეგ რაც ჰოლანდიელი გიგანტი, იაპ სტამი , ლაციოში გაყიდეს მის შემცვლელად გუნდში ლორან ბლანი მოვიდა. 30 წლის ფრანგი არ იყო სტამის ადეკვატური შემცვლელი და ამით კლუბი დაზარალდა. 2001 წლის 8 დეკემბერს როცა იუნაიტედმა 7 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო დანარჩენი კი წააგო, ეშმაკები ლიდერ ლივერპულს 11 ქულით ჩამორჩებოდნენ, თან მერსისაიდელებს კიდევ ერთი მატჩი ჰქონდათ ჩასატარებელი. საბოლოოდ მანჩესტერელებმა მესამე ადგილი დაიკავეს. 2002 წელს ფერგისა და კინის სურვილი ჩემპიონთა ლიგის მოგებისა კლვავ წინ წამოიჭრა თუმცა მათ წინ იმედგაცრუება ელოდათ, რადგან ლევერკუზენის ბაიერს ვერ გასცდნენ. პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე 2:2 დასრულდა, ხოლო გერმანიაში ფრე 1:1 ითამაშეს გუნდებმა . იუნაიტედი გამოვარდა ტურნირიდან სახლში გაშვებული გოლების გამო. ფერგიუსონის გეგმები, მშობლიურ გლასგოში დაებრუნებინა ტიტული , ჩაიშალა, ხოლო კინისთვის ფინალის თამაში კვლავ შეუძლებელი იყო. ეს იყო უდიდესი დარტყმა ორივესთვის.
ირლანდიელმა ამ დამარცხებას კატასტროფა უწოდა და თავისი თანაგუნდელები გააკრიტიკა. ის ადრეც აკეთებდა სარკაზმულ განცხადებებს მათზე და ამბობდა, რომ მათ მხოლოდ თავიანთი მანქანები და როლექსის საათები აინტერესებდათ. გერმანიაში თამასის შემდეგ კინმა განაცხადა:"ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია, როცა ამდენ მომენტს აფუჭებ ნახევარფინალში. ეს კლუბი ღირსია იყოს ლიგის ფინალში, მაგრამ ჩვენ ხელიდან გავუშვით ეს შესაძლებლობა. ეს არაა ის რეზულტატი რასაც ველოდით". ამის შემდეგ კინის კრიტიკა გუნდს დაატყდა მაშინ, როცა ოლდ ტრაოფრდზე არსენალთან დამარცხდნენ და ლონდონელებმა ჩემპიონობა მოიპოვეს. კინმა გააკრიტიკა ფეხბურთელები, რომლებიც ახალი გადმოსულნი იყვნენ კლუბში და ამით ის ფერგის საქმიანობასაც შეეხო. ამ დაპირისპირების შემდეგ მწვრთნელისა და კინის ურთიერთობა დაიძაბა და მათი ერთობა დაირღვა.

2002/03 წლის სეზონის ბოლოს ფერგიუსონმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მან ლიდსიდან 23 ლის ცენტრალური მცველი, რიო ფერდინანდი, იყიდა 30 მილიონ ფუნტად. ბრიტანეთში ასეთი კოლოსალური თანხა მცველში არასოდეს გადაუხდიათ, თუმცა ფერგის ამ ნაბიჯმა გაამართლა. ის შესანიშნავად ჩაერთო თამაშში და გუნდს დაეხმარა ტიტულის დაბრუნებაში. მომდევნო სეზონებში კი ის იუნაიტედის კაპიტანი გახდა.

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 7 [ნაწილი 1]


კინმა 2003 წელსაც დაკარგა თავისი საოცნებო ტიტული. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალიდან ეშმაკები მადრიდის რეალმა გამოაგდო. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუცრუა მას იმედები და გააბოროტა. 2003/04 სეზონში იუნაიტედმა ინგლისის თასი მოიგო თუმცა კინი ამას უმნიშვნელოდ თვლიდა. 32 წლის კინს რამდენიმე მძიმე ტრავმის გადატანა მოუწია : ჯვარედინი იოგების გაწყვეტა, მყესის გაწყვეტა (რეციდივი), ბარძაყის ტრავმა (რომელიც ხელს უშლიდა მის კარიერას), ზურგის ტრავმები და სხვა. მისი პირადი ცხოვრება შესანიშნავად ეწყობოდა, მას 5 შვილი ეყოლა, მოედანზე კი დარჩა მარტოსულ, მოუსვენარ ადამიანად. 2003/04 სეზონში კინი გადაიწვა და ეს გარკვეულწილად მისმა აუხდენელმა ოცნებამ გამოიწვია. მისთვის შეუძლებელი იყო ჩემპიონთა ლიგის მოგება, რასაც ყოველთვის განიცდიდა. ერთი წლის შემდეგ მისი ერა ოლდ ტრაფორდზე დასასრულს მიუახლოვდა. 2005 წლის 18 ნოემბერს ტრავმიანობის გამო კლუბი დატოვა. ბოლოს იუნაიტედის მაისურით ლივერპულთან ითამაშეს. ის თამაში 0-0 დასრულდა, კინმა კი იმ თამაშში ფეხი მოიტეხა. საერთო ჯამში კინი გუნდს 13 ტიტულის მოგებაში დაეხმარა და ის ყველაზე შედეგიანი კაპიტანი გახდა კლუბის ისტორიაში. იუნაიტედთან ერთად კინმა 7_ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 4_ჯერ ინგლისის თასი, ერთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის. 2004 წელს ის შეიყვანეს პრემიერ ლიგის დიდების ოთახში, ხოლო პელემ ის თავის 25 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა...


გაგრძელება იქნება .....

ნაწილი 1

ნაწილი 2

თავი 3. ნაწილი 1

თავი 3. ნაწილი 2

თავი 4

თავი 5. ნაწილი 1

თავი 5. ნაწილი 2

თავი 6
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
17 ივლისი 2014 14:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეს უკვე ბოლომდე წავიკითხე, ოღონდ რუსულად მაგრა აქვს დაწერილი იმენა
0
№2
ავტორი: Amerigo
17 ივლისი 2014 15:24
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
გიწვალია და კარგია ნამდვილად!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
17 ივლისი 2014 16:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აუ რა მაგარია ამის თარგმნა რო გააგრძელეთ foreveralonehappy
0
№4
ავტორი: Manchester_M
17 ივლისი 2014 19:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგია რომ თარგმნით ვისაც ჯერ არ შეგვიძენია ეს წიგნი ძან კარგია მისთვის ჩემ წილ მადლობას გიხდი გაწეული შრომისთვის :)))
0
№5
ავტორი: chudikone
18 ივლისი 2014 08:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან მაგარი იყო..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top