თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2014, 12:05
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1769,
კომენტარები: 9
ვან პერსი სამი კვირა დაისვენებს
ჰოლანდიელს ძალების აღდგენა სჭირდება.
ვან პერსი სამი კვირა დაისვენებს
განვლილ მუნდიალზე ვან პერსიმ 7 მატჩიდან 6 ში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და დაეხმარა საკუთარ ნაკრებს მესამე ადგილის დაკავებაში. ცნობილია რომ ჰოლანდიელი ტრავმებისკენ არის მიდრეკილი და წინა სეზონში მას დეკემბერი და იანვარი ტრავმების გამო გაუცდა. საბოლოო ჯამში მან 12 გოლის გატანა მოახერხა 21 შეხვედრაში.

ვან პერსი მომავალ თვეში 31 წლის გახდება და ახლა იგი "ელემენტების აღსადგენად" ემზადება, მაშინ როდესაც მისი თანაგუნდელები ამერიკაში წასასვლელად გეგმებს აწყობენ. "სამ კვირიანი შესვენება მჭირდება." აცხადებს რობინი. "მუნდიალმა მძიმედ ჩაიარა ჩემთვის. მე ყოველ მატჩში ბოლომდე დავიხარჯე. ფლეი-ოფებში ჩვენ თავდაუზუგავად ვიმუშავეთ და ახლა ლიმონივით ვართ, რომელიც ბოლომდეა გამოწურული."

ვან გაალი, რომელსაც ბედნიერება აქვს რობინს "იუნაიტედშიც" მისცეს დავალებები, აცხადებს: "ჩვენ ხელახლა გადავაწყეთ ვან პერსი ფლეი-ოფებისთვის. თუ შეხედავთ საიდან სად მოვიდა რობინი და რამდენს მიაღწია, შექების გარდა სხვა არაფერი გექნებათ მისთვის სათქმელი."

მოსალოდნელია, რომ ვან პერსი მწვანე მინდორს 12 აგვისტოს დაუბრუნდება, მატჩში სადაც "იუნაიტედი" "ვალენსიას" დაუპირისპირდება. "წითელი ეშმაკები" ახალ პრემიერ ლიგის სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებენ "სუონსისთან" საშინაო მატჩით.

წყარო: "SkySPORTS
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
15 ივლისი 2014 12:09
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან კარგი!!! ნამდვილად უნდა ამას დასვენება... საღოლ დაჩი
0
№2
ავტორი: BERDI
15 ივლისი 2014 12:23
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
დაისვენოს და მალე ახალი შემართებით შეუერთდება კლუბს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: Manchester_M
15 ივლისი 2014 12:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ცუდია ტურენს გამოტოვებს მაგრამ ეპლისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება :))
0
№4
ავტორი: Best 7
15 ივლისი 2014 13:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დაისვენოს ცოდაო მართლა ბოლომდე იხარჯება
0
№5
ავტორი: don_vini
15 ივლისი 2014 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ეკუთვნის და ღირსეულად ჩაათAრა მსოფლიო ჩემპიონატი,და ეკუთვნის კაცს დასვენება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: Count Alucard
15 ივლისი 2014 14:37
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დაისვენოს თუ უნდა საერთოდ ნუ წავა ტურნეში პრემიერ ლიგისთვის იყოს მზად.
0
№7
ავტორი: temo-scholes
15 ივლისი 2014 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Piriqit kargicaa... Daisvenebs da tan turneze axalgzrda fexburtelebi unda gamoicados... Enrikesis meimedeba dzaan da tan mainteresebs rogor chaatarebs matchebs...
0
№8
ავტორი: manutd---10
15 ივლისი 2014 15:52
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
თუ ვან პერსი არ მყავს ესეიგი მის ადგილას ბებეს ვიხილავთ? საინტერესოა :) ისე ვან პერსი თუ არ მიყავს ლინგარდს მიეცემა შანსი
0
№9
ავტორი: GeorgeBest
15 ივლისი 2014 16:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯობდა ჯობდა

90 წუტი ვეღარ ძლებდა უკვე მიედანზე. ბრაზილიაში სხვა პირობები იყო მაგრამ მაინც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top