"წითელი ეშმაკების" ფეხბურთელს უეინ რუნის სურს, ინგლისის ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეხმაროს.
"მოვიდა დრო, ყველას დავუმტკიცო, რომ ჩამოყალიბებული მოთამაშე ვარ, რომელსაც გუნდის მართვა შეუძლია. მესმის, რომ უზარმაზარ ყურადღებას მომაქცევენ, მაგრამ ამის არ მეშინია.
იმედია მომავალში ტიტულს მოვიგებთ და ყველანი დადებითად ისაუბრებთ ჩემზე.
წარმატება მნიშვნელოვანი მაშინაა, როდესაც ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ყოველთვის ვცდილობ, მათ რჩევები მივცე.
მუდამ მემახსოვრება ალექს ფერგიუსონის სიტყვები ერიკ კანტონაზე, რომელიც "მანჩესტერში" ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარებოდა და ბევრ რამეს ასწავლიდა.
შესაძლოა, ინგლისის ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელების სწავკება მეც გამომივიდეს. მათ დახმარებას ყველანაირად ვეცდები", -დაასრულა კაპიტანმა
სტატიები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.