თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2014, 17:31
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1786,
კომენტარები: 8
გიგზი ბევრის სწავლას აპირებს
მომავალში გიგზს ვან გაალის ადგილის დაკავება სურს
გიგზი ბევრის სწავლას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი აცხადებს, რომ მას სურს ბევრი რამ ისწავლოს ლუი ვან გაალისგან და მომავალში მისი ადგილიც დაიკავოს. გასული სეზონი რაიანისთვის ბოლო გამოდგა მის კარიერაში. ახლა 40 წლის უელსელი ლუი ვან გაალთან ერთად "წითელ ეშმაკებს" გაწვრთნის. რაიანი კი თავის გეგმებს არ მალავს.

"ვფიქრობ სამი შესანიშნავი წელი მაქვს იმისთვის, რომ გუნდის გაწვრთნა ვისწავლო. იცით, რომ მამავალში მწვრთნელობა მსურს. ძალიან გამიხარდება თუ ლუი ვან გაალის შემდეგ მე ჩავიბარებ "იუნაიტედს", ეს ძალიან დიდი ბედნიერების მომტანი იქნება ჩემთვის."

"რის სწავლას ვაპირებ ვან გაალისგან? როგორ მოვამზადო გუნდი მატჩებისთვის, როგორ ვავარჯიშო ისინი, ან კიდევ როგორ მოვექცე ლიდერებს. რაც შეიძლება ბევრის სწავლა მსურს ასეთი ადამიანისგან. ჩემთვის ყველაფერი თავიდან იწყება, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

"მას (ვან გაალს) ძალიან უყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, რაც "იუნაიტედის" ფილოსოფიას სრულიად ერგება." - განაცხადა გიგზმა MUTV-თან.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
14 ივლისი 2014 17:35
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დიდი ალბათობით გაამართლებს ლუი და გიგზსაც ბევრ რამეს ასწავლის...მოუსნაირი და გვარდიოლასნაირი მწვრთნელი თუ გახდა გიგზი, ნუ რავი რა იქნება არ ვიცი...
0
№2
ავტორი: Best 7
14 ივლისი 2014 17:50
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რავი ისეთი კარგი მწვრთნელია ლუი მართლა ბევრს ასწავლის გიგზს!
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 ივლისი 2014 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან გამიხარდება თუ ლუი ვან გაალის შემდეგ მე ჩავიბარებ "იუნაიტედს- რა ნამიოკი ჩაგვირტყა ამ ოხერმა love wink
0
№4
ავტორი: salome-rooney
14 ივლისი 2014 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
კარგია რომ ერთად იმუშავებენ. გიგზი კარგი მწვრთნელი დადგება და გამიხარდება მას თუ მანიუს მწვრთნელად ვიხილავ
0
№5
ავტორი: Manchester_M
14 ივლისი 2014 18:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყველაფერი აქვს გიგზ იმისთვის რომ ერთ - ერთი საუკეთესო მწვრთვნელი გახდეს მომავალში :))
0
№6
ავტორი: GeorgeBest
14 ივლისი 2014 18:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედი მაქვს, მარტო ვან გაალის გამართლება კი არ მინდა, მემკვიდრეც უნდა გამოზარდოს გიგზის სახით
0
№7
ავტორი: chudikone
14 ივლისი 2014 20:04
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაიცა, მოიესი გაუშვეს ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: red devil
15 ივლისი 2014 08:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აუ გვარდიოლასნაირი და მოურინიოსნაირი მწვრთნელი თუ დადგა რაიანი მაგარი იქნება რადგან ის ფერგის ეპოქას გააგრძელებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top