თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2014, 09:40
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1369,
კომენტარები: 7
ვან გაალი 2014 წლის მსოფლიოზე საუკეთესო მწვრთნელი იყო
მოურინიო საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
ვან გაალი 2014 წლის მსოფლიოზე საუკეთესო მწვრთნელი იყო
"ჩელსის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლუი ვან გაალი უნდა დასახელდეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად.

"ჩვენ აქ ხუთი კვირით ვართ, დიახ არ გეშლებათ, ხუთი კვირით!" - ასეთი სიტყვები განაცხადა 62 წლის ლუიმ ჩემპიოანტის დაწყების წინ. ვან გაალმა მართლაც შეასრულა დანაპირევი და მან მატჩების მაქსიმუმი ჩაატარა. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები მესამე ადგილს დასჯერდა. ჟოზე მოურინიო კი თვლის, რომ მისი მომავალი მოწინააღმდეგე პრემიერ-ლიგაში, საუკეთესოდ უნდა დასახელდეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე.

"ჰალილჰოჯიჩი, მიგელ ერერა, ხორხე სამპაოლი, ხორხე ლუის პინტო, იურგენ კლინსმანი, ხოსე პეკერმანი - ყველა ეს მწვრთთნელი დიდებული იყო."

"მაგრამ მე რომ მქონდეს შანსი ავირჩიო ერთი, მე აუცილებლად ლუი ვან გაალს ავირჩევდი. ვფიქრბ, რომ ლუიმ ყველაფერი გააკეთა ჰოლანდიასთან ერთად. მსოფლიოს დაწყებამდე მისი გუნდისთვის, რომ შეგეხედათ იტყოდით, რომ ეს გუნდი ჯგუფიდანაც ვერ გამოვიდოდა, მაგრამ მათ მესამე ადგილი მოიპოვეს." - აცხადებს მოურინიო Yahoo-სთან.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
14 ივლისი 2014 09:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მართალია ეს კაცი...ლუის გუნდი სუსტი იყო ცოტა ფეხბურთლი იყო ცნობილი და უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ რაც დასაფასებელიცააა....ყველას გადავუვლით წელს!!!
0
№2
ავტორი: BERDI
14 ივლისი 2014 11:22
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
რათქმაუნდა უნდა დასახელდეს მაგარი ამოაქაჩIა ჰოლანდიას და შესანიშნავი ტაქტიკებით თამაშობდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: Manchester_M
14 ივლისი 2014 11:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მართალია ლოვმა მოიგო მსოფლიო მაგრამ ლუიმ რაც გააკეთა ახალგაზრდა ბიჭებით დასაფასებელია :)))
0
№4
ავტორი: Best 7
14 ივლისი 2014 12:19
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რამდენი ახალგაზრდა ყავდა გუნდში თქვენც ხედავდით და ჩემი აზრით იმსახურებს ამ ტიტულს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 ივლისი 2014 14:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა ჯახი იქნება პრემიერ ლიგაში მოუ–ვან გაალის პონტში love
0
№6
ავტორი: salome-rooney
14 ივლისი 2014 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
მართალია მოურინიო ვან გაალი მართლაც საუკეთესო მწვრთნელია შესანიშნავი სეზონი ჩაატარა იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონატი ვერ მოიგო, მაგრამ მან ჩეძლო გამოუცდელი გუნდით მესამე ადგილის აღება
0
№7
ავტორი: LizarD
15 ივლისი 2014 01:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
არ მევასებოდა თავიდან და ამ მსოფლიოს შემდეგ ძალიან ვაფასებ და მომწონს ვან გაალი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top