თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2014, 00:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3066,
კომენტარები: 16
"ცდებით მეგობრებო, ამ კაცს ყველაფერი შეუძლია"
ინტერვიუ დაჩი გრიგოლიასთან.
redarmy.ge აგრძელებს თავის მომხმარებლებთან ინტერვიუს. მომდევნო რესპოდენტი დაჩი გრიგოლია (Berba 9) გალავთ. დაჩი Staff ჯგუფის წევრი გახლავთ და საიტის სტაჟიანი მომხმარებელია.

გამარჯობა დაჩი. გაგვეცანით თუ შეიძლება.


გაუმარჯოს, სახელი როგორც უკვე დაწერე დაჩი, გვარი გრიგოლია, 19 წლის, ვცხოვრობ თბილისში, ვსწავლობ დამპალ უნივერსიტეტში, კერძოდ კავკასიის უნივერსიტეტში.

რატომ "მანჩესტერ იუნაიტედი?

ოო, ეგეთ კითხვებს არ ვართ... რატომ "მანჩესტერ იუნაიტედი" - თითქოს ადვილი კითხვაა, მაგრამ არც ისეთი, შორიდან რომ ჩანს. ალბათ პირველ რიგში როგორც ყველა გულშემატკივარი იტყოდა იმიტომ - რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. ხოლო თუ მე რატომ გავხდი "იუნაიტედის" გულშემატკივარი, მცირე ისტორიას მოვყვები... ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ ჰოლანდიის ნაკრებს, რეალურად საყვარელი კლუბი არ მყავდა, მაგრამ მიყვარდა ყველა ის ჰოლანდიელი, რომელიც სხვადასხვა კლუბში თამაშობდა. განსაკუთრებით კი დავიდსი და ამიტომ ცოტა სიმპატიები "იუვენტუსისკენ" მქონდა... მაგრამ, რომ არ მოგატყუოთ, არ ვარ "იუნაიტედის" სტაჟიანი გულშემატკივარი. დავიდსის წასვლის შემდეგ დიდი ხანი ვეძებდი საყვარელ კლუბს და რაც არ უნდა საინტერესო იყოს ეს კლუბი რონალდუმ შემაყვარა და თავად პორტუგალიელი შემზიზღდა. 2009 წელს რაც გააკეთა ჩემთვის პირადად დიდი დარტყმა იყო, რადგან საყვარელი ფეხბურთელი იყო და ძალიან ძნელად გადავიტანე მისი გადასვლა. მაგრამ ეხლა ვიცი რომ რონალდუ ჩემს თვალში არაფერს არ წარმოადგენს, მიუხედავად მიღწევებისა. მე "იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ, ამ ყველაზე მაგარი გუნდის, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში !!!

2009 წლის ზაფხულში, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მისმა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა და მარდიდს მიაშურა, სადაც სამეფო კლუბის რიგებში გადასვლის სემდეგ მსოლფიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად იქცა.

რონალდუს საქციელს ღალატად თვლით?


რა თქმა უნდა!!! მე პირადად მოღალატედ მიმაჩნია, მიუხედავად იმისა რომ მან ოცნება აისრულა და "მადრიდის რეალში" ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ძალიან ბევრი წარმატება მოუტანა მე მაინც მოღალატედ მიმაჩნია, რადგან რომ არა "იუნაიტედი" ის ოცნებასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა და ჩემი აზრით ის ამ კლუბში გაიზარდა და აქ უნდა დაესრულებინა კარიერა. რამდენი წელიც ვიქნები ამ კლუბის გულშემატკივარი და ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება, რონალდო მაინც მოღალატე იქნება ჩემთვის... და ბოლოს მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგად არის განწყობილი სერ ალექსის მიმართ და კარგ სიტყვებს არ იშურებს მე მაინც მეცოდინება, რომ რონალდუმ გააკეთა ის რაც არ უნდა გაეკთებინა და საბოლოო ჯამში კლუბმა მაინც იხეირა - კაი 100 მილიონი აიღო (იცინის).

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, დაჩი გრიგოლიას ნიკი Berba 9 გახლავთ. რა თქმა უნდა ეს ნიკი მას შემთხვევით არ აურჩევია.

berba9 ბულგარელისადმი სიყვარულის გამო გიწერიათ?

კი, რა თქმა უნდა... აი რონალდუ ჩემთვის ბერბამ შეცვალა. ამ კაცს თამაშის დონე, მომხიბვლელობა, გოლის გატანის ალღო, კლასი, ტექნიკა, ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ფეხბურთელი მოგეწონოს და დააფასო. თუნდაც "ლივერპულთან" გატანილი 3 ბურთი რად ღირს. სხვათაშორის ერთ-ერთი ვიდეოა სადაც ბერბამ თავის სტილში ითამაშა "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ და თუ გახსოვთ რონალდოს, რომ გაატანინა. მანდ ინგლისელი კომენტატორი ამბობს: "რონალდოს ამაზე ადვილი გოლი ჯერ არ გაუტანიაო" და კიდევ დიდი ხანი ვერ გაიტანს. აქედან გამომდინარე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს ვინც ამბობს, რომ ბერბატოვი მარტო საჯარიმოში დასადგომად იყო. ძალიან ცდებით მეგობრებო, ამ კაცს ყველაფერი შეუძლია, უბრალოდ ის ბევრმა ვერ დააფასა, მარტო ბერბატოვის გამო ვუყურებ ხოლმე ბულგარეთის თამაშებს და იქაც თავის სტილში აკეთებს ყველაფერს !

ბერბატოვის პერიოდის "იუნაიტედში", გარდა ბულგარელისა "წითლებს" არგენტინელი კაროლს ტევეზიც ჰყავდათ თავდასხმის ხაზში. სერ ალექს ფერგიუსონი ძირითად აქცენს, სწორედ ბულგარელზე აკეთებდა და ამის გამო დიდ მითქვა-მოთქმასაც იწვევდა. გულშემატკივართა უმეტესობას ტევეზის თამაშის ხილვა უფრო სურდა და მოსწონდა, ვიდრე დიმიტარ ბერბატოვის.

თქვენ ალბათ არ ეთანხმებით ამ მოსაზრებას.

ბერბატოვში გადახდილი თანხა არ შეესაბამებოდა მის დონეს. ამაზე არ ვიდავებ არასდროს, მაგრამ ხომ არიან ფეხბურთელები, რომლებშიც თავის და უნებურად იხდიან დიდ ფულს და შემდეგ ზედმეტს ელიან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბერბაში გადაიხადეს გაცილებით მეტი ვიდრე ღირდა და შემდეგ მისგან მეტს ელოდნენ. იყო თამაშები როდესაც, რუნი, ტევესი, ბერბა, რონალდუ ერთად თამაშობდნენ და ეს ხშირად ხდებოდა. ასეთ დროს ძალიან იჩაგრებოდა ბერბატოვი... თუნდაც რუნის გვერდზე იჩაგრებოდა ბერბა. ის 9 ნომერია და მისგან მომენტების შექმნასაც ითხოვდნენ. კრიტიკას ხანდახან მეც ვიზიარებდი, მაგრამ არა იმ დოზით, რა დოზითაც მას ხვდებოდა. ტევეზს რაც შეეხება, რადგან იკითხე ვიტყვი ამ ფეხბურთელზეც. გამყიდველი ნომერი 2, რონალდუს შემდეგ ! მისი ყველა საქციელი ამაზრზენი იყო, "სიტიში" გადასვლიდან დაწყებული "იუვეთი" დამთავრებული. ძალიან არ მომწონდა ეს ფეხბურთელი თავიდანვე, მაგრამ ხშირად კარგად თამაშობდა და ამიტომ არ ვიტყვი მის თამაშზე ბევრს არაფერს, უბრალოდ არგენტინელი მეორეა ჩემს სიაში, "გამყიდველთა სიაში".

"მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა კაპიტანმა, ნემანია ვიდიჩმა, რომელმაც კარიერის გასაგრძელებლად სერია ა და მილანის "ინტერი" არჩია.

როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვიდიჩის მიერ კლუბის დატოვებისადმი?

დადებითი თქო ვერ ვიტყოდი, მაგრამ არც ნეგატიური, სადღაც შუაში. მახსოვს ჩემმა სეხნიამ (chudikone-მ) დაწერა კაპიტანი ასე არ უნდა ნებდებოდესო და მართალიც არის. პლიუს ამას ძალიან არ მომეწონა რაც ვიდიჩმა ისაუბრა, გასაგებია ახალი კლუბის პოლიტიკა დაიცვა, მაგრამ "იუნაიტედში" ძალიან დიდი ხანი იყო და მეტი საქებარი სიტყვები უნდა "გაემეტებინა". ვიდიჩი ძალიან მომწონს როგორც მცველი, საერთოდ ამ ფორმაციის "იუანაიტედში" დაცვას და მეკარეს ვუდგავარ მხარში, რადგან აქ გვიჭირს და ჩემი საყვარელი ფეხბურთელიც "იუანიტედში" მცველია. ვიდიჩმა თავისი დრო მოჭამა "იუნაიტედში", დროული იყო მისი გადასვლა "ინტერში" და მინდა წარმატება ვუსურვო, როგორც კარგ და ღირსეულ კაპიტანს. ხშირად ვნახავ ხოლმე მილანური კლუბის თამაშებს, მარტო ვიდიჩის გამო.

მილანის "ინტერს" უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ხავიერ ჰერნანდესს.

სერბის ფაქტორი ჩიჩარიტოსაც ხომ არ დააყენებს იტალიურ გზაზე?

არ ვიცი, თუ "ინტერში" წავა ჩიჩაც მაგას რა ჯობია. იტალიურ კლუბს ისედაც დიდ პატივს ვცემ და თუ 2 "მანჩესტერელის" ხილვის საშუალება მომეცემა ამ კლუბში ძალიან გამიხარდება. აი ჩიჩა თუ სხვა კლუბში გადავა ჩემი აზრით ეს ესპანეთი უნდა იყოს და პრიმერა დივიზიონი. თუმცა ფაქტია, რომ უნდა წავიდეს, დროა ითამაშოს ფეხბურთი ისე როგორც მას შეეფერება, შეყაროს გოლები და გაახაროს გულშემატკივარი. დიდი იმედი მაქვს, რომ თუ გადავა, სადაც არ უნდა იყოს წარმატებას მიაღწევს და იმ გუნდის თამაშებსაც აუცილებლად ვუყურებ (იმედია მექსიკაში არ დაბრუნდება :D)

როგორც დაჩიმ გვითხრა, იგი ვიდალს არ მიიჩნევს არ მიიჩნევს მაღალი დონის ფეხბურთელად. "იუნაიტედი" კი დღესდღეობით ძირითადად ორ სატრანსფერო სამიზნეს, არტურო ვიდალსა და ანხელ დი მარიას გამოარჩევს.

ვიდალს დი მარია გირჩევნიათ?

ვიდალს ფელაინი მირჩევნია და ფელაინის საერთოდ თუ დაითხოვენ კაის იზავენ. ვიდალი არის დაბალი დონის ფეხბურთელი. პრემიერ ლიგის დონეზე ჩილელი ვერ გაქაჩავს დარწმუნებული ვარ, ნაკრებშიც თუ უყურებდით ჩილეს თამაშებს ბევრს ვერაფერს აკეთებდა 50 მილიონის კვალობაზე. საერთოდ სერია ა-დან გადმოყვანილი არცერთი ფეხბურთელი არ მინდა, თუნდაც კუადრადოზე, რომ იყო საუბარი, მაგას ვალენსია და ნანი მირჩევნია. რა თქმა უნდა დი მარიას ვამჯობინებ, ჯობია 1 ტრანსფერი გაკეთდეს და კარგი, ვიდრე ვიდალი და ვინმე დაბალი დონის ფლანგელი, რომელიც ან გამოადგება და ან არა "იუნაიტედს". სანჩესი თუ ხელიდან გაუშვა ვუდვორდს არ აცდება ჩემი მხრიდან გინება, ისედაც არ აკლია და ეხლა მითუმეტეს. მემგონი ჯობია მოვემზადო, რადგან ალექსისი ახლოსაა უკვე "არსენალთან" და ზუსტად ესეთი ფლანგელი გვინდოდა, ან დი მარია სრულიად საკმარისია. ფაქტია, რომ შემტევი გვჭირდება ფლანგზე და თან მაღალი დონის, ამიტომ ვუდვორდს ვურჩევდი ვიდალზე ფიქრს შეეშვას და არგენტინელს მიხედოს !

დაჩი გრიგოლია საკმაოდ ხშირად გამოირჩევა ალტერნატიული კომენტარების წერით, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი კომენტარები ხშირად მაკრიტიკებელ თუ არა, უარყოფითი შინაარსის ტექსტს შეიცავს.

რა მიზანი გაქვთ ამ დროს?

ჩემი მიზანი ძალიან მარტივია - იმ ბურუსის მოხსნა რაც ბევრ გულშემატკივარს თან სდევს. რომ ასე მარტივად არ ხდება ყველაფერი, რომ ასეთი კარგი არაა ყველა და ყველაფერი. ის გარკვეული რაოდენობა ვინც ნახავს ჩემს კომენტარს იმედი მაქვს, რომ დაფიქრდება და შეიძლება მიხვდეს, რომ რაღაც დონეზე არ ფიქრობდა სწორად და იქნებ ეს მართლა ესეა. მარტივად ვიტყვი - ფელაინის და მოიესის თაობაზე, ერთ-ერთი პირველი ვიყავი (არ დავიბრალებ რომ პირველი) ვინც მიხვდა, რომ ეს წყვილი ევერტონიდან მხოლოდ წარუმატებლობას მოგვიტანდა, რომ ფელაინი არ იყო ის ფეხბურთელი და მოიესი ის მწვრთვნელი, რომელიც საქმეს გაუძღვებოდა მაღალ დონეზე. მაშინ ბევრი კრიტიკა "მომხვდა", მაგრამ მართალი ვყოფილვარ, რაღაც დონეზე მაინც. შეიძლება იფიქრონ კრიტიკა მიყვარს და მხოლოდ კრიტიკის კუთხით ვეხები საკითხებს, მაგრამ ასე არაა. მე პირადად არასდროს დამიწერია პოლ სქოულზის კომენტარზე რაიმე ნეგატიური, რადგან ამ კაცს თვალდახუჭულიც ვენდობი და მისი ყველა კომენტარის მჯერა და მწამს... მოკლედ, რომ ვთქვა, ვცდილობ იმას რასაც ვწერ, ვცდილობ იმას, რომ ვაჩვენო ხალხს, საკითხს ორი მხარე აქვს და ვცდილობ იმას, რომ ერერა ძვირი ღირს, ვიდალი არ არის მაღალი დონის და შოუში არ იყო ამხელა თანხის გადახდა საჭირო, მაგრამ საპირისპიროდ პასუხს მივიღებ (შენი ჯიბიდან ხომ არ მიდის ფული). არა არ მიდის, მაგრამ მეორე ზაფხულს ტრანსფერის გაკეთება თუ დაჭირდება კლუბს იქ დააკლდება და ნაწყენები დავრჩებით. სხვა კონტრეტულს თემებს აღარ შევეხები.


გავიგოთ მცირე რამ დაჩი გრიგოლიას შესახებ.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ესე იგი ახლო მომავალი თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ ძალიან მალე მართვის მოწმობის აღებას ვგეგმავ და შემდეგ დასვენებას, ან თურქეთში, ან ბათუმში... მთავარია წავიდე თბილისიდან და დავისვენო, ძალიან დავიღალე ეს წელი და საუბრის დასაწყსში იმიტომ ავღნიშნე "დამპალი" კავკასიის უნივერსიტეტი, რომ მთელი წელი ფაქტიურად ყოველდღე დავდიოდი, კვირის გარდა და პირველი კურსი რთული გამოდგა. შემდეგ სექტემბრიდან ვფიქრობ მანქანის ყიდვას, ვნახოთ რა იქნება... აუცილებლად ვაპირებ შეკრებების გაკეთებას ჯუბოსთან ერთად, ამ მხრივ ცოტა გაგვიმართლა, შემოდგომაზე იქნება ცენტრალური თამაშები და მთლად სიცხეშიც არ მოგვიწევს სიარული. ვემსახურები "რედარმის" და ის ჩვენ გვემსახურება. უფრო შორი გეგმები კი ამერიკაში წასვლაა, ეს უკვე გრძელი ისტორიაა ვერ მოვყვები ნამდვილად, თუმცა შეიძლება მოქალაქეობა ავიღო და 3 თვით ვესტუმრო ნიუ იორკს... ვნახოთ რა იქნება, არც ისეთი შორეული მომავალია, მაგრამ მაინც არის დრო იქამდე დარჩენილი... ისე კი ძალიან მინდა მომავალში "ოლდ ტრაფორდზე" დავესწრო 2 მატჩს, ერთი მწვრთვნელის თავზე, პირველივე რიგში ვიჯდე და მეორეჯერ მომღერალ ტრიბუნაზე (მეტსაც ვიტყოდი, მაგრამ რეალობასთან ახლოს რომ იყოს ამიტომ 2-ჯერ საკმარისია)

თქვენი მუსიკალური გემოვნება ახლოს გაგვაცანით

ხოო, მუსიკალური გემოვნება იცოცხლე ისეთი მაქვს. ძალიან ფართო, მაგრამ თან ვიწრო. რადგან საქართველოში ეხლა-ეხლა იკიდებს მუსიკის ეს მიმდინარეობა ფეხს, კერძოდ კი electro music, ბევრს ელექტრონული მუსიკა კლუბურ მუსიკაში ერევა, თუმცა მთლად ასეც არაა. ელექტრონულია მუსიკა, როდესაც კომპიუტერით, ან პადით იქმნება, მაგრამ მაინც და მაინც კლუბური არ არის. House music jazz/house და ა.შ. ბევრისთვის ძალიან უცხოა ეს სახელები, მაგრამ როდესაც უსმენენ ხვდებიან რომ თურმე კარგია. chill out გავრცელებული ფრაზაა, როდესაც ასეთი ტიპის მუსიკას უსმენენ. მოკლედ, არ მიყვარს როკ მუსიკა, ვერ ვიტან, გარდა 1-2 შემსრულებლისა და სიმღერისა. რეპსაც ვუსმენ, პოპს თავისთავად, ჰიპ-ჰოპი და ა.შ. გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ "რაც კარგია ყველაფერს ვუსმენ", ოღონდ ელექტრონულ მუსიკაში რაც კარგია იმას ვუსმენ. ალბათ დააინტერესებთ თუ რა არის ასეთი განსაკუთრებული, რეალურად არაფერი, მაგრამ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა მუსიკას ქმნის, ქალაქის ცხოვრების 10 წუთს, რომელსაც ვერანაირი ინსტრუმენტით ვერ აქცევ მუსიკად, მხოლოდ კომპიუტერს შეუძლია გარდაქმნას შედევრად.


"იუნაიტედის" თითოეულ გულშემატკივარს, საკუთარმა კლუბმა წარმატებასა და სიხარულთან ერთად ბევრი გულისტკივილიც მოუტანა.

გაიხსენეთ ყველაზე რთული მომენტი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება.

მოდი გასულ სეზონს შევეშვათ, ასეთი სეზონი არ გვქონია დიდი ხანია და არ გვექნება კიდევ დიდი ხანი, ამიტომ გასული სეზონიდან არ ვიტყვი... ყველაზე რთული მომენტი იყო 2011 წლის ფინალი, ეხლაც სურათებივით მახსოვს ჩემი ემოცია და საპირისპირო ჩემი ძმის, რადგან ის "ბარსელონას" გულშემატკივარია. ძალიან არ მინდოდა იმ მატჩში წაგება, მაგრამ მაშინდელ "ბარსას" წინ ვერაფერი ვერ უდგებოდა და ვერც ჩვენმა ბიჭებმა მოახერხეს რამე. ყველაზე მეტად ვან დერ საარი შემეცოდა, კი მიხვდებით რატომ... თამაშის შემდეგ ყველაფერი "იუნაიტედის" წინააღმდეგ მეგონა იყო გაკეთებული.

აღგვიწერეთ ერთი კონკრეტული მატჩი, რომელიც დადებითად გახსენდებათ.

ეს ის მატჩია, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვერ ვუყურე. მატჩი რომელზეც წეღან ვსაუბრობდი, სამწუხაროდ ვერ ვუყურე პირდაპირ ეთერში, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ ბერბატოვმა ჰეთ-ტრიკი გაიტანა პირდაპირ მთლიანი მატჩი ჩავრთე და ვუყურებდი, ისე როგორც პირდაპირი ეთერი იყო, ზუსტად არ მახსოვს რა იყო მიზეზი იმისა, რომ ვერ ვუყურე ამ თამაშს პირდაპირ ეთერში, მაგრამ ფაქტია, რომ არ ვიყავი სახლში. ბულგარელის პირველი ჰეთ-ტრიკი იყო ზუსტად ეს 3 გოლი "იუნაიტედში" და განსაკუთრებით იმ მაკრატელას ვერ დავივიწყებ ვერასდროს. 2010 წელი, თითქოს 4 წელი დიდი დროა, მაგრამ დღესაც ძალიან კარგად მახსოვს ბერბატოვის ის მაკრატელა, ნანის ის ჩაწოდება და ბულგარელის სიხარული ყველაზე მაგარი თამაში იყო ჩემთვის, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვუყურე (პირდაპირ ეთერში)

"ცდებით მეგობრებო, ამ კაცს ყველაფერი შეუძლია"


გახსოვთ ფოტოზე ასახული შეხვედრის შედეგი?

ეს სურათი დიდი ხანი მეყენა "პროფილის სურათად" რედარმიზე, ოღნონდ მარტო ბერბა ჩანდა, სხვათაშორის "ვესთ ჰემი" ძალიან გატანჯა ბერბამ, რაზეც წეღან ვსაუბრობდი, რონალდუს რომ გაატანინა გოლი ძალიან ტექნიკური თამაშით და ამ მატჩში ჩვენებმა 3-0 მოიგეს თუ სწორად მახსოვს.


როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა ანდერს ლინდეგაარდს?

საიდან სად გადავედით. კარგი კითხვაა, ლინდერამ თავისი ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ უნდა რომ დე ხეას შემცვლელად იჯდეს მისი დარჩენილი კარიერა მაშინ შეუძლია დარჩეს. მე არ მეწყინება, პირიქით გამიხარდება, რადგან ისიც მაღალი დონის მეკარეა. მაგრამ თუ გადავა სხვა კლუბში არ ვიქნები ნაწყენი, რადგან რეალურად ძალიან დაჩაგრულია და თუ სურს რომ კარიერის საუკეთესო წლების ბოლო პერიოდი თამაშში გაატაროს სრულიად გასაგები იქნება... მემგონი ამ აზრს იზიარებს "იუნაიტედის" სხვა დანარჩენი გულშემატკივარი. ფაქტია, რომ დანიელი ესპანელს ძირითადიდან ვერ ამოაგდებს.

ტრადიციისამებრ ინტერვიუ საიტის შესახებ კითხვით დავასრულეთ.

რა მოგცათ redarmy.ge-მ?

რედარმიმ "იუნაიტედის" სიყვარული უფრო გამიმძაფრა და სწორედ ამ საიტზე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ამ კლუბის გულშემატკივართა გვერდითაა. რომ არა რედარმი, ალბათ ეხლა ჩვეულებრივი რიგითი გულშემატკივარი ვიქნებოდი, რომელიც სახლიდან უყურებს საყვარელი კლუბის თამაშებს. არც ეხლა ვარ განსაკუთრებული, თუმცა მაინც მიხარია, რომ რედარმიდან შეძენილი მეგობრებით შემიძლია ვაიმაყო, რადგან ჩემთვის შეკრება და ისეთი როგორიც რედარმის აქვს ძალიან სასიამოვნოა. შემდეგ კი ყოველ დღე თითქმის 10-15 სიახლეს მაძლევს, მაძლევს შანს კონტაქტში შევიდე სხვადასხვა მომხმარებლებთან. მაძლევს შანს ვუყურო თამაშებს რედარმიზე (კავკასუს ონალინის ხელში) და ძალიან ბევრ რამეს. ხშირად როდესაც უსაქმოდ ვარ ვცდილობ საიტს მეც შევმატო რაიმე და ყველაფერი ეს ჯამში ჩვენი ყველას ერთად დამსახურებაა, ჩემი აზრით იყო რედარმიზე ნიშნავს იმას, რომ "ემსახურო" საყვარელ კლუბს საქართველოს მასშტაბით და მინდა ყველამ იცოდეს, რომ რედარმი არის ჩვენი ყველას ერთად გაერთიანება, სადაც მანჩესტერელები ვართ !

უსურვეთ რამე საიტს

საიტს მინდა ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო რაც კი შეიძლება, ბევრი მომხმარებელი, კარგი მომხმარებელი, სიახლეები და ამბები საიტს არ აკლია, მთავარია დაინახოთ რომ redarmy.ge არის ყველაზე მაგარი საიტი ! და შემდეგ დარწმუნდებით, რომ ამ საიტს არ აქვს ნაკლი. რისთვისაც მადლობა რედარმის მთელ ადმინისტრაციას. ბევრს არ დავწერ, თვითონ საიტმაც იცის, რომ მხოლოდ კარგი და კარგი მინდა მისთვის, ასე რომ წარმატებები რედარმივ მომდევნო 100-120-130 წლის განმავლობაში.

დაჩი გრიგოლის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 ივლისი 2014 00:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დადებითი თქო ვერ ვიტყოდი, მაგრამ არც ნეგატიური, სადღაც შუაში. მახსოვს ჩემმა სეხნიამ (chudikone-მ) დაწერა კაპიტანი ასე არ უნდა ნებდებოდესო და მართალიც არის


იმ დღეს ეს ვახსენე და შემდგნენ. რონალდუზე რომ არ გეთანხმები იცი და აღარ დაგიწყებ დავას wink
0
№2
ავტორი: love united
15 ივლისი 2014 00:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაია,მაგრამ ეს
ვიდალს ფელაინი მირჩევნია და ფელაინის საერთოდ თუ დაითხოვენ კაის იზავენ. ვიდალი არის დაბალი დონის ფეხბურთელი.


რაღაც ვერ გავიგე wink
0
№3
ავტორი: Juan Mata
15 ივლისი 2014 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ვიდალი დაბალი დონის მოთამაშე ნამდვილად არ არის.
0
№4
ავტორი: Berba 9
15 ივლისი 2014 00:56
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
love united,

რა ვერ გაიგე, ფელაინი გასაგდებია გუნდიდან, მაგრამ ვიდალს ისევ ფელაინი მირჩევნია, ანუ ეს თუ გასაგდებია ის საერთოდ არაა მოსაყვანი :D

პროსტა რა ინტერვიუ მივეცი, ხვალ არადა ზეგ მაღიარეთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Esi
15 ივლისი 2014 00:57
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გოგო რომ ვიყო გავიცნობდი love
0
№6
ავტორი: gilmour
15 ივლისი 2014 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ეს ინტერვიუ ყველაზე მეტ კომენტარს დააგროვებს, თითქმის ყველაფერი საკამათოა:)))))
0
№7
ავტორი: David Berbatov
15 ივლისი 2014 02:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
მარტო ბერბატოვის გამო წავიკითხე ეს ინტერვიუ :)) gun2
0
№8
ავტორი: chudikone
15 ივლისი 2014 03:46
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მეამაყები სეხნიავ ♥ ჯერ მარტო რონალდოს საკითხშიც მთლიანად გეთანხმები, მერე ბერბატოვიც შენზე არანაკლებ მიყვარს და ვქომაგობ და ვიდაზე რაღა უნდა ვილაპარაკო. საერთოდ გამიქრო შთაბეჭდილებები მაგ ადამიანმა. არც თავისი მოუჭამია და არც ფორმა დაუკარგავს, ჩააგდო ერთი სეზონი გუნდმა და პპირველი ეგ გაიქცა.. არაა ეს სწორი საქციელი როცა კაპიტანი ხარ.

სხვა რა დავამატო. როგორც ყოველთვის საინტერესო გამოდგა და მადლობა კორესპოდენტსაც და რესპოდენტსაც. იმედია დასახულ მიზბებს მიაღწევ, დაჩი.. წარმატებები!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: chestersa
15 ივლისი 2014 04:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
სგ დაჩი სგ ძმა ხარ ზოგ რაღაცაში ვერ დაგეთანხმები მაგრამ ეგ არაფერი არანაკლებს ვკამათობთ ხოლმე ტროფიში :დ

დამიჯერეთ ეს ბიჭი მწვრთნელიც მაგარი იქნებოდა :D

ისე ინტერვიუს მხოლოდ სტაჟიან წევრებს ართმევთ? მომინდა რაღაც :D
0
№10
ავტორი: red devil
15 ივლისი 2014 07:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაი ინტერვიუა რაც შეეხება რონალდოს ნაწილობრივ გეთანხმები მაგრამ მისიც მესმის. ფელაინი ნამდვილად არ არის გასაშვები კაცი და ამას მალე დაამტკიცებს, სანჩესის ყიდვაზე რო ვუდვორდს უნდა აგინო რატო არ ფიქრობ რო მწვრთნელს უნდა ეს ფეხბურთელი? ან თვითონ უნდა მანჩესტერში ცხოვრება და თამაში? აქ ქალაქიც დიდ ფაქტორს თამაშობს რატო თქვა უარი მოურამ მანჩესტერზე? კაროჩე კიდევ ბევრ რამეზე გვექნება განსხვავებული აზრი ჩვენ :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top