თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2014, 15:34
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1744,
კომენტარები: 8
გიგზი: 11 ნომერი გუნდში უნდა დარჩეს
რაიან გიგზმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" არ უნდა ამოიღოს ხმარებიდან 11 ნომერი
გიგზი: 11 ნომერი გუნდში უნდა დარჩეს
რაიან გიგზმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" არ უნდა ამოიღოს ხმარებიდან 11 ნომერი, რომელსაც ის წლების განმავლობაში ატარებდა. ასეთი პრეცედენტი საფეხბურთო სამყაროში არერთია, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ "მილანი", რომელმაც მალდინის წასვლის შემდეგ გააუქმა 3 ნომრიანი მაისური.

თუმცა გიგზი ამის წინააღმდეგია. როდესაც მას ჰკითხეს უნდა გაეუქმებინა თუ არა გუნდს 11 ნომრიანი მაისური მან განაცხადა: "არა. რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, თუმცა ეს მხოლოდ გუნდის პოზიციიდან გამომდინარეობს. მე არ ვფიქრობ, რომ ისეთი გუნდისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ეს სწორი ნაბიჯია. ასე რომ ყოფილიყო ახლა უამრავი დიდიბული ფეხბურთელის ნომერი გვექნებოდა გაუქმებული."

"მე არ მიფიქრია იმაზე, თუ ვინ აიღებს 11 ნომრიან მაისურს. ეს კარგი კითხვაა. ალბათ ეს ფეხბურთელი დიდი წნეხის ქვეშ იქნება, არა?"
- გაიხუმრა რაიანმა. "მე მოუთმენლად ველოდები იმის გაგებას, თუ ვინ იქნება ეს და ნებისმიერ შემთხვევაში მას წარმატებას ვუსურვებ. კარიერის დასაწყისში მე რამდენიმეჯერ მითამაშია 7 ნომრიანი მაისურით. მაშინ მაისურები უბრალოდ ინომრებოდა 1-დან 11-მდე. ჩვეულებრივ, 11 ნომერი მარცხენა ნახევარმცველს ერგებოდა, ამიტომ მე ხშირად მიწევდა ამ ნომრის ტარება. შემდეგ კი, როდესაც გუნდში სხვა ნომრებიც გაჩნდა მე დავიტოვე 11 ნომრიანი მაისური."

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
13 ივლისი 2014 15:35
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აბსოლიტურად ვეტანხმები რაიანს. ბევრჯერ შეგვეძლო გუნდში მაგალითად 7 ნომრის გაუქმება, თუმცა ყოველთვის ჩნდებოდა ვიღაც რომელიც ღირსეულად ცვლიდა წინამორბედს.

11 ნომერი ალბათ იანუზაის ექნება!
0
№2
ავტორი: don_vini
13 ივლისი 2014 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ვეთანხმები ამ კაცს.კი ლეგენდაა გიგზი და ამაზე ზედმეტია ლარპაკი,მაგრამ მე საერთოდ არ ვეთანხმები მაგ ტენდენციას რომ ნომერი გააუქმონ,მართლაც იმდენი დიდებული და ლეგენდა ფეხბურთლებეი გვყოლია რომ ნადმვილად ეხლა შეიძლება 3 ნიშნა რიცხვებზე ვყოფილიყავით:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№3
ავტორი: Best 7
13 ივლისი 2014 17:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვეთანხმები სწორად ბაზრობს! wink
0
№4
ავტორი: GeorgeBest
13 ივლისი 2014 18:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეც მაგ აზრზე ვარ, სადაც პოლის 18 ნომერი არ გაუქმდა და იანგს ჩავაცვით 11 რატო უნდა გაუქმდეს. ჯობია რომელიმე ახალაგზრდას მივცეთ და გაგრძელდეს ტრადიცია როგორც 7 ნომრის გვაქვს. აი იანუზაის 11 ნომერი დაამშვენებს. არანაირი წნეხი ან რამე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ჩემია ზრით პირიქით უდიდესი სტიმული იქნება და გაამარტლებს იმედებს
0
№5
ავტორი: chudikone
13 ივლისი 2014 19:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვალენსიას რატო არ დაუხურეთ 7 ნომერი ? :@:@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Manchester_M
13 ივლისი 2014 19:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მართალია რატო უნდა გაუქმდეს ნომერი პატივისცემა თუ უნდათ სხვა გზითაც შეიძლება :) მართალია გიგზი და კარგია ამასთან დაკავშირებით კომენტარი რომ გააკეთა :)
0
№7
ავტორი: Jubo
13 ივლისი 2014 20:51
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
სიმბოლური გახდება ეს ნომერიც, იანუზაის მინდა რომ მისცენ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: salome-rooney
13 ივლისი 2014 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
კარგი იქნება თუ არ გააუქმებენ რადგან პირიქით ჩემი აზრით ვინც ამ ნომერს მოირგებს მას სტიმულს მიცემს და ეცდება უკეთესად ითამაშოს. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი იანუზაის 11 ნომრად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top