თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2014, 14:40
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1983,
კომენტარები: 9
ვიდალი: ყველას სურს ასეთ კლუბში თამაში
არტურო ვიდალმა არ უარყო "იუნაიტედის" დაინტერესება
ვიდალი: ყველას სურს ასეთ კლუბში თამაში
"მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადმა სამიზნემ არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ მას სურს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაში და დაამატა, რომ მისი მომავალი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ის შვებულებიდან დაბრუნდება.

ლუის ვან გაალი დიდი ხანია თვალს ადევნებს ვიდალს, რომელიც ჩილეს ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. ამიტომ, მას შემდეგ რაც ჰოლანდიელი ოფიციალურად ჩაუდგება გუნდს სათავეში ის შეეცდება ამ ტრანსფერის განხორციელებას.

La Tercera-სთან საუბარში ჩილელმა მის შესაძლო ტრანსფერზე განაცხადა: "მე ვიცი ამ ჭორების შესახებ, თუმცა ამასთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს ვიტყვი. ახლა ვსარგებლობ შვებულებით და ყველაფერს მაშინ გადავწყვეტ, როცა იტალიაში დავბრუნდები."

"მე ძალიან მშვიდად ვარ, თუმცა ნებისმიერი ისურვებდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშს."


ვიდალმა ასევე კომენტარი გააკეთა თავისი თანაგუნდელის, ალექსის სანჩესის ტრანსფერზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდა.

"მე ბედნიერი ვარ ამ ტრანსფერით. მას სწორედ ახლა სჭირდებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა და ვფიქრობ "არსენალში" მას წარმატებული კარიერა ექნება."

აქვე შეგახსენებთ, რომ ორივე ჩილელ ფეხბურთელს ჰყავს საერთო აგენტი, ფერნანდო ფელიცევიჩი, რომელიც ახლა ინგლისში იმყოფება. ამ გარემოებების გათვალისწინებით ვიდალის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

წყარო: DailyMail
ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 ივლისი 2014 14:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წამოდი წამოდი love
0
№2
ავტორი: de gea-1
13 ივლისი 2014 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
kai gancxadebaa yvelam unda daafasos msoflio giganti
0
№3
ავტორი: don_vini
13 ივლისი 2014 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ეს დიდი ძალა უნდა იყოს წესით თუ გადმოვა მანჩესტერში,უკანაც კარგია.წინაც,სწრაფია,კარგ დარტყმას ფლობს და საერთოდ მგონი ძალაინ მაგარი ტრანსფერი იქნება მანჩესტერითვის.და რავი მგონია რომ ეს წესით ამსი ტრანსფერი უნდა გამოვიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: Best 7
13 ივლისი 2014 15:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეს გვინდა აუცილებლად და იანგის გაშვება
0
№5
ავტორი: UTD-Rule
13 ივლისი 2014 15:16
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გელოდებით არტურ winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: red devil
13 ივლისი 2014 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გამიხარდება თუ გადმოვა
0
№7
ავტორი: LizarD
13 ივლისი 2014 18:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მაგ თანხად გუნდოგანს მოგვცემენ, ეს კიდე გაპიარებული მგონია: /
0
№8
ავტორი: chudikone
13 ივლისი 2014 19:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კროოსი უფრო მინდოდა :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Manchester_M
13 ივლისი 2014 19:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამ ფეხბურთელის ტრანსფერმა არამგონია გაამართლოს და საერთოდ გაპიარებული იგროკი მგონია მაგრამ ამან რაც იბაზრა მანჩესტერზე :D წელს იშვიათად ვინმეს ეთქვას მანჩეზე ესეთი რამ ამიტომ დასაფასებელია :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top