თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2014, 11:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2294,
კომენტარები: 7
Twitter ჩატი
ძანეტი და გიგზი ერთმანეთს ესაუბრნენ.
Twitter ჩატი
რა უნდა იყოს ორი ლეგენდისთვის უფრო იოლი სასაუბრო საშუალება თუ არა Twitter-ი?

რაიან გიგზი და ხავიერ ზანეტი, რომლებიც წელს ერთდროულად გამოემშვიდობნენ მოთამაში კარიერას ერთმაენთს "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ინტერის" პერიოდზე ესაუბრნენ.

გიგზი: გამარჯობა ხავიერ. ისიამოვნე მსოლფიო ჩემპიონატით? როგორც არგენტინელი, უნდა ამაყობდე შენი გუნდის ფინალში ხილვით.

ზანეტი: გასაოცარია, განსაკუთრებით #ARG.-სთვის. წარმატებები ჩვენ მოთამაშეებს, როდრიგოს, @რიკი11ალვარესს & უგოს.

და შენ როგორ ხარ რაიან? რომელმა გუნდმა და მოთამაშემ მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება?

გიგზი: კარგად ვარ, გმადლობ! პატივისცემას იმსახურებს #კრკ და #კოლ - საკუთარი თავი ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს.

ხავიერ, ბედნიერი ხარ წინასასეზონო ვარჯიშების გამოტოვებით, თუ გენატრება?

ზანეტი: ახლა უფრო მეტი დრო მაქვს ჩემი ოჯახისთვის და ეს კარგია, მაგრამ როგორც კი საშუალებას ვპოულობ, მაშინვე გავდივარ სათამაშო მოედანზე.

Twitter ჩატი


გიგზი: ეჭვი არ არის, ვარჯიშები მომენატრება! თუმცა გამოგიტყდები და ყოველთვის მიყვარდა საქმის კურსში დაბრუნებით გამოწვეული ხმაური.

ახლა უცნაური იქნება თამაში, მაგრამ მომწონს ჩემი ახალი როლი. ახლა @ინტერის ვიცე პრეზიდენტი ხარ, ეს დიდი გამოწვევაა...

ზანეტი: უცნაურია, მაგრამ როგორც მოსალოდნელია ეს დიდი განოწვევა იქნება. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი "ინტერის" ამ დიდ ოჯახში დარჩენა იყო.

შენც გაქვს ახალი გამოწვეა, რაც ლუი ვან გაალის ასისტენტობაა, მას კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა...

გიგზი: მოუთმენლად ველოდები დაწყებას. მწვრთნელობის ადრეულ ეტაპზე ვარ და ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობა დიდებული შესაძლებლობაა.

როგორც იცი, წელს ორივემ დავასრულეთ კარიერა. რამდენად რთული იყო შენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება? მე ბევრი ვიფიქრე სანამ გადავწყვეტდი...

Twitter ჩატი


ზანეტი: ვიცოდი, ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა. გამიმართლა, რომ 40 წლამდე მოვახერხე თამაში. არ ვნანობ, საინტერესო იყო... ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყავი რას გააკეთებდი ამ წლების განმავლობაში?

გიგზი: ეს კითხვა არაერთხელ მიმიღია. ალბათ რამე სპორტულს! შესაძლოა გოლფს. ემოცია, რომელიც ჩემი წასვლის შემდეგ გულშემატკივართაგან მივიღე, გასაოცარი იყო. ასეთი რამ "ინტერშიც" უნდა გამოსცადო...

ზანეტი: "ინტერის" გულშემატკივარი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში თავის სიყვარულს მიჩვენებდა. მხარდაჭერისთვის სათანადო მადლობას ვერასდროს გადავუხდი.

გახსენდება რამე მომენტი გულშემატკივართაგან?

გიგზი: კარგი... ასეთი ბევრი იყო "ოლდ ტრაფორდზე". როცა '99 წელს ტრებლს ვიღებდით, "მამლებთან" 1-0 ვაგებდით... მაგრამ, ჩვენი გულშემატკივრები უბრალოდ გასაოცარნი იყვნენ. ხალხისგან დიდ ბიძგს ვგრძნობდით და ჩვენ 2-1 მოვიგეთ. არასდროს დამავიწყდება.

ზანეტი: ხალხი ხშირად მეკითხება ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტზე, მაგრამ ძალიან რთულია ერთის გამოყოფა. გაქვს რამე გამორჩეული?

გიგზი: იმდენი! მაგრამ, ალბათ ყველაზე მეტად 1999 წელს ბარსელონაში მოგებული ჩემპიონთა ლიგა. შენ?

Twitter ჩატი


ზანეტი: რთულია გამორჩევა, მაგრამ შენს მსგავსად ჩემთვისაც მადრიდში მოგებული ჩემპიონთა ლიგაა.

გიგზი: ერთი თამაშის ახალად ჩატარება რომ შეგეძლოს, რომელს განაახლებდი?

ზანეტი: 1998 წელს პარიზში გამართული თასის ფინალი "ლაციოს" წინააღმდეგ, რათა ის ემოციები კიდევ ერთხელ გამომეცადა.

იგივე რომ გკითხო, სანაძლეოს ვდებ 1999 წელს "ბაერნთან" ფინალს იტყვი...

Twitter ჩატი


გიგზი: ნამდვილად... თუმცა მხოლოდ ბოლო 5 წუთის განახლება მსურს! იმ სეზონში ტრებლის მოგება დიდებული იყო. რა იგრძენი როცა 2010 წელს იგვე გააკეთე "ინტერთან" ერთად?

ზანეტი: ეს "ინტერის" გულშემატკივართათვის საოცარი წელიწადი იყო. ჩვენ ტრებლი გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ ორი თასი დავამატეთ და საერთო ჯამში 5 გახდა.

ჰო, რაიან... შენი კარიერის განმავლობაში უამრავ ფეხბურთელთან ერთად გითამაშია. ვის ეწყობოდი ყველაზე უკეთ?

გიგზი: ჩიხში მომაქციე ხავიერ! უნდა ვთქვა ნიკი ბატი, გარი & ფილ ნევილები, პოლს სქოულზი, დევიდ ბექჰემი.

1999 წელს დავბრუნდეთ, მაშინ მეოთხეთ-ფინალში თქვენ გეთამაშეთ ბიჭებო. რთული შეხვედრა გამოდგა, გახსოვს?

Twitter ჩატი


ზანეტი: რა თქმა უნდა! ჩვენი პირადი დუელი მახსოვს. შენ ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე ხარ მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია.

მოუტმენლად ველოდები შენს ნახვს აშშ-ში ამ ზაფხულს. ცუდია, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ვერ ვითამაშებთ!

გიგზი: ვიცი! მაგრამ მგონი სახის მცელი მაინც უნდა ავიყვანო... ჯერ კიდევ მახსოვს შენი იდაყვი! ჰაჰაა, მალე გნახავ.

ზანეტი: ჰაჰაა! ბოდიშს გიხდი ამის გამო. მეც მოუთმენლად ველოდები ამას. ხედავ ამა სამახსოვორო მაისურს. ის შენთვისაა.

Twitter ჩატი


dailymail
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 ივლისი 2014 11:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სერიოზული ხუმრობა გაუძრო რა! ისე თუ დააკვირდით რა საინტერესო კითხვებს სვამენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: love united
12 ივლისი 2014 12:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარი ხალხია love
0
№3
ავტორი: gilmour
12 ივლისი 2014 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ბოლოს უნდა წაეძაბათ, ნომერი დაწერე აბა ძმაოო გიგზს უნდა ეთქვა:)) ეჰ აწყობილი აქვთ ცხოვრება ნეტა ამათ ადგილზე ერთი დღე მაინც ვიყო.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
12 ივლისი 2014 16:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისე ერთი 5 წუთით მეც შემახედა 99 წლის ფინალისთვის, თავიდან გავხდბეოდი იუნაიტედის გულშემატკივარი wink

ისე ერთი 5 წუთით მეც შემახედა 99 წლის ფინალისთვის, თავიდან გავხდბეოდი იუნაიტედის გულშემატკივარი wink
0
№5
ავტორი: don_vini
12 ივლისი 2014 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მართლაც ორი ლეგენდა,ყველა დროის და მთელი მსოფლიო დონის.:) საინტერესო იყო,კარგათ გავერთე:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: Jones
12 ივლისი 2014 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
საინტერესო სტატია იყო:)) ამერიკაში აქვს ინტერსაც მგონი ტურნე ხო?
0
№7
ავტორი: Best 7
12 ივლისი 2014 23:42
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ორი ლეგენდა! love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top