თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2014, 10:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2117,
კომენტარები: 2
გიგზის ინტერვიუ
რაიან გიგზს სწავლის იმედი აქვს.
გიგზის ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა თავისი სათამაშო კარიერა დაასრულა და თავის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. რაიან გიგზი ლუი ვან გაალს მსოლფიო ჩემპიონატის მსვლელობისას შეხვდა და მომავალზე ესაუბრა. MUTV-სთან ინტერვიუში, რომელიც გიგზის წარსულს, აწმყოს და მომავალს ეხება, რაიანმა განაცხადა, რომ ლუი ვან გაალი რაღაცით სერ ალექს ფერგიუსონს აგონებს.

"ცოტათი. ლუიმ კარგად იცის რა სურს და ამას რთული მხრიდან უდგება, მაგრამ რა თქმა უნდა რბილი მხარეც აქვს" - განაცხადა გიგზმა.

"მე ედ ვუდვორდთან ერთად ჩავედი. ჩავფრინდით და ლუის შევხვდით, ის ძალიან კარგი ადამიანია. მას დიდი ქარიზმა აქვს და ეს კარგი შეხვედრა გამოდგა. მასთან გახსნილი გონებით მივედი. როცა მწვრთნელის ასისტენტიობა შემომთავაზა, უკვე ვფიქრობი კარიერის დასრულებაზე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უფრო გამიიოლდა."


ნებისმიერ შემთხვევაში დაასრულებდით კარიერას?

"მგონი კი. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ კი."

"მე მწვრთნელობის შესასწავლად სამი წელიწადი მქონდა და აი რას მივუძღვენი ეს პერიოდი. რა თქმა უნდა მწვრთნელობა მსურს და ვფიქრობ თქმაც კი არ სჭირდება იმას, რომ თუ "იუნაიტედი" შემომთავაზებდა ამ საქმეს, მას დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი."

რას ისწავლით ჰოლანდიელი მწვრთნელისგან?

"ვფიქრობ იმას, თუ როგორ მოამზადო თამაშები, როგორ მოამზადო მოთამაშეები, როგორ მართო დამოუკიდებლად. ყველაფერს თავიდან ვიწყებ და ამას ვაცნობიერებ."

"ვფიქრობ, მას შემტევი თამაშის კარგი ხედვა აქვს და ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც აჩვენებს, რომ ისინიც "იუნაიტედის" ნაწილნი არიან".


manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ელენე
12 ივლისი 2014 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
აბა შენ იცი, გიგზ. ვან გაალის წასვლის შემდეგ შენ უნდა ჩაიბარო მანჩესტერი. ♥
0
№2
ავტორი: GeorgeBest
12 ივლისი 2014 16:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მჯერა ბევრს ისწავლის ვან გაალისგან და კარიერის დასრულებიც დროც იყო, მეტი რაღა უნდა ექნა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top