ნემანია ვიდიჩი პარასკევ დღეს „სერ ალექს ფერგიუსონის“ ძეგლის გახსნის ცერემონიას დაესწრება და დიდ პატივს მიაგებს მას. „წითელი ეშმაკების“ კაპიტანი ამბობს, რომ „სერ ალექს ფეგიუსონმა“ დიდი გავლენა მოახდინა ფეხბურთის სამყაროზე. ვიდიჩი თავს იღბლიანად თვლის რადგან იგი ასეთი დიდი პიროვნების გვერდში დგას. იგი მშვენიერი მაგალითია ყველასათვის და მასთან მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებაა.განაცხადა ვიდიჩმა MUTV-სთან. „თქვენ მისგან ყოველ დღე რაიმე ახალს ისწავლით - მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე,არა მარტო ფეხბურთის სფეროში არამედ ცხოვრებაშიც. იგი ჩვენს იმედზეა და ჩვენი სჯერა.მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ მე მის გვერდზე შვიდი წელი გავატარე." წყარო: manutd.com