თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2014, 12:18
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2275,
კომენტარები: 6
5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი
5-დან 3 მანჩესტერელია
5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი
#5: მარკინიოსი - 25 მილიონი ფუნტ სტერლინგი.


5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი

მარკინიოსი ითვლება მომავლის საუკეთესო მცველად, მასში გადახდილი თანხაც მეტყველებს, თუ რამხელა იმედს ამყარებს "პსჟ" ბრაზილიელ მცველში. ის 2013 წელს "რომადან" გადავიდა "პსჟში" 25 მილიონ ფუნტ სტერლინგად და ის მხოლოდ 20 წლისაა. მისი მომავალი პარიზულ კლუბში დროებით გაურკვეველია, თუმცა შესაძლოა ის სულ მალე "ბარსელონაში" ვიხილოთ.

#4: ანდერსონი - 25 მილიონი ფუნტ სტერლინგი


5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი

18 წლის ასაკში, ანდერსონი შეიძინა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2007 წელს. სერ ალექს ფერგიუსონის თვალში დიდი მოწონება დაიმსახურა ამ ფეხბურთელმა, რომელიც "პორტუს" რიგებში თამაშობდა. სამწუხაროდ ანდერსონს არასდროს გამოუვლენია თავისი პოტენციალი, ამის გამო ის ხშირად გუნდის გარეთ რჩებოდა ხოლმე და ახლა უკვე არენდის სახითაც ვიხილეთ ის სხვა კლუბში.

#3: ხავიერ სავიოლა - 29 მილიონი ფუნტ სტერლინგი


5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი

2001 წელს, 19 წლის ასაკში მყოფი სავიოლა, "რივერ პლეიტიდან" გადავიდა "ბარსელონაში". სავიოლას ძალიან კარგი პირველი სეზონი ჰქონდა ლა ლიგაში, თუმცა შემდეგ მანდ ვერცერთხელ ვერ შეძლო გამოევლინა თავისი საუკეთესო თვისებები მოედანზე და სამწუხაროდ მან ვერ გაამართლა მასში გადახდილი თანხა.

#2: უეინ რუნი - 30 მილიონი ფუნტ სტერლინგი


5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი

მას შემდეგ რაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა უეინ რუნიმ "არსენალის" კარში, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში და შეწყვიტა ამ გუნდის 30 მატჩიანი წაუგებელი სერია, მისი ფასი "ევერტონმა" 30 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაზარდა და დღეს ის უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. ის ამ კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მის ანგარიშზე 442 მატჩი და 216 გოლია.

#1: ლუკ შოუ - 33 მილიონი ფუნტ სტერლინგი


5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი

და აი ისიც, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი უკვე "იუნაიტედის" საკუთრებაა. ამ მხრივ მანჩესტერული კლუბი ლიდერობს და ლუკ შოუს ეს ფასი მის ნიჭს და ტალანტს უკავშირდება. ორი აზრი არაა, რომ ლუკ შოუ მომავალში იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და მასში გადახდილი 33 მილიონი ფუნტ სტერლინგი აღარაფერი აღარ იქნება.


წყარო: Man-News.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
11 ივლისი 2014 12:32
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ანდერსონი როგორ გაფუჭდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: UTD-Rule
11 ივლისი 2014 12:58
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ანდერსონზე როგორ გული მწყდება what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Jubo
11 ივლისი 2014 13:07
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ერთადერთი ანდერსონმა არ გაამართლა აქედან
შოუს ყველაზე მაგარი მიღწევები აქვს ამ ასაკში. 19 წლის მსოფლიოზე წავიდა და ამხელა თანხად ფასობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: Best 7
11 ივლისი 2014 14:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ანდერსონ შე ჩათლახო შენა! wink
0
№5
ავტორი: GeorgeBest
11 ივლისი 2014 15:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შოუმ უნდა გაამართლოს და ამის ყველა პირობა აქვს. მჯერა რომანდერსონის ბედს არ გაიზიარებს wink დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის და ამ თანხასაც გაამართლებს მალე
0
№6
ავტორი: red devil
11 ივლისი 2014 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
შოუს დიდი ნიჭია აქ და თუ ევრას დატოვებენ 1 წელი მისგან ბევრს ისწავლის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top