თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2014, 20:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1680,
კომენტარები: 8
გიგზი ლუით მოხიბლულია
რაიან გიგზი ლუი ვან გაალზე საუბრობს.
გიგზი ლუით მოხიბლულია
REUNITED14 -ზე პრეს-კონფერენციაზე რაიან გიგზმა ლუი ვან გაალზე და მასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

"როცა გასული სეზონის დასასრულს ერთმანეთს შევხვდით, ვისაუბრეთ ფეხბურთელებზე, რომლებიც აქ არიან და იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც მას მოსწონს. ორი მათგანი უკვე მოვიდა. მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ყოველთვის რთულია, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი, რომლის შეძენაც გსურს ჯერ კიდევ მუნდიალის ნაწილია, ან ეს-ესაა დაბრუნდა და ისვენებს. არ ვიცი რამდენი ფეხბურთელი მოვა - უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ."

"ჩავფრინდი და რამდენიმე საათი მასთან ერთად გავატარე. ჩვენ იმ ფეხბურთელებზე ვისაუბრეთ, რომლებიც კლუბში არიან - მათზე ვინც უნდა წავიდეს და მათზე ვინც უნდა მოვიდეს. ჩავედი რათა გამეგო როგორ მუშაობს, რა მოსწონს და იმისთვის, რომ მეცნობებინა მისთვის ყველაფერი, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ არ იცოდა. იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე თქვენ გგონიათ. მაგრამ მცირედითაც თუ შემეძლო დახმარება, თავს არ ვზოგავდი.


"ლუის წმინდა ფილოსოფია აქვს და იგი ამ ფილოსოფიის მიმდევარია. მას არ აშინებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა. ის ამისგან სიამოვნებას მიიღებს. ის მოუთმენლად ელოდება ამას. ის მუშაობდა "ბაიერნში", "ბარსელონაში"...ის უდიდეს კლუბებში იყო. თუმცა ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე დიადია მათ შორის."

"მას არ აშინებს გამოწვევა, არ არის შეშინებული - ის ვეღარ ითმენს. მას აქვს ამის გაკეთების გამოცდილება. ეს არ იქნება ადვილი. ეს არასოდესაა ადვილი. პრემიერ-ლიგის მოგება რთულია, მაგრამ სწორედ ამის გაკეთებას ვეცდებით. აღელვებული ვიყავი იმით, თუ რა აშკარად საუბრობდა იმის შესახებ, თუ რას ელოდა შტაბისა და მოთამაშეებისგან."


არგენტინის ნაკრებთან 11 მეტრიანების სერიაში დამარცხების შემდეგ, ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა. გიგზი გაოცებული იყო თავისი ახალი ბოსით.

"გუშინ მათი მარცხის ხილვა იმედისგამარცუებელი იყო, მაგრამ ვან გაალისთვის ეს მაინც შესანიშნავი სამუშაო იყო, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ დასაწყისს. ესპანეთის ნაკრებთან ნათამაშევი 5-1 შესაძლოა საუკეთესო მატჩი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. ნებისმიერ შემთხვევაში, "იუნაიტედის" გულშემატკივართა თუ ფეხბურთელებისთვის მისი ასეთი ნამუშევრის ხილვა სასიამოვნო იყო."

"ყველანი აღელვებულნი არიან. ის ტაქტიკასა და მოთამაშეთა გადაადგილებას ერთად აკავშირებდა. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გადასვლა დიდიებული მიღწევაა. მას რა თქმა უნდა შორს წასვლას სურდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ჯგუფი რომელშიც ის იყო... მისგან გასვლა თავისებური მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, რომ მოხარული იქნება ასე შორს წასვლით"


manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 ივლისი 2014 20:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე დიადია მათ შორის."


ამიტომაც გვიყვარხარ ყველას ასე ძალიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
10 ივლისი 2014 20:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მას არ აშინებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა. ის ამისგან სიამოვნებას მიიღებს. ის მოუთმენლად ელოდება ამას.


მთელი გულშემატკივრები მოიუთმენლად ველით. ეს ეიყო მოიესიც დროსაც მაგრამ ეხლა სხვაა რა ეხლა ყველა დარწმუნებულები ვართ რომ გაამართლებს აქ არანაირი ექსპერიმენტი არაა წინასგან განსხვავებით. ბაბუს ვერავინ შეცვლის მაგრამ მჯერა რომ ვან გაალი დაგვაბრუნებს ჩვენს ადგილას და გიგზიც დიდ გამოცდილებას მიიღებს
0
№3
ავტორი: gilmour
10 ივლისი 2014 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვეღარც მე ვითმენ ამოვიდა ყელში უკვე ეს მსოფლიო ჩემპიონატი:)
0
№4
ავტორი: chudikone
10 ივლისი 2014 21:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გონებაში ლუი და მოიესი შევადარე.. კაი ხო, მეტს აღარ ვიზამ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: gilmour
10 ივლისი 2014 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
chudikone,
გონებამ ერორები ამოგიყარა?:)))
0
№6
ავტორი: Lev
11 ივლისი 2014 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
მოდი Lუის ვან გენიალ! მოოოოოოოოოდი! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: Rosso Diavolo
11 ივლისი 2014 14:01
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მჯერა, რომ იუნაიტედს ძველ დიდებას დაუბრუნებს! გულშემატკივრებს ძალიან გაგვახარებს და კარგ ტრანსფერებსაც გაგვიჩარხავს ;დდდ
0
№8
ავტორი: Best 7
11 ივლისი 2014 14:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მოდი ლუის ბიჭო მოდი!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top