თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2014, 19:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2073,
კომენტარები: 7
"ვალენსია" vs "მანჩესტერ იუნაიტედი"
"იუნაიტედი" 12 აგვისტოს კიდევ ერთ ამხანაგურს გამართავს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ REUNITED 14 - ს სახელით "მანჩესტერ იუნაიტედი" 12 აგვისტოს 2014/15 წლების სეზონის წინ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარდება და მასში მონაწილეობას "ვალენსია" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღებენ. ეს შეხვედრა ლუი ვან გაალისთვის პირველი "ოლდ ტრაფორდული" შეხვედრა იქნება "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ასევე პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს რაიან გიგზი ჰოლანდიელის ასისტენტის სტატუსით.

"ოლდ ტრაფორდის" პუბლიკა პირველად იხილავს ახალ შენაძენებს, ლუკ შოუსა და ანდერ ერერასაც.

მატჩზე ასევე გამოყოფილი იქნება გასართობი ადგილი, რომლით სარგებლობაც "იუნაიტედის" ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარს შეეძლება. უფრო ვრცელი დეტალები გახმაურებული იქნება უახლოეს კვირებში.

შეხვედრას MUTV დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მოსახლეობისთვის პირდაპირ ეთერში გადასცემს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა MUTV "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრას HD ხარისხში უჩვენებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯმენტის დირექტორი, რიჩარდ არნოლდი აცხადებს: "ეს ღონისძიება "ოლდ ტრაფორდზე" ახალი პერიოდის დაწყებას აღნიშნავს. ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები საშინაო პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგებიან. REUNITED 14 გულშემატკივართათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ამ ახალი ისტორიის ნაწილი გახდნენ."

manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 ივლისი 2014 20:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აქ რომ ადგეს ვინმე და ტრავმა მიიღოს, ხომ მოვკალი ლუი და ეგაა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
10 ივლისი 2014 20:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
16–ში ისედაც მართავდა პირველივე თამაშს ოლდ ტრაფორდზე

კარგი შანსი იქნება კიდევ ერთი ახალაგზრდებისთვის და ზოგადად ალბათ გუნდის შეფასებისთვის რავიცი მგონი არც ისე ცუდია
0
№3
ავტორი: Manchester_M
10 ივლისი 2014 21:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ცოტა ადრე მაინც ყოფილიყო 16 ისედაც თამაში არის და ცოტა რისკია :X
0
№4
ავტორი: Malboro463
10 ივლისი 2014 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
პსჯს თან მილანთან ატლეტიკოსთან რომ გამართონ ამხანაგურები არა?
0
№5
ავტორი: Count Alucard
10 ივლისი 2014 21:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნეტა ცალფეხა და არაფრის მაქნის ფეხბურთელები მანამდე გაუშვან გუნდიდან, იანგი, კლევერლი, ანდრესონი, ბებე და ნანი. არ დაიწყოთ ახლა ნანი არ არის გასაშვებიო მაგან თავის პიკს მიაღწია და უკვე 2 წელია ვერაფერს აკეთებს და იმის დრო არა არის ნანის ფორმაში ჩადგომას ველოდოთ.
0
№6
ავტორი: NUGI
11 ივლისი 2014 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ნანი მართლა მაგარია მისცენ დრო რამდენი ხანია დროს არ აძლევენ და სულ ზამენაზე ზის
0
№7
ავტორი: Best 7
11 ივლისი 2014 14:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგიაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top