თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2014, 07:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1884,
კომენტარები: 3
სმოლინგი ტურნეზე საუბრობს
კრის სმოლინგი ტურნეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
სმოლინგი ტურნეზე საუბრობს
კრის სმოლინგი აცხადებს, რომ აშშ-ში დაგეგმილი საზაფხულო ტურნე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება "იუნაიტედის" ახალი მწვრთნელის, ლუი ვან გაალისთვის.

ლუი ვან გაალი გუნდთან ერთად პარასკევს გაფრინდება ლოს-ანჯელესში, სადაც ტურნეს ეგიდით "იუნაიტედი" "ლა გალაქსის", "რომას", "ინტერსა" და "რეალ მადრიდს" დაუპისპირდება.

სმოლინგის აზრით ტურნეს მასშტაბით მოგზაურობა ლუი ვან გაალს საკუთარი იდეების გუნდამდე მიტანაში დაეხმარება.

"წინა სასეზონო შეკრებები ძალიან მნიშვნელოვანია და ტურნე მწვრთნელს საშუალებას აძლევს თითოეული ფეხბურთელი ერთად შეკრიბოს და საფუძველი ჩაუყაროს თავის იდეებს, რომლის მიხედვითაც კლუბი მთელი წლის განმავლობაში ითამაშებს. ეს მნიშვნელოვანი პერიოდია." - განაცხადა სმოლინგმა.

24 წლის კრისი თვლის, რომ ტურნე ახალწვეულებს, ლუკ შოუსა და ანდერ ერერას თანაგუნდელებთან გაცნობაში დაეხმარება.

"ეს ასევე მნიშვნელოვანია ახალწვეულებისთვის, ვინც დაახლოებით 2-3 კვირის წინ მოვიდა."

"ერთხელ უკვე ვიყავი ამერიკის ტურნეზე და ძალიან ვისიამოვნეთ, რადგან იქ უამრავი ადგილია სანახავი."

"ფეხბურთი იქ სულ უფრო და უფრო იზრდება, ასე, რომ კარგი იქნება უკან დაბრუნება."

" ჩვენ მაშინ MLS All-Stars -ს ვეთამაშეთ, ასე რომ დარწმუნებული ვარ შტატების სხვა დიდ გუნდებთან მათსავე მოედანზე თამაში ალიან საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ დიდებული ატმოსფერო იქნება."


mirror
სიახლეები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: don_vini
10 ივლისი 2014 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
"ერთხელ უკვე ვიყავი ამერიკის ტურნეზე და ძალიან ვისიამოვნეთ, რადგან იქ უამრავი ადგილია სანახავი." ეს ექსკურსია კი არ არის კრის,უნდა ფეხბურთი ითამაშო :დ :დ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№2
ავტორი: გაბადაძე
10 ივლისი 2014 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
მიდი კრის მიაწე <3 <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: Manchester_M
10 ივლისი 2014 21:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედია ერთ მაღალი დონის ცენტრალურ მცველს დავიმატებთ :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top