თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2014, 02:57
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 1194,
კომენტარები: 8
"მანჩესტერელები" ფინალს გარეთ დარჩნენ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მეორე მატჩი, სადაც ერთმანეთს ჰოლანდიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას იღებდა "მანჩესტერ იუნიატედის" ვარსკვლავი რობინ ვან პერსი, რომელმაც სამწუხაროდ ვერ შეძლო გოლის გატანა და თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა. ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მატჩი ძირითად დროში უგოლო ყაიმით დასრულდა, რასაც მოჰყვა ოცდაათ წუთიანი უგოლო დამატებითი ტაიმები. ამის შემდეგ დაინიშნა პენალტების სერია, სადაც არგენტინის ნაკრებმა ჰოლანდია დაამარცხა (2:4).

პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია რობინ ვან პერსის, რადგან "მანჩესტერ იუნიატედის" ახლად დანიშნულმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ჰოლანდიელი თავდამსხმელი 96-ე წუთზე შეცვალა.

მართალია, "იუნაიტედის" ბოლო წარმომადგენლები ჯერ კიდევ რჩებიან მუნდიალზე, თუმცა მათ ფინალში ვეღარ ვიხილავთ. რობინ ვან პერსი და ლუი ვან გაალი ბრაზილიაში 12 ივნისამდე დარჩებიან, რადგან ჰოლანდიის ნაკრებს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბრაზილიის წინააღმდეგ აქვს მატჩი გასამართი, რის შემდეგაც ვან პერსი 12 დღიან შვებულებას აიღებს, ლუი ვან გაალი კი პირდაპირ მანჩესტერში გაემგზავრება.

შემადგენლობები

ჰოლანდია: სილესენი, მარტინს ინდი (იანმაატი 46), ვლაარი, დე ვრეი, ბლინდი, დე იონგი (კლასი 62), ვეინალდუმი, კუიტი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი (ჰუნტელაარი 96).

არგენტინა: რომერო, საბალეტა, დემიკელისი, გარაი, როხო, ბილია, მასკერანო, პერესი (პალასიო 81), იგუაინი (აგუერო 81), ლავესი (მაქსი როდრიგესი 118), მესი.

გაფრთხილება: მარტინს ინდი, ჰუნტელაარი, დემიკელისი
მიმოხილვები
8 კომენტარი
№1
ავტორი: washington
10 ივლისი 2014 03:11
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 384
ჩემი აზრით ჰუნტელაარი არ უნდა შემოეყვანა და ტიმ კრულისთვის უნდა შეენახა ერთი ცვლილება, არადა კრული ერთ-ორ ბურთს უეჭველად აუღებდა ისე ურტყავდნენ... ჯასპერამ კიდევ აღებული ბურთები გაუშვა -_- ვლაარი რო გამოვიდა პირველი დასარტყმელად, ეგრევე ვთქვი მცველს რატო არტყმევინებენ პირველს თქო და მაგის ფონზე გამაზავს მეთქი და ისე ცუდათ დაარტყა არ შევცმდარვარ... თუმცა რავიცი რავიცი, ვან გაალს უკეთ ეცოდინება ვინ უკეთ ურტყავს, ვლაარმააც 11 მეტრიანების ვარჯიშის დროს გაიგიჟა თავი ეტყობა lol

კარგია დიმა <3 ჯიგარი ხარ დროულად, რომ დადე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: RojoDiablo
10 ივლისი 2014 08:11
  • სიახლეები: 6998
  • კომენტარები: 8684
არგენტინის ნაკრების წარმატება უფრო მეტად მეწყინა, ვიდრე ჰოლანდიის ნაკრების წარუმატებლობა... როცა უყურებ ამ ცრემლიან თვალებს, გულშემატკივრების თუ ფეხბურთელების თვალზე, ხედავ რაოდენ მნიშვნელოვანია ფეხბურთი ამ ხალხისთვის და მაშინვე გრძნობ ამ სპორტის დიდებულებას... იმედია გერმანია ბოლოს მოუღებს მესის პარპაშს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Lev
10 ივლისი 2014 09:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1317
მიუხედავად იმისა რომ ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ. ვფიქრობ არგენტინა უფრო მეტად იმსახურებდა...რეალურად გვაჯობეს. კარგად დავკეტეთ..ფიზიკურადაც ვჯობნიდით მაგრამ სანახაობრივი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთით აშკარად უკეთესები იყვნენ..ესე თუ დაკეტეს ბრაზილიასთანაც დარწმუნებული ვარ მესამეზე გავლენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: don_vini
10 ივლისი 2014 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
სილესენს ნამდვილად შეეძლო მოეგერიებინა 1-2 პენალტი,ცუდათ დაარყეს როგორც ჰოლანდიელებმა ისე არგენტინელებმა,აარ გაუმართლათ ჰოლანდილელებს,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№5
ავტორი: Dato de gea quantana
10 ივლისი 2014 14:08
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
me tu mkitxavt wels argentin aris gavardna gundi ra
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
№6
ავტორი: RedTeen
10 ივლისი 2014 14:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
გერმანიასთან მაინც არ აქვთ შანსი არგენტინელებს..
0
№7
ავტორი: red devil
10 ივლისი 2014 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჩემი აზრით ვანგაალმა დიდი შეცდომა დაუშვა როცა არ შეუტია სიფრთხილე გოლის მერე უნდა გამოეჩინათ.
0
№8
ავტორი: Manchester_M
10 ივლისი 2014 20:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან ჩაკეტილი თამაში იყო ჰოლანდიას ძირითადშივე უნდა მოემთავრებინა ყველაფერი და თუ პენლების მოლოდინში იყო ვან გაალი კრული უნდა შემოეყვანა მოკლედ არგენტინა უშანსოდაა გერმანიასთან ამ თამაშით :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

19 აგვისტო 2019, 23:00
ვულვზი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
24 აგვისტო 2019, 18:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
31 აგვისტო 2019, 15:30
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ვულვზი19 აგვისტო
კრისტალ პალასი24 აგვისტო
საუთჰემპტონი31 აგვისტო

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

11 აგვისტო 2019, 19:30
იუნაიტედი4
ჩელსი0
პრემიერ ლიგა
3 აგვისტო 2019, 20:30
იუნაიტედი2
მილანი2
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
30 ივლისი 2019, 21:00
კრისტიანსუნი0
იუნაიტედი1
ამხანაგური მატჩი
ჩელსი11 აგვისტო
მილანი3 აგვისტო
კრისტიანსუნი30 ივლისი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top