თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2014, 18:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1751,
კომენტარები: 8
ბარიერი მოხსნილია
"იუნაიტედი" ევრას ხელს არ შეუშლის.
ბარიერი მოხსნილია
"მანჩესტერ იუნაიტედი" თავის მარცხენა მცველს, პატრის ევრას წასვლაში ხელს არ შეუშლის, თუ კი ფრანგი "იუვენტუსის" შეთავაზებას დასთანხმდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევრამ მაისში ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხმების თანახმად იგი თანახმაა კარიერის "იუვენტუსში" გაგრძელებაზე - ევრას კარგად ესმის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ლუკ შოუს მოყვანის შემდეგ მისი სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდება.

Manchester Evening News - ის ინფორმაციით, სერია ა-ს ჩემპიონებმა "იუნაიტედს" უკვე მიმართეს 33 წლის ფრანგის თაობაზე და სატრანსფერო თანხად 2 მლნ. ფუნტი დაასახელეს.

ESPN კი ამტკიცებს, რომ "იუნაიტედი" ამ თანხას თანხმდება და ევრას წასვლაში ხელს არ შეუშლია. ტურინში ფრანგს 2 წლიან კონტრაქტსა და რეგულარულ სათამაშო დროს სთავაზობენ.

დავამატებთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ევრა "იუნაიტედის" ძირითადი მცვლეის ფუნქციებს ითავსებდა. მის ანგარიშზე 379 მატჩი და 10 გოლი გახლავთ.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 ივლისი 2014 19:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევრა თუ წავიდა 1 მარცხენა მცველის იმედად ვრჩებით, მაგრად გაგვიჭირდება

ბლინდი მაინც მოიყვანონ
0
№2
ავტორი: Manchester_M
9 ივლისი 2014 19:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
1 წელი გააჩერეთ ბიჯო 18 წლის ბიჭის იმედად გვტოვებენ :? ბლინდი მოიყვანონ მაგრამ ისიც ახალგაზრდა 2 მილიონის გულისთვის ევრას რო გუნდიდან გაუშვებ რა ადამიანობაა ეგ ?
0
№3
ავტორი: gilmour
9 ივლისი 2014 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
აი ტრანსფერი ბარემ ვაჩუქოთ. ალბათ კიდევ ყავთ ვინმეს მოყვანა გადაწყვეტილი მაგ პოზიციაზე თორე ევრას ისე არ გაუშვებენ.
0
№4
ავტორი: Martial
9 ივლისი 2014 21:58
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ჯერ ვინმე მოიყვანონ, თორე ესე სისულელე იქნება
0
№5
ავტორი: MANUTD FAN.
9 ივლისი 2014 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მაინც არ მინდა რო წავიდეს ევრა, წელს მაინც უნდა დარჩეს თორე მართლა ერთი ნახევარმცველის იმედად ვრჩებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№6
ავტორი: Count Alucard
9 ივლისი 2014 23:24
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არანაირ ვარიანტში არ უნდა წავიდეს წელს ევრა, ჭირდება გუნდს თან ვიდას მერე ეგ არის კაპიტანი და ორივე კაპიტნის წასვლა გუნდიდან ცოტა ცუდად იმოქმედებს.
0
№7
ავტორი: Best 7
10 ივლისი 2014 01:57
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეს არ უნდა წავიდეს და არც წავა, იმიტომ რომ კონტრაქტი გაახანგრძლივა!
0
№8
ავტორი: LizarD
10 ივლისი 2014 03:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ბლინდი მოიყვანონ და მერე რაც უნდა ის უქნიათ. ისე ბლინდი რომ მოიყვანონ მერე შოუს მართლა გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top